არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მაჩვენებელი 81%-მდე შემცირდა

საქართველოში არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მაჩვენებელი 81%-მდე შემცირდა. მსოფლიოში არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის მაჩვენებელს „გლობალური პროგრამული ალიანსი (The Software Alliance )  ითვლის და კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში არალიცენზიებულ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების დონე 84% იყო, ბოლო ორ წელში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით შემცირდა. 

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საქართველოშია და ამ რეგიონში ქვეყანას მხოლოდ სომხეთი (85%), ბელარუსი (82%) და მოლდოვა (83%) უსწრებს.

საშუალოდ კი რეგიონში არალიზენზირებული პროგრამების გამოყენების მაჩვენებელი 57%-ია. 

2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში მსოფლიოში არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა და 37% შეამდგინა. 

არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის კომერციული ღირებულება მსოფლიოში 8%-ით შემცირდა და 46 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

საქართველოში არალიცინეზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების კომერციული ღირებულება, კვლევის მიხედვით, 22 მილიონ დოლარადაა შეფასებული, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 25 მილიონი დოლარი იყო. 

კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებს პირატული პროგრამების გამოყენება წელიწადში $359 მილიარდი უჯდებათ, რაც უმეტესად ჰაკერულ თავდასხმებს უკავშირდება. 

ყველაზე ხშირად ლიცენზირებულ პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში იყენებენ, - 85%-ის შემთხვევაში ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფა ლიცენზირებულია.

წინა სტატია

Почему Грузия не может создать столько же рабочих мест, сколько создается во всем мире?
04 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოები საზღვარგარეთ
05 ივნისი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა