სად არის ყველაზე ძვირი და იაფი საწვავი

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ისლანდიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაშია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემბით, ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ისლანდიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,83 ევროს (დაახლოებით 5,22 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), დიზელის საწვავი - 1,76 ევროს (დაახლოებით 5,02 ლარი); ნიდერლანდებში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,78 ევროს (დაახლოებით 5,08 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,84 ევროს (დაახლოებით 5,25 ლარი), დიზელის საწვავი - 1,47 ევროს (დაახლოებით 4,20 ლარი); ნორვეგიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,74 ევროს (დაახლოებით 4,97 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,84 ევროს (დაახლოებით 5,25 ლარი), დიზელის საწვავი - 1,64 ევროს (დაახლოებით 4,68 ლარი). 

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 0,63 ევრო (დაახლოებით 1,80 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 0,71 ევრო (დაახლოებით 2,03 ლარი), დიზელის საწვავი - 0,61 ევროს (დაახლოებით 1,74 ლარი). 

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან  სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,83 ევროს (დაახლოებით 2,37 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 0,87 ევროს (დაახლოებით 2,48 ლარი), დიზელის საწვავი - 0,82 ევროს (დაახლოებით 2,34 ლარი);  აზერბაიჯანში -  პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 0,63 ევროს (დაახლოებით 1,80 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 0,76 ევროს (დაახლოებით 2,17  ლარი); დიზელის საწვავი - 0,30 ევროს (დაახლოებით 0,86 ლარი); უკრაინაში - პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 0,96 ევროს (დაახლოებით 2,74 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,00 ევროს (დაახლოებით 2,85 ლარი), დიზელის საწვავი - 0,89 ევროს (დაახლოებით 2,54 ლარი); მოლდავეთში - პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 0,96 ევროს (დაახლოებით 2,74 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,00 ევროს (დაახლოებით 2,85 ლარი), დიზელის საწვავი - 0,86 ევროს (დაახლოებით 2,45 ლარი).

 

წინა სტატია

С начала года в Грузии открылись 18 новых гостиниц
19 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები
20 ივნისი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა