სად ჰყავთ ყველაზე მეტი ავტომობილი

სად ჰყავთ ყველაზე მეტი ავტომობილი

თბილისში ერთი შინამეურნეობის მფლობელობაში საშუალოდ 0.51 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. ADB-ის კვლევით, 2011 წელთან შედარებით ავტომანქანის მფლობელობა იზრდება, იმ დროს ერთ გამოკითხულ შინამეურნეობის მფლობელობაში საშუალოდ 0.40 (+30%) ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო. მიუხედავად ამისა გამოკითხული შინამეურნეობების მხოლოდ 7.5% ყავს ორი ან მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება. 

თბილისში შინამეურნეობებზე ავტომობილების რაოდენობა უბნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 

  • საბურთალო – ერთ შინამეურნეობაზე საშუალოდ 0.72 ავტომობილი
  • ვაკე – 0.70
  • ჩუღურეთი – 0.60
  • მთაწმინდა – 0.56
  • გლდანი – 0.49
  • დიდუბე – 0.45
  • სამგორი – 0.43
  • ისანი – 0.42
  • კრწანისი –  0.39
  • ნაძალადევი – 0.38 

საქართველოს მაჩვენებელი რომ შევადაროთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს და ქალაქებს, შემდეგ სურათს მივიღებთ: 

  • აშშ – ერთ შინამეურნეობაზე საშუალოდ 1.86 ავტომობილი
  • სარაევო – 0.58
  • ტალინი – 0.54
  • პარიზი – 0.52
  • თბილისი – 0.51 

იმ უბნებში, სადაც მოსახლეობის ყველაზე მეტი წილი ფლობს ორ ავტომობილს ვაკე და საბურთალო ლიდერობს. ხოლო იმ უბნებს შორის, სადაც ყველაზე ნაკლები ადამიანი ფლობს ავტომობილს – ნაძალადევი და კრწანისი. 

ავტომობილის მფლობელობა პირდაპირ კორელაციაშია შინამეურნეობის შემოსავალთან: შინამეურნეობებს, რომლთა ყოველთვიური შემოსავალი 300 ლარზე ნაკლება, საშუალოდ 0.2 ავტოსატრანსპორტო საშუალება ჰყავთ, იმ დროს როდესაც ყოველთვიურად 2500 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებს საშუალოდ 1.2 ავტოსატრანსპორტო საშუალება ჰყავთ. 

ყოველთვიურად 300 ლარის შემოსავლის მქონე შინამეურნეობებიდან მხოლოდ 15% ჰყავს სულ მცირე ერთი ავტომანქანა. 

ავსატრანსპორტო საშუალების საშუალო ასაკი 13 წელია. თბილისში, კერძო მანქანების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს ახალი მაქნანები. 

მსოფლიოს სხვა ქალაქებში ავტომობილების საშუალო ასაკი შემდეგია:  პარიზი – 9 წელი;  ტალინი – 12 წელი; სარაევო – 12 წელი. 

თბილისში დაახლოებით 357, 000 პირს აქვს მართვის მოწმობა, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 32% წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *