რამდენს იღებენ კლუბები მსოფლიოს ჩემპიონატიდან?

მსოფლიოს ჩემპიონატი “ფიფას” ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. უკანასკნელი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რუსეთში მიმდინარე მუნდიალისგან, ფიფა დაახლოებით $3,9 მილიარდის შემოსავალს მიიღებს. აქედან, ყველაზე დიდი ფულადი ულუფა, მედიისა და მარკეტინგის ნაწილიდან აკუმულირდება. 

თუმცა, გარდა ფეხბურთის მთავარი აღმასრულებელი ორგანოსა, ფულად შემოსავალს სხვადასხვა მხარეებიც ინაწილებენ, მათ შორის საფეხბურთო კლუბებიც. გაინტერსებთ, რა შუაშია სანაკრებო ასპარეზთან კლუბი და როგორ იღებს შემოსავალს? სქემა შემდეგნაირად გამოიყურება. 

“ფიფა”  საფეხბურთო კლუბებს დღიურად  $8,530 ათასს უხდის ყველა იმ  ფეხბურთელზე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობს. გადახდის გრაფიკი, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ირთვება და იქამდე მოქმედებს, სანამ რომელიმე ქვეყანა ჩემპიონატს არ გამოეთიშება. გამოდის, რომ კლუბები საკუთარი ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვებით, საკმაოდ მსუყე ფინანსურ სარგებელს ნახულობენ. 

თუკი, მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე გასამართ თამაშებს ჩავთვლით, ანუ გარანტირებულ თანხას, რასაც გუნდები აუცილებლად მიიღებენ, მაშინ 10 ყველაზე შემოსავლიანი კლუბის ჩამონათვალი შემდეგნაირად გადანაწილდება: 

1) მადრიდის რეალი - $3,963,600

2) მანჩესტერ სიტი - $3,781,500

3) ჩელსი - $3,522,800

4) ბარსელონა - $3,192,900

5) პარის სენ-ჟერმენი- $3,167,300

6)ტოტენჰემი - $3,107,700

7) მანჩესტერი - $2,732,400

8) მონაკო - $2,661,200

9) მიუნხენის ბაიერნი - $2,536,400

10) ლონდონის არსენალი - $2,280,400

წინა სტატია

წლის დასაწყისიდან საქართველოში 18 ახალი სასტუმრო გაიხსნა
19 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

“Government size” in the economy of Georgia and other countries of the world
19 ივნისი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა