GOGC-ს მოგება 2.8-ჯერ გაიზარდა

GOGC-ს მოგება 2.8-ჯერ გაიზარდა

2017 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” წმინდა მოგება  2016 წელთან შედარებით 2.8-ჯერ გაიზარდა და 220.4 მლნ. ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წმინდა მოგება ასევე გაიზარდა 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 2.5-ჯერ. 

ასევე გაიზარდა კორპორაციის საოპერაციო მოგებაც და მან 205.8 მლნ. ლარი შეადგინა (რაც 2016 წლის მონაცემებზე 37,6%-ით მეტია. 2016 წელს ეს ციფრი 149,6 მლნ. ლარი იყო). კორპორაციის ჯამური აქტივები გაიზარდა 5,0%-ით და შეადგინა 1.66 მილიარდი ლარი. 

2017 წლის ანგარიშგების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის წმინდა ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან და შეადგინა 231,9 მლნ. ლარი (2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 159,1 მლნ. ლარს). 

გაიზარდა აგრეთვე კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2017 წელს შეადგინა 671,6 მლნ. ლარი (რაც 2016 წლის მონაცემებზე 6,0%-ით მეტია. 2016 წელს ეს ციფრი 633,6 მლნ. ლარი იყო).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *