გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა. მან განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა და განაცხადა, რომ მასსა და გუნდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. 

"საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეებში იყო რიგი საკითხები, რომელშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის ის მომენტი როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

მანვე იმ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობამ მისი პრემიერობის დროს გაატარა.

"მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გათვლილია არა მყისიერ, არამედ გრძელვადიან პოლიტიკაზე. მე ასეთი პოლიტიკა ავირჩიეს. ყველას კარგად ახსოვს, ის კრიზისები, რომელიც ჩვენ რეგიონში მოხდა. სწორედ ამ პერიოდში მოგვიწია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ შეგნებულად რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში მოეცა ეკონომიკური ზრდა, თუმცა სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის ყველა ფენაზე. ეს გადაწყვეტილებებია: მცურავი კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ცვლილება, ეს იყო ჭარბვალიანობის და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ რაც ფისკალური სტაბილურობა იქნა მიღწეული. ჩვენ ეს მას შემდეგ გავაკეთეთ რაც საბიუჯეტო დეფიციტი ჩამოვიყვანეთ, ამან მოგვიტანა ეკონომიკური დინამიკა. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილება რომ მაგალითად კურსი დაგვეფიქსირებინა, თუმცა ვერ მივიღებდით იმ დინამიკას რაც დღეს გვაქვს. ეს იყო შეგნებული, მაგრამ მტკივნეული გადაწყვეტილებები”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჩვენ გირჩევთ

მაისში სახელმწიფო ვალი 63 მილიონი ლარით შემცირდა

პრემიერის გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია

მაისში სახელმწიფო ვალი 63 მილიონი ლარით შემცირდა

მაისში სახელმწიფო ვალი 63 მილიონი ლარით შემცირდა

წინა სტატია

En çok millet, paralarını ne için harcanıyor: yemek, sağlık yoksa eğitim için
12 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

პრემიერის გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია
13 ივნისი, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა