საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა

ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა და 39.6 პუნქტი შეადგინა, რაც 8.3 პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მაჩვენებელს. 

ბიზნესის განწყობის ინდექსს ISET-ი BIA-სთან და ICC Georgia-სთან ერთად ადგენს.  

კვლევის მიხედვით, გაუმჯობესება ფიქსირდება თითქმის ყველა სექტორში. მრეწველობის სექტორმა ყველაზე დადებითად შეაფასა როგორც მიმდინარე საქმიანობა, ისე მოლოდინები, მაშინ როცა სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე პესიმისტურად არის განწობილი. 

კითხვაზე, „როგორ შეიცვალა თქვენი კომპანიის ბიზნეს აქტივობა ბოლო სამი თვის განმავლობაში“, გამოკითხული კომპანიების 42% ამბობს, რომ არ შეცვლილა, 36% კი ამბობს, რომ გაუმჯობესდა. გამოკითხული კომპანიების 22% მიიჩნევს, რომ ბოლო 3 თვეში მათი ბიზნეს საქმიანობა გაუარესდა.  

რაც შეეხება მოლოდინებს, გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა ელის, რომ მომდევნო 3 თვეში მათი საქმიანობა უკეთესობისკენ შეიცვლება. მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის სექტორის წარმომადგენლები ელიან, რომ ვითარება გაუარესდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესდა მსხვილი ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, მცირე ბიზნესის კი პირიქით გაუარესდა.  

ბიზნესების უმეტესობა, 58% - მომდევნო 3 თვეში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას არ ელოდება, 33% კი ამბობს, რომ თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას გეგმავს. 

გამოკითხული ბიზნესების 57% ელის, რომ მომდევნო თვეებში ქვეყანაში ბიზნეს და ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება, 35% ცვლილებას არ ელის, ხოლო დარჩენილი 8% კი მიიჩნევს, რომ სიტუაცია გაუარესდება.  

კითხვაზე, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც თქვენს ბიზნესს ზღუდავს, გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა ამბობს, რომ ეს დაბალი მოხმარება და ფინანსებზე წვდომის სიმწირეა.  

კვლევაში მონაწილეობა 236-მა კომპანიამ მიიღო. მსხვილი კომპანიების 26%-მა და მცირე კომპანიების 36%-მა განაცხადა, რომ მათთვის მთავარი პრობლემა ფინანსებზე წვდომაა. მსხვილი კომპანიების 16%-სთვის და მცირე ზომის კომპანიების 27%-სთვის მთავარი პრობლემა დაბალი მოთხოვნაა. 

ბიზნესის განწყობა ISET კვლევა

წინა სტატია

Грузия продвинулась в рейтинге «делового туризма»
22 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

საინვესტიციო მიმზიდველობის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა
23 მაისი, 2018
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა