საქართველოს ბანკი EuroDIG 2018-ის პარტნიორია

საქართველოს ბანკის  პარტნიორობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში პირველად „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე - EuroDIG 2018“-ის ფორუმი გაიმართა. 

EuroDIG-იწარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი. ფორუმის მეშვეობით ინტერნეტსაზოგადოების წარმომადგენლებმა, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა  მიიღეს მათთვის საჭირო და დეტალური ინფორმაცია ევროპაში ამ მიმართულებით არსებული სიახლეების და ტრენდების შესახებ.

EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტსაზოგადოებისთვის. ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობდნენ  როგორც სამთავრობო ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.ჯამში ფორუმში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა დელეგატმა, მათ შორის აღსანიშნავია  ევროკომისარი ციფრული პოლიტიკის მიმართულებით - მარია გაბრიელა.  

წინა სტატია

სად ჰყავთ ყველაზე მეტი ავტომობილი
07 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

რომელი ქვეყნის ეკონომიკები გაიზრდება 2018 წელს ყველაზე სწრაფად
07 ივნისი, 2018
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა