მამუკა ბახტაძე: გადასახადების ადმინისტრირებაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას გამოვიყენებთ

"ყველა გადასახადი, დღგ-ს გარდა, იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საგადასახადო ადმინისტრირების ნაწილში ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ქვეყანას აქვს პროგრესი, თუმცა ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკაც ციფრული ტექნოლოგიებით ეფექტურად იმართება.  

"ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტირი იმ ქვეყნებზე, რომლებმაც შეძლეს და მოახდინეს ციფრული რევოლუცია. შეგვიძლია ესტონეთის, ფინეთის და სხვა ქვეყნების მაგალითები მოვიყვანოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყებთ საგადასახადო ადმინისტრირებას ახალი ტექნოლოგიებით. ყველა გადასახადი, დღგ-ს გარდა, იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული და შესაბამისად, ამოცანა მიეცემა ფინანსთა სამინისტროს, რომ მომავალი წლის განმავლობაში საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გამართოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წინა სტატია

მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები
20 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

Samsung-ის ახალი 8 პოლუსიანი S-Inverter ტექნოლოგიის კონდიციონერი
20 ივნისი, 2018
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა