"სიცოცხლის ხე" შშმ ბავშვებისთვის ღონისძიებას გამართავს

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის ორგანიზებით,  16 ივნისს, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, ინკლუზიური ხასიათის საბავშვო ღონისძიება მოეწყობა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

სპეციალურად ღონისძიების დღისთვის, ბავშვებისთვის შემუშავდა სპეციალური  საკონცერტო და გასართობი პროგრამა, თითების თეატრის წარმოდგენა. ბავშვები შეხვდებიან მათთვის საყვარელ მულტფილმების და ზღაპრების გმირებს, ილუზიონისტს. სათამაშო კუთხეში წარმოდგენილი იქნება გრანდიოზული საპნის ბუშტები, საინტერესო თამაშები და აქტივობები. 

საქართველოს ბანკის ფონდი "სიცოცხლის ხე" წლებია ზრუნავს შშმ ბავშვებზე და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში. წელსაც ბანკმა გადაწყვიტა, ბავშვებს კიდევ ერთი მხიარული, ფერადი და ხალისიანი დღე აჩუქოს.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან  ბანკის მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტების, დღის ცენტრების, სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარები და  საქართველოს ბანკის თანამშრომლების შვილები. 

საქართველოს ბანკის ფონდი წლებია ზრუნავს შშმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიის ხელშეწყობაზე, 2014 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით მთელს საქართველოში 50- ზე მეტი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: შშმ ბავშვებისთვის ეტლების გადაცემა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სენსორული ოთახების მოწყობა, ადაპტირებული სახელმძღვანელოების გამოცემა, აუტისტური კლასის მოდელის შექმნა, სასწავლო დაწესებულებების ადაპტირება, ადაპტირებული სათამაშო მოედნის მოწყობა, პარაორკესტრის შექმნა.

ჩვენ გირჩევთ

როცა სახლი გაქვს

აღმოაჩინე ფეხბურთი თავიდან

როცა სახლი გაქვს

როცა სახლი გაქვს "დრიმლენდში"

საქართველოს ბანკი სიცოცხლის ხე შშმ ბავშვები

წინა სტატია

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები
15 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

ყველაზე მაღალი ხელფასი კვლავ საფინანსო სექტორშია
15 ივნისი, 2018
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო
ახალი ამბები ქართულად | მარ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა