მაისში სახელმწიფო ვალი 63 მილიონი ლარით შემცირდა

მაისში სახელმწიფო ვალი 63 მილიონი ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის მაისში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 63 მლნ ლარით შემცირდა და 16.5 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 75 მლნ დოლარით შემცირდა, ლარში გამოსახული კი 133 მლნ ლარით. მაისში საშინაო სახელმწიფო ვალი 70 მლნ ლარით გაიზარდა.

31 მაისის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 12.8 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.7 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 71% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.6 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 702 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 537 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 43%-ია. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 45%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *