ზურაბ ჯაფარიძე ფორბსის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე

ფორბსის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე, რომელიც ბუქარესტში მიმდინარეობს, დღეს, 23 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის წევრი, ზურაბ ჯაფარიძე. მისი გამოსვლის თემა იყო "ეკონომიკური განვითარების მიზნით მთავრობების მიერ გამოყენებული მეთოდები - საქართველოს მაგალითი".

ზურაბ ჯაფარიძემ მოკლედ მიმოიხილა ის რეფორმები, რომლებმაც განაპირობა ეკონომიკის ზრდა 2004-2012 წლებში, ისაუბრა ეკონომიკური ზრდის ხელის შემშლელ ფაქტორებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ პერიოდში (სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ემბარგო რუსეთის ფედერაციის მხრიდან, 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესია, 2007 წლის მეორე ნახევარში დაწყებული მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი), აგრეთვე, გააკრიტიკა ბოლო ორ წელიწადში გატარებული, საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე ნეგატიური გავლენის მქონე ცვლილებები, როგორიცაა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის ფაქტობრივი აკრძალვა და სავიზო რეჟიმის შემოღება საქართველოზე მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ს და ევროკავშირის მოქალაქეების ჩათვლით.

რუმინული ფორბსის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება Forbes Georgia-ის მთავარი რედაქტორიც, გუგა სულხანიშვილი.

წინა სტატია

“მისტერ ჩაის” თავგადასავალი
23 სექტემბერი, 2014

შემდეგი სტატია

მაიკლ ვულფი. კონცეპტუალისტი დიზაინერი
24 სექტემბერი, 2014
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია
რეიტინგი | ოქტ, 04, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა