სამომავლო გზა: Gartner-ის პროგნოზი 2012 და მომდევნო წლებისათვის

სულ ცოტა ხნის წინ Gartner-მა გამოაქვეყნა IT -სექტორის განვითარების ტენდენციების პროგნოზი 2012 და მომდევნო წლებისათვის. თუ მათი ყველა წინასწარმეტყველება ახდება, მაშინ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამ სფეროს მომავალი სახე დღევანდლისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. უპირველეს ყოვლისა, IT- სფეროს ბაზარზე შავი ღრუბლების მოზღვავება შეიმჩნევა. Gartner ასევე მოელის, რომ სოციალური ქსელების დღევანდელი ბუმი 2013 წლისათვის საპნის ბუშტივით გასკდება და ოფშორული წარმოება დაიბრუნებს თავის ადგილს (ყოველ შემთხვევაში, საწყის პოზიციებს მიუახლოვდება).

ქვემოთ მოცემულია Gartner-ის პროგნოზი განვითარების ძირითად ტენდენციებთან დაკავშირებით:

• 2015 წლისათვის იაფი „ღრუბელი"-სერვისები აუტსორსინგის მთავარ მოთამაშეთა შემოსავლების დაახლოებით 15%-ს მიითვისებს.

„IT-ის ბაზარი, რომლის სავარაუდო ღირებულება $1 ტრილიონს შეადგენს, რღვევას იწყებს და მოსალოდნელი რყევები დაახლოებით ისეთივე შედეგებს გამოიწვევს, როგორიც იაფმა ავიაკომპანიებმა მოუტანა სატრანსპორტო ინდუსტრიას".

• 2013 წელს გასკდება სამომხმარებლო სოციალური ქსელების სფეროს საინვესტიციო „საპნის ბუშტი",კორპორაციული სოციალური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებისათვის კი იგივე შედეგი 2014 წელს დადგება.

„სამომხმარებლო სოციალური ქსელების მიმწოდებლებს, მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით, ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ გაჩაღებული, მსგავსი აგრესია უცხოა თვით ტექნოლოგიების ბაზრისთვისაც კი. მართალია, კერძო კომპანიების მიერ აქციების საჯარო გაყიდვაზე გამოტანა მნიშვნელოვან აქტივობას გამოიწვევს, მაგრამ უფრო მცირე, დამოუკიდებელი გამყიდველების ღირებულება მაშინვე შემცირდება, როგორც კი ცხადი გახდება, რომ კომპანიების სწრაფი ზრდისა და ბაზრის დიფერენციაციის შესაძლებლობები სუსტდება.

• 2016 წლისათვის კორპორაციული ელექტრონული ფოსტის მომხარებელთა, სულ მცირე, 50 % ელექტროფოსტაზე წვდომისათვის სამაგიდო კომპიუტერების საფოსტო კლიენტის ნაცვლად ძირითადად ბროუზერის, პლანშეტის ან მობილური მოწყობილობის საფოსტო კლიენტს გამოიყენებს.

„მობილური აპარატების მზარდი პოპულარობა და კორპორაციული მიზნებისათვის ბროუზერის გამოყენების კომფორტულობა წინასწარ განსაზღვრავს ელექტრონული ფოსტის კლიენტისა და ელექტრონულ ფოსტაზე წვდომის მექანიზმების მრავალფეროვან არჩევანს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მომხდარი ცვლილებების ტემპი საოცრად გაიზრდება".

• სმარტფონებისა და პლანშეტებისათვის განკუთვნილი მობილური პროგრამების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები 2015 წლისათვის ბევრად გადააჭარბებს პერსონალური კომპიუტერისათვის შექმნილი მსგავსი პროგრამების განვითარების პროექტებს, შეფარდებით - დაახლოებით 4/1 შეფარდებით.

„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მოწყობილობათა ადაპტაციის მაჩვენებლის ზრდის 90% დაკავშირებული იქნება სმარტფონებსა და პლანშეტებთან იქნება დაკავშირებული. ყველა კლასის მობილური ტელეფონის პროგრამული პლატფორმის მუდმივად მზარდი და გაუმჯობესებული შესაძლებლობები მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს ინოვაციებს, კერძოდ, მობილური აპარატების შესაძლებლობათა ინტეგრირებას ადგილმდებარეობასთან, მომხმარებელსა და სოციალურ ინფორმაცისთან, რაც მობილური მოწყობილობების პრაქტიკულობას ზრდის".

• 2016 წლისათვის საწარმოთა 40 % ნებისმიერი სახის ე.წ. „ღრუბელი"-სერვერის გამოყენების აუცილებელ წინაპირობად მისი უსაფრთხოების დამოუკიდებელ ტესტირებას აქცევს.

საწარმოები აფასებენ პოტენციურ სარგებელს, რომელიც მოაქვს „ღრუბელ" -სერვისს მენეჯმენტის გამარტივების, მასშტაბის ეკონომიისა და სამუშაო ძალის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, თუმცა ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ფრთხილად და გულდასმით შეამოწმონ, რამდენად შეუძლია ამ სერვერებს საფრთხეებსა და კიბერ-შემოტევებთან გამკლავება.

• 2016 წლის დასასრულს Global 1000-ის კომპანიათა 50%-ზე მეტს საკუთარ მომხმარებლებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მონაცემები შენახული ექნება ღია „ღრუბელ"-სერვერებზე.

„გლობალურ ეკონომიკაში არსებული ფინანსური წნეხის გამო კომპანიები იძულებული ხდებიან შეამცირონ საოპერაციო ხარჯები და მოახდინონ მათი ეფექტიანობის ოპტიმიზაცია. დადგენილია, რომ აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ კომპანიათა 20%-ზე მეტმა უკვე დაიწყო საკუთარ მომხმარებლებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მონაცემების სელექციურად შენახვა ჰიბრიდული არქიტექტურით, რაც გულისხმობს მონაცემთა შენახვა-დამუშავების საკუთარი საშუალებებისა და კერძო და/ან ღია „ღრუბელი" სერვერების კომბინირებას".

• 2015 წლისათვის ორგანიზაციათა უმრავლესობის მიერ კორპორაციულ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე გაწეული დანახარჯების 35%-ის მართვა განხორციელდება IT-დეპარტამენტების ფარგლებს გარეთ.

„მომავალი თაობის ციფრული საწარმოების მთავარი წარმმართველი ძალა ახალი თაობის ბიზნესმენეჯერები და ცალკეული თანამშრომლები არიან, რომლებიც არ საჭიროებენ IT-დეპარტამენტის მხრიდან მათთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების კონტექსტუალიზაციას".

• შეერთებულ შტატებში მოხმარებული აზიური წარმოშობის მზა ნაწარმისა და დეტალების 20%-ის წარმოება 2014 წელს ამერიკის კონტინენტზე გადავა.

პოლიტიკური, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და მიწოდების ჯაჭვის რისკები შეერთებული შტატების კომპიუტერული ბაზრის ბევრ კომპანიას აიძულებს მიწოდების წყაროები აზიიდან ამერიკის კონტინენტზე გადაიტანოს, მათ შორის - ლათინურ ამერიკაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში. პროდუქციის უმეტესი ნაწილი ამგვარი „გადასახლების" კანდიდატია გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე გვაქვს უნიკალურ საწარმოო პროცესთან ან პროდუქტის ინტელექტუალურ საკუთრებასთან. ნავთობზე ფასების გლობალური მატება, ბევრ ოფშორულ ბაზარზე ხელფასების ზრდა და ოფშორულ აუტსორსინგთან დაკავშირებული ფარული ხარჯები ამცირებს იმ დანახარჯების ეკონომიის ეფექტს, რომლებიც არ არის დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვის ისეთ კრიტიკულ ფაქტორებთან, როგორიცაა: ინვენტარის შენახვის ხარჯები, წარმოების დრო, მოთხოვნის ცვალებადობა და პროდუქციის ხარისხი.

• კიბერ-კრიმინალის შედეგად გამოწვეული ფინანსური ზარალი 2016 წლიდან ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა მიმართულებებით გამოვლენილი ახალი სუსტი მხარეების გამო.

„მას შემდეგ, რაც IT-ტექნოლოგიების მიწოდების მეთოდები დააკმაყოფილებს „ღრუბელ"-სერვერებისა და პერსონალური მოწყობილობების მოთხოვნებს, გამოვლინდება პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სუსტი მხარეები და ფინანსურად მოტივირებული კიბერ-კრიმინალები შეიმუშავებენ კიბერ-შეტევების ინოვაციურ გზებსა და მეთოდებს. ახალი სუსტი მხარეებისა და ზუსტი წერტილოვანი დარტყმების შესაძლებლობის კომბინაცია გამოიწვევს მზარდ ნეგატიურ ფინანსურ გავლენას.

• 2015 წლისათვის „ღრუბელ" სერვისების 80%-ში ასხული იქნება მთლიანი ენერგეტიკული ფასნამატი.

„ღრუბლის" ოპერატორებს შუძლიათ მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ საგადასახადო სუბსიდიები არ წარმოადგენს გრძელვადიან პასუხს საოპერაციო ხარჯებისადმი და ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში ჯერ კიდევ ძალიან ძვირად ღირებულია. „ღრუბლის" მონაცემთა ცენტრების ზოგიერთი ოპერატორი უკვე ასახავს ენერგიის ფასნამატს მათი მომსახურების სხვადასხვა პაკეტის ფასებში. Gartner-ის ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ტენდენცია სამომავლოდ უფრო გაძლიერდება და მას ოპერატორების უმრავლოსობა გამოიყენებს - რაც ძირითადად გამოწვეული იქნება კონკურენტული წნეხითა და სხვათა მაგალითის გადმოღებით".

• 2015 წლისათვის Fortune 500-ის ორგანიზაციათა 85%-ზე მეტი ვერ მოახერხებს Big Data-ს ეფექტიანად გამოყენებას კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.

„გონიერი მოწყობილობების განვითარების ტენდენციები და ინტერნეტწვდომის გაუმჯობესებული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ზრდის ხელმისაწვდომი მონაცემების მოცულობას, მაგრამამავდროულად ამ მონაცემების კომპლექსურობის, მრავალფეროვნებისა და მათი მიწოდების სისწრაფის ერთობლიობით პრობლემა ბევრად რთულდება და სცდება მონაცემთა მოცულობის ჩარჩოებს. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი საკმარისი არ არის, აუცილებელია მათი მიწოდება დროულად მოხდეს, რათა ამ მონაცემებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ორგანიზაციის ნაყოფიერებაზე, მოგებიანობასა და ეფექტიანობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციათა უმრავლესობა მოუმზადებელია იმ ტექნიკური და მმართველობითი სირთულეების დასაძლევად, რომლებიც აუცილებელია მსოფლიოს ერთიანი მონაცემების (Big Data) დამუშავებისა და შენახვის პროცესისათვის. შედეგად, მათი მხოლოდ მცირე ნაწილი შეძლებს აღნიშნული ტენდენციის ეფექტიანად გამოყენებას კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.

 

წინა სტატია

სარგებელზე ორიენტირებული ბიზნესის უარყოფითი გავლენა ინოვაციებსა და ამერიკის ეკონომიკაზე
24 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

იტალიის უახლესი მდიდრული კურორტი 2012 წლისათვის ტოსკანას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს
27 დეკემბერი, 2011
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა