საქართველოს ბანკმა “ბიზნეს კაფეს” ფარგლებში მეორე შეხვედრა გამართა

საქართველოს ბანკმა ბიზნეს პროექტის - “ბიზნეს კაფეს” ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გამართა.

საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული მეორე შეხვედრა მიეძღვნა თემას: “ნამდვილი ქართული ბიზნესი”, რომელსაც კომპანია “დიოს” დამფუძნებელი და ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი გაუძღვა.

სემინარზე სპიკერმა ისაუბრა ქართული ბიზნესისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს კომპანია “დიოს” შექმნის ისტორია − როგორ ან რატომ გაჩნდა იდეა, როგორია კომპანიის მართვის ფორმა, მისი განვითარებისთვის თანმდევი გარდამტეხი ეტაპები. 

საქართველოს ბანკი განაგრძობს საქართველოს ბანკის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისა და კლიენტების მხარდაჭერას და მომავალშიც შესთავაზებს მათ  სხვადასხვა თემაზე ორგანიზებულ სემინარსა თუ მასტერკლასს, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს, წარმატებულმა ადამიანებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება არაფორმალურ გარემოში გაუზიარონ, დისკუსიები გამართონ ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით და ინფორმაცია გაცვალონ საუკეთესო, საერთაშორისო  პრაქტიკის შესახებ. 

ჩვენ გირჩევთ

ბიზნესად ქცეული დიდი სიყვარული

ისტორიული ალიანსი

ბიზნესად ქცეული დიდი სიყვარული

ბიზნესად ქცეული დიდი სიყვარული

საქართველოს ბანკი ბიზნეს კაფე ინსორსი დიო

წინა სტატია

Geography of Georgian business
21 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა
22 მაისი, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა