მაისში საქართველოს ექსპორტი 50 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მაისში 2017 წლის მაისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 50%-ით (108 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 25%-ით (161 მლნ დოლარით) გაიზარდა.

2018 წლის მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 323 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 803 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 479 მლნ დოლარი იყო, რაც 2017 წლის მაისის უარყოფით ბალანსზე 53 მლნ დოლარით მეტია.

ხუთი თვის ჯამში, 2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით, ხოლო იმპორტი 23%-ით გაიზარდა. სავაჭრო დეფიციტი კი 20%-ით (387 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

მაისის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივნისს გამოქვეყნდება.

ჩვენ გირჩევთ

რომელ ქვეყნებში აქვთ ყველაზე მეტი სესხი უცხოურ ვალუტაში

საკვები, ჯანდაცვა, განათლება - რაში ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ თანხას

რომელ ქვეყნებში აქვთ ყველაზე მეტი სესხი უცხოურ ვალუტაში

რომელ ქვეყნებში აქვთ ყველაზე მეტი სესხი უცხოურ ვალუტაში

ექსპორტი იმპორტი საგარეო ვაჭრობა სავაჭრო ბალანსი

წინა სტატია

Countries where people have most loans in foreign currency
12 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

მაისში სახელმწიფო ვალი 63 მილიონი ლარით შემცირდა
13 ივნისი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა