WB: რამდენად ღარიბია საქართველოს მოსახლეობა

საქართველოში საშუალოდ 5-დან 1 ადამიანი ღარიბია, - მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონში მხოლოდ ტაჯიკეთს უსწრებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბე უფრო მაღალია, ვიდრე ეს სომხეთშია. ამასთან ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის საფრთხის ქვეშ, რომ გაღარიბდეს.

"საქართველოში წლიდან წლამდე აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება, ამასთან გაზრდილია საშუალო ფენა და ბოლო მონაცემებით ის მოსახლეობის 30%-ს შეადგენს. ამასთან მოსახლეობის საშუალოდ 47-54% არის იმ ჯგუფში, რომელიც შესაძლოა, რომ ღარიბ ფენას შეუერთდეს", - აღნიშნავს მსოფლიო ბანკი.

აღნიშნულს მსოფლიო ბანკი იმით ხსნის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ძნელად უმკლავდება ეკონომიკურ შოკებს. მაგალითად ბანკს 2015 წელი მოჰყავს, როდესაც ინფლაციის მატებას მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებლის ცვლილება მოჰყვა.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში კვლავ მაღალია მოსახლეობის შემოსავლებს შორის სხვაობა.

ჩვენ გირჩევთ

ცუკერბერგის ქონება $13 მილიარდით გაიზარდა

აპრილში სახელმწიფო ვალი 208 მილიონი ლარით გაიზარდა

ცუკერბერგის ქონება $13 მილიარდით გაიზარდა

ცუკერბერგის ქონება $13 მილიარდით გაიზარდა

მსოფლიო ბანკი კვლევა სიღარიბე

წინა სტატია

Turistlerin Gürcistan’daki kalma süreleri ve masrafları ile ilgili bilgiler
15 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა საქართველოსა და მსოფლიოში
16 მაისი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა