“ჰაიდელბერგ ჯორჯიასა” და “რიკოს” ერთობლივი შოურუმი

მთელ მსოფლიოში  ტირაჟების ყოველდღიურ შემცირებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ციფრული ბეჭდვითი დანადგარები, რომლებიც სწორედ პატარა ტირაჟებისთვისაა იდეალური.  ახალ ტენდენციებს ამ მხრივ არც საქართველო ჩამორჩება. 21 მაისს “ჰაიდელბერგ ჯორჯიამ” და  “რიკომ” თბილისში პირველი ერთობლივი შოურუმი გახსნეს, სადაც დსთ-ს ქვეყნებში პირველი, უახლესი ციფრული საბეჭდი დანადგარი იყო წარმოდგენილი. ქართველ მომხმარებელს, სტამბებსა და სარეკლამო კომპანიებს ექნებათ საშუალება, ადგილზე ნახონ, გამოცადონ და შეაფასონ ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ციფრული დანადგარები.

ორ კომპანიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ბიზნესგარემოსა და სამომავლო გეგმებზე Forbes Georgia “ჰაიდელბერგ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს, გოდერძი გოდერძიშვილსა და “რიკო რუ-ს” გენერალურ დირექტორს, კონსტანტინ ქლეინს ესაუბრა.

როგორ მოხდა პარტნიორების შერჩევა?

კონსტანტინ ქლეინი: “რიკო” გლობალური კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა, შვილობილი კომპანიებიც. “რიკო” ირჩევს იმ პარტნიორებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობა და რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება, და სწორედ მათი საშუალებით აცნობს და ჰყიდის თავის პროდუქციას სხვადასხვა ქვეყანაში. “რიკოს” წარმატება პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგი, საიმედო, აქტიური, საქმეზე ორიენტირებული პარტნიორი ჰყავს ამა თუ იმ ქვეყანაში. სწორედ ასეთი აღმოჩნდა  საქართველოში  “ჰაიდელბერგ ჯორჯია”. ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ, ამ გარემოში ყოფნა, რადგან მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო პროფესიონალურად მივუდგებით ჩვენს საქმეს, ჩვენც  შევძლებთ  დამკვეთს შევთავაზოთ სანდრო და ხარისხიანი მომსახურება.

გოდერძი გოდერძიშილი:  ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა გაცილებით ადრე იღებს სათავეს. 2011 წელს “ჰაიდელბერგსა” და “რიკოს” სათავო ოფისებს შორის მოხდა ხელშეკრულების გაფორმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.  დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალური ხდება ციფრული ბეჭდვა, რადგან ტირაჟები მცირდება , თვითღირებულება კი იზრდება და რომ არ მოხდეს ფასების ზრდა, აუცილებელია პატარა ტირაჟებზე მომუშავე ციფრული დანადგარები, ბეჭდვის მაღალი ხარისხითა და რესურსით. “ჰაიდელბერგი”  დიდხანს ეძებდა პარტნიორს, ამ ხარისხის დანადგარს ვინც შესთავაზებდა და შეარჩია იაპონური კომპანია “რიკო”, რომელსაც მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 40% უკავია. ახალი ციფრული დანადგარი სწორედ ამ ლიდერ კომპანიასთან, “რიკოსთან” ერთად, ერთ ტექნიკურ ბაზაზე ვაწარმოეთ.

ბატონო გოდერძი, რა ინვესტიცია განხორციელდა ამ შოურუმის გახსნისთვის და რა პროდუქციას სთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს?

შოურუმში წარმოდგენილი იქნება კომპანია “რიკოს”  უახლესი დანადგარები,  ქართველ მომხმარებელს, სტამბებსა და სარეკლამო კომპანიებს საშუალება ექნებათ, ადგილზე ნახონ, გამოცადონ და შეაფასონ ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ციფრული დანადგარები, რაც მათ განვითარებას წაადგება და გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებთ.     

ამ შოურუმის გახსნისთვის, პირველ ეტაპზე 160  ათასი დოლარის  ინვესტიცია  განხორციელდა.

როგორ შეაფასებდით საქართველოს ბაზარს... რამდენად იოლია საქართველოში ბიზნესის წარმოება და რამდენად მიმზიდველია თქვენნაირი ბიზნესისათვის ჩვენი ბაზარი?

კონსტანტინ ქლეინი: ასე გადაჭრით ვერ გეტყვით, იოლია თუ არა საქართველოში ბიზნესის კეთება. ყველა ქვეყანასა და სფეროს აქვს თავისი განსაკუთრებულობები, ისევე როგორც თავისი სირთულეები. მიმწოდებლის  მთავარი ამოცანაა, იპოვოს სწორედ ის მიმართულება, რაც იმ კონკრეტულ ქვეყანაში  იმუშავებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბევრად უფრო ადვილია ბიზნესის კეთება, ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. საქართველოში გაცილებით ღია ეკონომიკაა - უფრო მეტად დაცული, უფრო მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში.

ჩვენი პარტნიორობის მთავარი მიზანი და  მიმართულება კი ციფრული ბეჭდვაა  და ძირითადი ჩვენი დამკვეთები სტამბები არიან. თუ ჩვენს დამკვეთს ენდომება ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ნებისმიერი ტირაჟის, მრავალფეროვანი მასალისა და ფერის არჩევით ბეჭდვა, ჩვენ უკვე “ჰაიდელბერგ ჯორჯიასთან” ერთად შეგვიძლია შევთავაზოთ მსგავსი მომსახურება მომხმარებლებს და რაც ყველაზე მთავარია - ძალიან სწრაფად.

გოდერძი გოდერძიშილი: რამდენადაც რთულია, იმდენად იოლია ბოლო პერიოდში საქართველოში ბიზნესის წარმოება. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი “აწარმოე საქართველოში”.

თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვიამბოთ...

გოდერძი გოდერძიშვილი: გვსურს, უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ჩვენს სტამბებს,  ყოველთვის დროულად შევთავაზოთ მათ მსოფლიოში არსებული სიახლეები და მათთან ერთად ჩვენც განვვითარდეთ.

კონსტანტინ ქლეინი: მე მინდა ორი წლის შემდეგ, ბატონ გოდერძისთან ერთად მივხვდეთ, რომ ეს პროექტი წარმატებული გამოდგა. მივხვდეთ, რომ ჩვენ ვართ ლიდერები ბაზარზე და მხოლოდ ამის შემდეგ დავგეგმავდით სხვა სამომავლო თანამშრომლობებს.

წინა სტატია

საინვესტიციო მიმზიდველობის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა
23 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოლიმპიური ჩემპიონი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
23 მაისი, 2018
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა