ნავთობის ტოპ-10 ექსპორტიორი ქვეყანა

2017 წელს ნედლი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა შორის ისევ საუდის არაბეთი ლიდერობდა, რომელმაც ნათობის ექსპორტისგან 133.6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო და მისმა წილმა მსოფლიო ნავთობის ექსპორტში 15.9% შეადგინა. მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელმაც 93.3 მილიარდი აშშ დოლარის ნავთობის ექსპორტი განახორციელა (მსოფლიო ექსპორტის 11.1%).

ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი უჩვენებს, თუ რომელ ქვეყანას აქვს ნავთობის მეტი ექსპორტი მოცულობის მიხედვით, რადგან ყველა ქვეყანას ნავთობი ექსპორტზე დაახლოებით ერთი და იმავე ფასში - მსოფლიო ფასში გააქვს. 

2017 წელს ჯამში მსოფლიოში 841 მილიარდი დოლარის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი მსოფლიო ექსპორტის 4.3%-ია. 2015 წლიდან, მსოფლიო ექსპორტში ნავთობმა პირველობა ავტომობილებს დაუთმო. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ექსპორტირებული ნავთობის ღირებულება 30%-ით გაიზარდა, 2012 წლის შემდეგ კი 47%-ით არის შემცირებული.

ნავთობი ნავთობის ექსპორტი ნავთობის ფასი

წინა სტატია

WB: Gürcistan’da ne kadar yoksul var
16 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

Countries with the fastest growing demand for electricity
15 მაისი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა