ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე თავისუფლად მოგზაურობენ

მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის ნაწილი საკუთარი პასპორტით შორს ვერ წავა - ასეთია Henley and Partners-ის „ეროვნების ხარისხის ინდექსის“ შედეგები, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ეროვნება ოთხი ინდიკატორით შეაფასა: მოგზაურობის თავისუფლება, დასახლების უფლების თავისუფლება, ეკონომიკური სიძლიერე და განვითარება. 

მოგზაურობის თავისუფლების ინდექსით, მსოფლიოში პირველ ადგილზე გერმანიაა, რომლის ქვეყნის მოქალაქეებსაც მსოფლიოს 176 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა, აღნიშნული ქვეყნის პასპორტით შედარებით ნაკლებ ქვეყანაშია შესაძლებელი უვიზოდ მოგზაურობა. ჩინელებს მხოლოდ 60 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ გადაადგილება. 

“ეროვნების ხარისხის ინდექსის“ რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 84-ე ადგილზეა. მოგზაურობის თავისუფლების კრიტერიუმით კი ქვეყანა მსოფლიოში 81-ე ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება დასახლების თავისუფლებას, - აღნიშნული კრიტერიუმი ზომავს, თუ რამდენად მარტივად შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის უფლების მოპოვება. სხვა ქვეყანაში დასახლების კუთხით ყველაზე თავისუფლები ფრანგები არიან, რომელსაც ნიდერლანდების სამეფოსა და ისლანდიის მოქალაქეები მოყვებიან. 

რაც შეეხება საქართველოს: ქვეყანა 49-ე ადგილზეა. აღნიშნულ კრიტერიუმში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი ჩინეთს აქვს. ყველაზე თავისუფალი ქვეყნები კი შემდეგია: საფრანგეთი, ნიდერლანდების სამეფო, ისლანდია, ფინეთი, შვედეთი, დანია და ნორვეგია.

 

ნორვეგიის მოქალაქეებს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში შეუძლიათ მარტივად დასახლება და ცხოვრება, კანადელებს კი მხოლოდ ორში.

 

კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეობის ხარისხი ყველაზე მეტად გაიზარდა, რაც თავის მხრივ ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის დაწყებას უკავშირდება.

წინა სტატია

საქართველოს ბანკის და “Check in Georgia”-ს პარტნიორობა წელსაც გრძელდება
15 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

აპრილში ფულადი გზავნილები 17 პროცენტით გაიზარდა
15 მაისი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა