მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე რომელი ქვეყნის ნაკრები ღირს ყველაზე ძვირი?

დღეს, რუსეთში ფეხბურთის 21-ე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. ჩემპიონატში 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ცნობილი ბრიტანული პორტალი Transfermarkt ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებების საბაზრო ღირებულებას აქვეყნებს. ნაკრებების ღირებულება მათში შემავალი 23 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებების დაჯამებით არის მიღებული.

ყველაზე "ძვირიანი" ნაკრები საფრანგეთს ეყოლება, გამოძახებული 23 ფეხბურთელის ჯამური სატრანსფერო ღირებულება 972 მლნ გირვანქა სტერლინგია. საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები მბაპე (108 მლნ), გრიზმანი (90 მლნ) და პოგბა (81 მლნ) არიან. ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება 42.3 მლნ გირვანქა სტერლინგია.

მეორე ადგილზე ესპანეთს ნაკრებია 931 მლნ გირვანქა სტერლინგით. ესპანეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები სერხიო ბუსკეტსი (72 მლნ), ისკო (68 მლნ) და მარკო ასენსიო (68 მლნ) არიან. ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება 40.5 მლნ გირვანქა სტერლინგია.

მესამე ადგილზე ბრაზილიის ნაკრებია 883 მლნ გირვანქა სტერლინგით. ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები ნეიმარი (162 მლნ), კოუტინიო (90 მლნ) და მარკო ფირმინო (72 მლნ) არიან. ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება 38.4 მლნ გირვანქა სტერლინგია.

მეოთხე ადგილზე გერმანიაა, ხოლო მეხუთეზე ინგლისი. გერმანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ტონი კროოსია (72 მლნ), ხოლო ინგლისის ჰარი კეინი (135 მლნ).

ძვირადღირებული გუნდების ტოპ 10-ს ხორვატია ასრულებს. 32 ნაკრებიდან კი ყველაზე „იაფი“  პანამა ღირს - 7.6 მლნ გირვანქა სტერლინგი.

მსოფლიო ჩემოიონატში მონაწილე ყველაზე "ძვირი" 10 გუნდი:

ჩვენ გირჩევთ

რომელ ქვეყნებში აქვთ ყველაზე მეტი სესხი უცხოურ ვალუტაში

მაისში საქართველოს ექსპორტი 50 პროცენტით გაიზარდა

რომელ ქვეყნებში აქვთ ყველაზე მეტი სესხი უცხოურ ვალუტაში

რომელ ქვეყნებში აქვთ ყველაზე მეტი სესხი უცხოურ ვალუტაში

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთი ფეხბურთი

წინა სტატია

პრემიერის გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია
13 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

Resignation of the Prime Minister results in resignation of the Government
13 ივნისი, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა