სარგებელზე ორიენტირებული ბიზნესის უარყოფითი გავლენა ინოვაციებსა და ამერიკის ეკონომიკაზე

2011 წლის 16-20 ოქტომბერს ITExpro 2011-ის ეგიდით გამართულ გარტნერის სიმპოზიუმზე კლეიტონ კრისტიანსენმა ისაუბრა ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე.მან ხაზი გაუსვა ბიზნესსკოლების მცდარ ფუნდამენტურ შეხედულებებსა და ბიზნესკონსულტანტების მიერ ამ შეხედულებების გავრცელების უარყოფით ზეგავლენას როგორც ინოვაციებზე,ასევე ამერიკის ეკონომიკაზე.

კრისტიანსენმა ისაუბრა ტაივანში Dell-ის კუთვნილ კომპანია ASUSTek-ში განხორციელებულ სეკვესტრზე,რომელიც შეეხო კომპანიის წარმოების ყველა საფეხურს, დედაპლატის დამზადებით დაწყებული, კომპიუტერის აწყობითა და წარმოებაში გაშვების მენეჯმენტით დასრულებული. შედეგად დანახარჯებმა იკლო, ხოლო კომპანიის შემოსავალი გაიზარდა.საბოლოოდ Dell-ს შეუნარჩუნდა ბრენდის სახელი, ხოლო ASUSTek-ს ბაზარზე უკეთესი ხარისხის კომპიუტერების უფრო დაბალ ფასში გატანის შესაძლებლობა მიეცა. კრისტიანსენმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა კომპანიის მიერ გარე რესურსების მოზიდვის ზეგავლენაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ფოლადის გადამუშავება, მანქანათმშენებლობა და ნავთობის ინდუსტრიები. ეს კომპანიები სულ უფრო და უფრო ირგებენ მარკეტინგული სააგენტოებისა და ბრენდების სახელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია,რადგანაც ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს.ზემოთ აღნიშნული პროცესის გამო ამერიკის ეკონომიკის ზოგიერთი სეგმენტი მთლიანად განადგურდა.

ეკონომიკური სექტორის დაშლის პროცესის მთავარ დამნაშავეებად კრისტიანსენი ადამიანებს მიიჩნებს. მისი აზრით, მათი სარგებელზე ორიენტირებულობა პრობლემის მთავარი კატალიზატორია. ყოველივე ეს ბიზნესსკოლების ნაკლოვანებასთან ერთად აყალიბებს მცდარ შეხედულებას,როცა შემოსავალი გაიგივებულია პროცენტულობასთან. მაგალითად,ამერიკაში პროცენტული ზრდა მოგებად აღიქმება.

კრისტიანსენი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი გვაიძულებს ვიმოქმედოთ, პროცენტების მანიპულირებისთვის. მას მოჰყავს ორი მაგალითი: პირველი, არსებობს ცუდი მეთოდოლოგია, რომელიც მდგომარეობს ინვესტიციის სარგებლის შიდა დონის გამოთვლაში, რაც იწვევს სულ უფრო უმნიშვნელო მოგებაზე ორიენტირებას. ეს განპირობებულია იმით, რომ ფულის გრძელვადიანი მოგების დაბანდების შემთხვევაში, სარგებლის შიდა დონის ხასიათიდან გამომდინარე, ის, ვინც აღნიშნულ მონაცემს იყენებს, უფრო და უფრო ამცირებს კაპიტალის მოგების პერიოდს. მეორე მაგალითია "RONA" (წმინდა აქტივებზე სარგებლის ნორმა).აღნიშნული გვაიძულებს ვალდებულებების ნორმის შემცირებას, როგორც ეს მოხდა კომპანია Dell-ის შემთხვევაში, რადგან რაც უფრო ცოტაა აქტივები, მით უფრო მაღალია ‘RONA.'

კრისტიანსენის მიხედვით, ჩვენ მიერ შემოსავლიანობის პროცენტის მიხედვით განსაზღვრა, სხვადასხვა ინდუსტრიის შემოსავლიანობის შედარების საშუალებას გვაძლევს, რადგანაც იგი ქმნის საზომს, რომლის მისადაგებაც სხვადასხვა სექტორის კომპანიებზე ძალიან ადვილი პროცესია.
„მსგავსი მიდგომის დანერგვა ხდება ბიზნესსექტორში და ფართოდ გამოიყენება ‘უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მიერ, რომელთა აზროვნება საკმაოდ დეგრადირებულია. ისინი კვლავ ფიქრობენ, რომ სიტუაციას თვითონ აკონტროლებენ, თუმცა ეს რეალობას არ შეეფერება",- აცხადებს კრისტიანსენი.

ნახევრადგამტარი ტექნოლოგიების საკითხი

ნახევრადგამტარი ტექნოლოგიების ინდუსტრიას ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მაგალითად, ამერიკაში, აღნიშნულ სეგმენტში არ დარჩა კომპანია, რომელიც აწარმოებს საკუთარ პროდუქციას. გამონაკლისია კომპანია Intel. კომპანიების უდიდესი ნაწილი დარჩა საწარმოო სიმძლავრეების გარეშე, თუმცა ეს კომპანიები ამაყობენ იმით, რომ აქტივებზე მოგების პროცენტული მაჩვენებელი Intel-ზე უკეთესი აქვთ. მსგავსი კომპანიების უმეტესობა განლაგებულია ტაივანსა და ჩინეთში. კრისტიანსენის აზრით, ეს არ არის გამოწვეული იაფი მუშა ხელის ფაქტორით, პირიქით, ეს კომპანიები გამოირჩევიან რთული წარმოებით.(ხშირად ესეთი კომპანიების მშენებლობის ღირებულება 10 მილიარდ დოლარს აღწევს.)

კრისტიანსენი იხსენებს საუბარს, მასსა TSMC-ის მფლობელ მორის ჩანგს შორის. ამ უკანასკნელს მიაჩნია, შემოსავლების პროცენტულობაში ასახვის ამერიკული მოდელისაკმაოდ პრობლემურია, რადგან არც ერთი ბანკი არ დათანხმდება მსგავსი სახის დეპოზიტს. მორის ჩანგი იყენებს მოდელს,სადაც შემოსავლის საზომი ფულის რაოდენობაა. „თქვენ იყენებთ აქტივების სარგებელს მაშინ, როცა არის ფულის დეფიციტი, მაგრამ თუ ეს მარაგი არსებობს,იძულებული ხდებით შეამციროთ რაიმე მოგებიანი, - განაცხადა მორის ჩანგმა. კრისტიანსენი ეთანხმება გამოთქმულ მოსაზრებას და თვლის, რომ შემოსავლის შიდა ნორმის IRR-სა და ROA-ს (აქტივებზე შემოსავალი) გამოყენება ანგრევს ეკონომიკას და ძირს უთხრის ინოვაციას.


შესაძლებელია თუ არა გავამართლოთ IRR?

შეიძლება ითქვას,რომ ROA-სა და IRR-ის მთავარ ნაკლოვანებად მიჩნევა საკმაოდ მცდარი მიდგომაა, როცა მათი გამოყენების გზები უფრო სადავოა. როდესაც კომპანია გეგმავს მოგებას გარე რესურსების მოზიდვითა და უცხოეთში წარმოებით, ეს არ გულისხმობს ცოდნის საფასურს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამუდამოდ იკარგება. აგრეთვე იკარგება სამომავლოდ სიახლეების დანერგვის ღირებულებაც, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკული ცოდნის მნიშველოვანი ნაწილი იქნა დაკარგული. გარდა ამისა, არ გულისხმობს პოტენციურ რისკს, რომ ახლანდელი ბიზნესი შეიძლება განადგურებული იქნას კონურენტების მიერ, რომლებიც შეძლებენ პროდუქციის ნაკლებ ფასში წარმოებას. ბოლოს ისინი კარგავენ მოგების შესაძლებლობას შესაძლო ინოვაციებიდან.

IRR-ის გამოთვლის მეთოდი,რომელიც ეფუძნება ხარჯისა და მოგების ვიწრო გაგებას, ეფუძნება ვარაუდს, რომ კომპანიების ბიზნესი უსასრულოდ გაგრძელდება. მსგავსი მიდგომის ნაკლი იმაში მდგომარებს, რომ ის ვერ უზრუნველყოფს მიმდინარე მოქმედებების ხარჯებისა და მოგების შეფასებას, რაც მომავალში გამოიწვევს სარგებლის მიღების შეფერხებას. IRR-ის გამოყენება ხარჯებისა და მოგების თვალსაზრისით სამომავლოდ შეუჩერებელ ეკონომიკურ კატაკლიზმებს გამოიწვევს.

გზა მუდმივი ინოვაციებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისკენ

ცხადია, IRR-სა და ROA-ს გამოყენება შესაძლოა გაუმჯობესდეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი მორგებულნი არიან არსებულ სტატიკურ გარემოზე, მაშინ როცა ახალი გარემო ხასიათდება მაღალი დინამიკურობით. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიზნესებმა შეიძლება შეწყვიტონ არსებობა, ხოლო გადარჩენისთვის ახლებურად აზროვნებაა საჭირო.

ახალი გარემო გამოირჩევა სპეციფიკით, რომლის მიხედვით, ვაჭრობა მომხმარებელზეა უფროა ორიენტირებული, ვიდრე შემოსავალზე. უფრო კონკრეტულად იგი ითვალისწინებს მომხმარებლის დამატებითი ღირებულებით მომარაგებას და მათ დროულ მიწოდებას. ეპოქალური ცვლილების შემდეგ, როცა ბაზარზე ძალაუფლებამ მიმწოდებლიდან მომხმარებელზე გადაინაცვლა, ეს უკანასკნელი სიტუაციის განმკარგავი გახდა. დღესდღეობით ჩვენ ვცხოვრობთ „მომხმარებლის კაპიტალიზმის„ ეპოქაში. სწორედ ამიტომ შემოსავლის მიღება და კორპორაციების გადარჩენა დამოკიდებელი ხდება არა მარტო პროდუქციის მიწოდებაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მუშაობის ცოდნის გამუდმებული ინოვაცია და ახალი მოთხოვნების შესწავლა, ასევე მათი დროული დაკმაყოფილება.

საჭიროა მოხდეს ტოტალური ფოკუსირება დამატებითი ღირებულების მომხმარებლისთვის მიწოდებაზე, რაც ფირმების ელასტიკურობის გარანტიაა. რანჯეი გულატი საკუთარ წიგნში „რეორგანიზება მეტი ელასტიკურობისთვის" ჰყვება: „კომპანიების მთავარი მიზანია,გახდნენ კლიენტის მოსამსახურეები და არსებული პერსპექტივა „თქვენ ირჩევთ იმას, რასაც ჩვენ ვქმნით„ იცვლება ახლით: „ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, რა სურს მომხმარებელს და დავეხმაროთ პრობლემების დაძლევაში". ასე რომ, მთავარი საზრუნავი მომხმარებლის დაკმაყოფილებაა".

NPS არის „მომხარებლის კმაყოფილების საზომი",რომელიც უკეთესია, ვიდრე ღირებულებაზე ორიენტირებული IRR და RONA და რომლის მიზანიც კომპანიის საქმიანობის შედეგად მომხმარებლის კმაყოფილების შეფასებაა.ფირმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მომავალი სტრატეგიული ინვესტიციების შეფასება, ანუ როგორ მოახერხებენ საკუთარი მოცულობის ზრდას მომავალში მომხარებლის დასაკმაყოფილებლად.

ახლანდელი მენეჯერებისთვის, რომლებიც იზიარებენ ტრადიციული ბიზნესსკოლების შეხედულებებს, მოსაზრება, რომ მოგებაზე ორიენტირებბა პრობლემა უფროა, ვიდრე გამოსავალი ეკონომიკური სირთულეებიდან, გარკვეულწილად შოკის მომგვრელია. იგივე შეიძლება ითქვას ბიზნესსკოლების პროფესორებზე, რომლებმაც მთელი ცხოვრება შეალიეს იმის სწავლებას, რომ მოგებაზე ფოკუსირება საჭიროა და რომ IRR და RONA ამის სწორი საზომი საშუალებებია.

თუმცა აქსიომაა, რომ ყველა ინოვაცია დასაწყისში უარყოფილია, შემდეგ იგი ხდება დაცინვის საგანი. საბოლოოდ კი, როცა ის ჭეშმარიტებად იქცევა,არავის ახსოვს,რას ფიქრობდნენ მანამდე.

 

 

წინა სტატია

სინგაპურიდან დანახული ევროზონის კრიზისი
21 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

სამომავლო გზა: Gartner-ის პროგნოზი 2012 და მომდევნო წლებისათვის
21 დეკემბერი, 2011
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა