სამინისტროების რაოდენობა 11-მდე შემცირდება

სამინისტროების რაოდენობა 11-მდე შემცირდება

სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, – ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ცვლილება ჯამში 6 სამინისტროს შეეხება, თუმცა კონკრეტული უწყებები ბახტაძეს არ დაუსახელებია. 

ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნებიან ახალი სახეები. 

ამასთან, პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს მოუწოდებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ დროში მოხდეს პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დასრულება. 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წლის ბოლოსთვის მთავრობის მოცულობა მშპ-ს 4.2%-მდე შემცირდება. 

“მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. ეს არის კონცეფცია თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებით, მშპ-ში”, – განმარტა მამუკა ბახტაძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *