მშვიდობა სისუსტის მეშვეობით

აშშ-მ “სიძლიერის მეშვეობით მშვიდობის” დოქტრინა გვერდზე გადადო და მის მაგივრად, იმედსა და მრავალმხრივობას ეყრდნობა. New York Times-მა ამის შედეგები ერაყის შესახებ 23 ივნისის სათაურებში დააფიქსირა: “რეალობა უსწრებს იმედს”. ეს უბრალოდ, პოლიტიკის წარუმატებლობის უახლესი მტკიცებულებაა.

რუსეთმა ყირიმი ხელახლა მიიერთა და ამით მას შესაძლებლობა მიეცა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილებს აკონტროლებდეს და ამასთან, სხვა მეზობლებსაც აშინებდეს. ამასწინათ, აუდიოჩანაწერზე აღბეჭდილ იქნა პოლონეთის – აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის საუკეთესო მეგობრის – საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარი, რომელიც, სადილის დროს, ყოფილ ფინანსთა მინისტრს ეუბნეოდა, რომ კავშირები აშშ-თან უსარგებლოა.

ჩინეთმა რუსეთთან მსხვილი ენერგეტიკული გარიგება დადო და მჭიდროდ მუშაობს კანადასთან, რომელიც კანადის შიდაკონტინენტური ნავთობის ტრანსპორტირებაზე აშშ-ის მხრიდან უარის გამო, ღრმად იმედგაცრუებული უნდა იყოს. ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერე მას ბევრ აფრიკულ ქვეყანაში პოპულარულს ხდის, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ის, ჰონკონგიდან სამხრეთით, 800 მილზე მდებარე კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებს.

ეს აზიაში მასიურ პრობლემას ქმნის. იაპონიის პარლამენტი ვერ შეთანხმდა 1947 წლის კონსტიტუციის მეცხრე მუხლის განახლებაზე, რომელიც გულისხმობს უარს ომზე, ძალის გამოყენებაზე, შეიარაღებული ძალების მხარდაჭერასა და საომარ მოქმედებებზე. ეს დიდ სიცარიელეს ტოვებს, რადგან აშშ თავის გლობალურ გავლენას ამცირებს.

ობამას ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ კონფლიქტები აზიაში განხილვების და მოლაპარაკებების მეშვეობით ნელ-ნელა გადაიჭრება, მაგრამ ეს სტრატეგია მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებდა, თუ ამერიკული და იაპონური ეკონომიკაც ძლიერი იქნებოდა.

ჩინეთის მშპ წელს $10 ტრილიონს გადააჭარბებს – ეს ორჯერ მეტია, ვიდრე იაპონიისა და ის სწრაფად იზრდება. შედარებისთვის, პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს სტრუქტურული რეფორმები წარუმატებლად დასრულდა და იაპონია საკრედიტო-ფულად პოლიტიკას ფედერალური რეზერვის სტილში ატარებს (მეტი მთავრობა, ნაკლები ზრდა). ეს იმას ნიშნავს, რომ იაპონიის ეროვნული სიმდიდრე იფანტება. საოჯახო წმინდა ფინანსური აქტივები ($15 ტრილიონი) უფრო ნელა იზრდებოდა, ვიდრე სახელმწიფო დავალიანება ($14 ტრილიონი), რაც ქვეყნის მოხუცებული მოქალაქეებისათვის ან საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის არანაირ სარეზერვო მარაგს არ ტოვებდა.

მყარი მსყიდველობითი უნარის მქონე ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

ვალუტები ყველა ამ მოვლენაში საკვანძო როლს ასრულებენ. 20 წლის განმავლობაში, იუანი აშშ დოლარს არ ჩამოუვარდებოდა ან მასზე ძლიერი იყო, რაც სტაბილურობას ქმნიდა და ზრდას ხელს უწყობდა. ჩინეთმა 1997-99 წლების დევალვაციის კრიზისი აზიაში უარყო და მაშინდელმა პრემიერმა, ჩჟუ ჟუნცზიმ გამოაცხადა, რომ იუანი “ძლიერი და სტაბილური” იქნებოდა.

ჩინეთის ინიციატივის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტი გახდა, 2000 წელს, რუბლის სტაბილურობა უზრუნველყო. 2002 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, როდესაც Lehman Bros. გაკოტრდა, რუბლი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დოლარი და იუანი, ეს იყო მიღწევა, რომელმაც პუტინის მმართველობა გაამყარა და რუბლს ხელი შეუწყო ამ ბოლო დროის აშშ-ისა და ევროპის სანქციებს გამკლავებოდა.

ამისგან განსხვავებით, იენმა ღირებულების ძლიერი რყევები გადაიტანა, ისინი კი, როგორც წესი, ინვესტირებას ხელს უშლის. იუანის ფონზე, აზიის კრიზისის დროს, მან დოლარის 40% დაკარგა და მას შემდეგ ფართო დიაპაზონში წინ და უკან რყევას განიცდის. 2012 წლის დეკემბერში, სინძო აბეს პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, იაპონია სტრუქტურული რეფორმების აღდგენის შესაძლებლობას კარგავს. თავიდან დასაწყებად, ბატონმა აბემ, იენის ღირებულების სტაბილიზებისთვის, 100 იენის ნიშნულზე ზედა ზღვარი ერთ დოლარზე უნდა დანიშნოს, როგორც შვეიცარია მოიქცა თავის ფრანკთან, შეუწყო რა ხელი მის ზრდას.

ღელავს რა აშშ-სა და დოლარზე, ფედერალური რეზერვი აცხადებს¸რომ საპროცენტო განაკვეთები ნულის ტოლი უნდა დარჩეს. ეს პოლიტიკა მდიდრებს ამდიდრებს, ცხოვრების საშუალო დონეს კი ზარალს აყენებს. ყოველი თვე, რომლის განმავლობაშიც ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს ნულის დონეზე ინარჩუნებს, ბაზარზე დამყარებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს ამახინჯებს, ამასთან ლიბერალურ ეკონომიკას ზიანს აყენებს და გლობალურ ეკონომიკას კაპიტალიზმისგან აშორებს.

ზრდა ბირთვულ ფიზიკას არ წარმოადგენს. ის მოითხოვს მყარი მსყიდველობითი უნარის მქონე ფულს, ბაზარზე დამყარებულ საპროცენტო განაკვეთს, დაბალ საგადასახდო ტარიფებს უნივერსალურ ბაზაზე, ლიბერალურ სავაჭრო გარემოს და მოქმედ სტანდარტებს. ამ სტრატეგიებს არ იცავენ; შედეგად, აშშ თავის გლობალური ლიდერობის მნიშვნელოვან პოზიციას კარგავს, რაც რისკის ქვეშ მშვიდობას აყენებს.

წინ მძიმე არჩევანია. თუ ჩვენ გვინდა, რომ აშშ უფრო ძლიერი იყოს და დავინახოთ, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი გახდა, ეკონომიკურ პოლიტიკას გაუმჯობესება სჭირდება. სანამ დოლარი სუსტია და ნავთობის ფასები მაღალი, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე რუსეთს, ან ირანს. სასაქონლო ფასების შესამცირებლად, გამოსავალი დოლარის გამყარება, ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების მოზიდვა იქნება. ეს აგრეთვე აშშ-ის რეალურ საშუალო შემოსავალს გაზრდიდა, რომლის ვარდნაც ძირითადი მიზეზი იყო შემოსავლის უთანასწორობისა და გლობალური აღქმისა, რომ აშშ სუსტია.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)

წინა სტატია

არქიტექტურული ასავალ-დასავალი
17 სექტემბერი, 2014

შემდეგი სტატია

ყველაფერი ჩერგოლეიშვილის შესახებ
19 სექტემბერი, 2014
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა