ქართული ბიზნესის გეოგრაფია

ქართული ბიზნესის გეოგრაფია

წლის პირველ კვარტალში საქართველოში 13 225 ახალი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. ყველაზე მეტი – 4930 სუბიექტი მარტში დარეგისტრირდა, აქედან 97.6% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.4% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მარტში დაფიქსირდა ზრდა წინა თვესთან (12.3%-ით), ხოლო კლება წინა წლის იმავე თვესთან (2.8%-ით) შედარებით.

ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 415 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 49.0%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა- ზოგადოების (2 345 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 47.6%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 119 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 5 უცხოური სამეწარმეო იუ- რიდიული პირის ფილიალი, 15 სააქციო საზოგადოება, 28 კოოპერატივი და 2 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

ამავე პერიოდში ყველაზე მეტი – 2197 სუბიექტი თბილისში დარეგისტრიდა. ზრდა ყველაზე მაღალი კი ზუჰდიდის მუნიციპალიტეტში იყო.

რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მიხედვით ტერიტორიული ერთეულების ტოპ-ათეული:

თბილისი – რაოდენობა: 2197; ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: 0.2%
ბათუმი – რაოდენობა: 322; ზრდა: 1.3%
ქუთაისი – რაოდენობა: 212; ზრდა: -4.5%
რუსთავი – რაოდენობა: 154; ზრდა: 14.9%
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – რაოდენობა: 113; ზრდა: 16.5%
გორის მუნიციპალიტეტი – რაოდენობა: 102; ზრდა: -8.9%
საჩხერის მუნიციპალიტეტი – რაოდენობა: 84; ზრდა: -10.6%
მარნეულის მუნიციპალიტეტი – რაოდენობა: 79; ზრდა: -4.8%
ქობულეთის მუნიციპალიტეტი – რაოდენობა: 71; ზრდა: 4.4%
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – რაოდენობა: 70; ზრდა: 0.0%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *