სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 12 000 ათასი კაცით გაიზარდა და 284 ათასი შეადგინა. ჯამში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია დასაქმებულთა 16.6%. არ არის ცნობილი კონკრეტულად სად გაიზარდა დასაქმება სახელმწიფო სექტორში, ამის სტატისტიკა არ ქვეყნდება.

არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 22.5 ათასით შემცირდა და 1 423 ათასი შეადგინა. უნდა აღვნიშნოთ, რომ არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულებიდან 882 ათასი თვითდასაქმეულია. შესაბამისად, თუ მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულების სტატისტიკას ვნახავთ, სახელმწიფო სექტორში დასაქმების წილი 32%-ია.

ცხრილი: დასაქმებულთა განაწილება ინსტიტუციური სექტორების მიხედვით, ათასი კაცი

 

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

სულ

1,577

1,597

1,611

1,628

1,643

1,659

1,643

1,694

1,734

1,717

1,707

სახელმწიფო სექტორი

321

295

310

302

281

287

252

259

287

272

284

არასახელმწიფო სექტორი

1,256

1,302

1,301

1,325

1,363

1,372

1,391

1,436

1,447

1,445

1,423

წყარო: საქსტატი

წინა სტატია

საქართველოს ბანკმა “ბიზნეს კაფეს” ფარგლებში მეორე შეხვედრა გამართა
22 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დინამიკა საქართველოში
22 მაისი, 2018
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა