პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 33 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 273 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 33%-ით (137 მლნ დოლარით) ნაკლებია 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებზე.

2018 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (83 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (51 მლნ დოლარი) და ჩინეთი (42 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად ლუქსემბურგიდან და ჩინეთდან გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად თურქეთიდან შემცირდა - 152 მილიარდი დოლარით.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (111 მლნ), მშენებლობაში (69 მლნ) და დამამუშავებელ მრეწველობაში (42 მლნ). სექტორების მიხედვით ინვესტიციები ყველაზე მეტად ტრანსპორტში და კავშირგაბმულობაში შემცირდა - 157 მლნ დოლარით. 101 მლნ დოლარით შემცირდა ინვესტიციები უძრავი ქონების სექტორში.

ფრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი

 

2014

2015

2016

I კვ. 2017

2017

I კვ. 2018

საფინანსო სექტორი

126.6

190.0

153.9

78.1

304.3

110.6

მშენებლობა

324.6

143.6

137.7

54.4

294.6

69.1

დამამუშავებელი მრეწველობა

211.6

98.4

128.8

6.4

74.7

40.2

სამთომოპოვებითი მრეწველობა

45.3

88.0

50.0

11.3

54.0

22.3

სასტუმროები და რესტორნები

132.8

141.4

56.9

16.1

90.0

21.9

ენერგეტიკა

190.0

123.7

117.1

6.6

188.6

8.7

ჯანმრთელობის დაცვა

-8.7

140.3

28.6

-1.1

3.3

8.4

სოფლის მეურნეობა

12.3

18.6

8.3

1.2

3.6

-0.7

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

433.7

587.5

677.5

141.0

527.1

-16.1

უძრავი ქონება

149.6

90.1

95.2

82.0

159.8

-18.8

დანარჩენი სექტორები

200.0

30.9

148.8

20.4

162.0

33.7

სულ

1,618

1,622

1,454

396

1,700

246

წყარო: საქსტატი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქსტატი

წინა სტატია

სექტორული ალიანსი
11 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები
11 ივნისი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა