ინტერვიუ პრეზიდენტ მარგველაშვილთან

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ქვეყნის მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ესაუბრა.

უკ­რა­ი­ნის თე­მით მინ­და და­ვიწყო. 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი იუშ­ჩენ­კო 12 აგ­ვის­ტოს რუს­თა­ველ­ზე იდ­გა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხარ­და­სა­ჭე­რად. ახ­ლა, რო­ცა უკ­რა­ი­ნა­ში ასე­თი კრი­ზი­სი­ა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ლი­დერ­თა­გან იქ მხო­ლოდ თქვენ იყა­ვით. რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ასე­თი არა­თა­ნა­ზო­მი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა?

ვფიქ­რობ, პეტ­რო პო­რო­შენ­კოს ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ჩას­ვ­ლა ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო. თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ იმ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში არა­ორ­დი­ნა­რულ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ი­მარ­თა. ეს მოხ­და მა­შინ, რო­დე­საც წი­ნა პრე­ზი­დენ­ტი უც­ბად გაქ­რა პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რ­ცი­დან და ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო აგ­რე­სია ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. გა­ი­მარ­თა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და დად­გა გა­დამ­წყ­ვე­ტი მო­მენ­ტი უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის კონ­სო­ლი­და­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. მა­შინ მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­სუ­ლიყ­ვ­ნენ რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ისე სხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი. სწო­რედ იმ დროს უნ­და გა­დაჭ­რი­ლი­ყო პრობ­ლე­მე­ბი და სა­ფუძ­ვე­ლი ჩაჰ­ყ­რო­და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ამი­ტო­მაც კი­ევ­ში ბევ­რი ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­მა მო­ი­ყა­რეს თა­ვი. ინა­უ­გუ­რა­ცია წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო და მი­მაჩ­ნ­და, რომ ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მო­მენ­ტ­ში ჩვენც აუცი­ლებ­ლად უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით იქ. ამის შემ­დეგ პეტ­რო პო­რო­შენ­კოს ვე­სა­უბ­რე ტე­ლე­ფო­ნით, უელ­ს­შიც კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ვცდი­ლობ­დით, პო­ლი­ტი­კუ­რად წა­მოგ­ვე­წია ჩვე­ნი სა­კითხი. ამას გარ­და, ჩვენ ყვე­ლა დო­ნე­ზე გა­მოვ­ხა­ტავთ მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი. არა­ერ­თხელ ხაზ­გას­მით აღ­გ­ვი­ნიშ­ნავს, რომ 2008 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­აღ­მ­დეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას მოჰ­ყ­ვა რუ­სე­თის ასე­თი­ვე ქმე­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის მი­მართ. ამი­ტო­მაც უნ­და მოხ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხ­მე­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ახალ­გაზ­რ­და დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის დაც­ვი­სათ­ვის, რაც ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა სა­ერ­თო ევ­რო­პულ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნას­თან ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რაც კი­დევ ერ­თხელ და­დას­ტურ­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რის, და­ვით სერ­გე­ენ­კოს, ვი­ზი­ტით და იმ პრო­ექ­ტე­ბით, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც და­იწყო.

მაგ­რამ სერ­გე­ენ­კო პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი არ არის, სერ­გე­ენ­კო მი­ნის­ტ­რი­ა...

და­ვით სერ­გე­ენ­კო სწო­რედ იმ უწყე­ბის მი­ნის­ტ­რი­ა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს უკ­რა­ი­ნას. მე კი იმ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტ­ში წარ­მო­ვად­გენ­დი ჩვენს ქვე­ყა­ნას, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს მე­თა­უ­რი. პრე­ზი­დენ­ტი პო­რო­შენ­კო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­ვიწ­ვიე კი­დეც, მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­თ­ვის ჯერ რთუ­ლია ჩა­მოს­ვ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­მაჩ­ნი­ა, რომ ქარ­თულ­-უკ­რა­ი­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კითხ­ვის ნიშ­ნის დას­მა სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია და ის შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის დღის წეს­რიგ­ში იდ­გეს, რაც, რა თქმა უნ­და, ოპო­ზი­ცი­ის უფ­ლე­ბა­ა. მის­თ­ვის ჩვე­უ­ლი ფორ­მა­ტი­ა, თქვას, რომ მი­სი მუ­შა­ო­ბა უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი იყო, ვიდ­რე მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა. რე­ა­ლუ­რად კი ქარ­თულ­-უკ­რა­ი­ნუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სულ უფ­რო ღრმავ­დე­ბა. ამას ადას­ტუ­რებს უკ­რა­ი­ნე­ლი მი­ნის­ტ­რე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ზი­ტიც...

სა­ქარ­თ­ვე­ლო არ შე­უ­ერ­თ­და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ და­სავ­ლე­თის მი­ერ და­წე­სე­ბულ სან­ქ­ცი­ებს. ზო­გი­ერ­თ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, კერ­ძოდ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ისიც კი თქვა, რომ ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ეს მო­მენ­ტი რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­სად­გე­ნად გა­მო­ვი­ყე­ნოთ... პრაგ­მა­ტუ­ლი და ეთი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რამ­დე­ნად სწო­რი გგო­ნი­ათ ეს პო­ზი­ცია და ხომ არ გვა­შო­რებს ასე­თი მიდ­გო­მა და­სავ­ლურ კონ­ტექსტს?

მო­დი, შევ­ხე­დოთ რე­ა­ლო­ბას. პირ­ვე­ლი – ეს არის ის, რომ რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნა და­ვიწყეთ არა დღეს და ახ­ლა, არა­მედ ორი წლის წი­ნათ. ეს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახა­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ეს მა­ნამ­დე იყო დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი, სა­ნამ უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი გაჩ­ნ­დე­ბო­და. ამის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მ­ნა კი­დეც პრე­მი­ერ­-­მი­ნის­ტ­რის სა­გან­გე­ბო წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მე­ლიც ზუ­რაბ აბა­ში­ძემ და­ი­კა­ვა და მას სწო­რედ ამ სა­კითხებ­ზე უნ­და ემუ­შა­ვა. ამ მხრივ გაცხა­დე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი არა­ნა­ი­რად არ შეც­ვ­ლი­ლა და ეს იყო ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის – ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის დაბ­რუ­ნე­ბა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე.

მე­ო­რე – რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს და­სავ­ლუ­რო­ბას. რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა ჩვენს ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ვერ და­ა­ზა­რა­ლებს. კარ­გად და­ვაკ­ვირ­დეთ ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბას. ეს არ არის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ვინ­მეს წი­ნა­აღ­მ­დეგ. ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია უნ­და გა­ვაღ­რ­მა­ოთ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა და იმ ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­საც ხე­ლი მო­ვა­წე­რეთ. იგი­ვე ლო­გი­კა ვრცელ­დე­ბა ჩვენს სხვა სა­ვაჭ­რო პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორ თე­მას ასე არ და­ვა­კავ­ში­რებ­დი. ჩვენ ვაგ­რ­ძე­ლებთ იმ სტრა­ტე­გი­ულ პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც ორი წლის წინ გა­ნი­საზღ­ვ­რა და რო­მე­ლიც ასა­ხუ­ლია ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფუ­ძემ­დებ­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში. მეტ­საც გეტყ­ვით, მინ­და გა­ვიხ­სე­ნო რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებ­თან, რომ­ელთა დრო­საც ხაზ­გას­მით ვთქვი, რომ აქ­ტი­უ­რად ვცდი­ლობთ ბა­ლან­სის დაც­ვას და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას ჩვენს სო­მეხ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ვე გახ­და ევ­რო­პუ­ლი ბაზ­რის ნა­წი­ლი, ხო­ლო სომ­ხეთს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს არ­ჩე­უ­ლი – ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი. ჩვენ უნ­და ვიზ­რუ­ნოთ სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და ამას ყვე­ლა უჭერს მხარს. საქ­მე ისა­ა, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა არა­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ არ არის მი­მარ­თუ­ლი. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა – და­ვაბ­რუ­ნოთ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე – არა­ნა­ი­რად არ შეც­ვ­ლი­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი, ამე­რი­კა, კა­ნა­და და სხვა ქვეყ­ნე­ბი აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­მო მე­ზობ­ლე­ბის მი­მართ რუ­სეთს სან­ქ­ცი­ებს უწე­სე­ბენ, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა მა­ინც უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბა?

უპირ­ვე­ლე­სად, უნ­და ვთქვა, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა რჩე­ბა უც­ვ­ლე­ლი, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ბო­ლოო გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­თან კე­თილ­მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. მე­ო­რე, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ რა­ი­მე ტი­პის სარ­გე­ბე­ლი ვნა­ხოთ დრა­მა­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან. ეს დი­დი ხნის წი­ნათ გან­საზღ­ვ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა­ა.

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, თქვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ეძე­ბენ „ძველ გი­ორ­გის”, – ასე თქვეს მათ. სად გაქ­რა „ძველი გი­ორ­გი”? სა­ერ­თოდ, რა სა­ფუძ­ვე­ლი აქვს იმ კონ­ფ­ლიქტს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ნი მას­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს? სად არის ამ კონ­ფ­ლიქ­ტის სა­თა­ვე? რა მოხ­და თქვენ­სა და ივა­ნიშ­ვილს შო­რის?

ვფიქ­რობ, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა უფ­რო მაღ­ლა უნ­და იდ­გეს და გას­ც­დეს ჭო­რა­ო­ბის ფარ­გ­ლებს. რე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე ვი­სა­უბ­როთ...

ბო­დი­ში, მე რომ კონ­ფ­ლიქ­ტი ვახ­სე­ნე, ეგ ხომ არ არის ჭო­რა­ო­ბა?

არა, არა. თე­მის გარ­ჩე­ვის ფორ­მატს ვგუ­ლის­ხ­მობ. მო­დი, გან­ვი­ხი­ლოთ ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი თუ კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლებ­საც ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დად მე ვა­კე­თებ­დი. ამა­ზე ვი­სა­უბ­როთ. თქვენ ვერც ერთ მათ­გან­ში ვერ იპო­ვით „ქართული ოც­ნე­ბი­სა” და იმ ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ფრა­ზას, რომ­ლებ­ზეც ახ­ლა ვსა­უბ­რობთ. შე­საძ­ლო­ა, მთელ რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ჩე­მი და კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის ლექ­სი­კა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყოს, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტი­რე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა.

მხო­ლოდ ლექ­სი­კა­შია საქ­მე? ბე­სე­ლი­ა­თი დაწყე­ბუ­ლი, ფან­ჯი­კი­ძემ, ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა – ყვე­ლამ გა­გაკ­რი­ტი­კათ...

ლექ­სი­კის თე­მას და­ვუბ­რუნ­დე­ბი... მგო­ნი­ა, რომ კარ­გიც არის, თუ ჩვე­ნი ლექ­სი­კა ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. ჩვენ უნ­და შე­ვეჩ­ვი­ოთ იმას, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მათ უნ­და ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ისა­უბ­რონ თა­ვი­ან­თი ენით და გა­მოთ­ქ­ვან სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან კარ­გი­ა.

ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს შე­კითხ­ვას. ბევ­რი კო­მენ­ტა­რი მო­ვის­მი­ნე, ბევ­რის შე­სა­ხებ სხვე­ბის­გან შე­ვიტყ­ვე... მე ვერც ერთ მათ­გან­ზე ვერ გი­პა­სუ­ხებთ, რად­გან, რე­ა­ლუ­რად, არც ერ­თ­ში არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სი. პო­ლი­ტი­კას ვერც ერ­თ­ში ვერ იპო­ვით. სა­უ­ბა­რი არის რა­ღაც სხვა­ზე.

მა­გა­ლი­თად?

ნე­ბის­მი­ე­რი გა­იხ­სე­ნეთ. ამას თუ მივ­ყ­ვე­ბით, ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი, ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ ჭო­რა­ო­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­და­ვა. ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა ამოგ­ლე­ჯი­ლი ფრა­ზე­ბი ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან. შე­საძ­ლო­ა, მო­სას­მე­ნად ეს სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, მაგ­რამ ეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას ძა­ლი­ან მდა­რეს გახ­დის. დრო­ა, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა გა­და­ვი­დეს გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და კო­მენ­ტა­რე­ბის კე­თე­ბის, პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის რე­ჟიმ­ში; თუნ­დაც ამ ინ­ტერ­ვი­უს დროს ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის კრი­ტი­კის, მი­უ­ღებ­ლო­ბის ან მხარ­და­ჭე­რის რე­ჟიმ­ში. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მე არც მგო­ნი­ა, რომ ჩე­მი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი რა­მეს მერ­ჩი­ან – რომ მერ­ჩოდ­ნენ, ალ­ბათ მეც აღელ­ვე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი.

ვფიქ­რობ, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, რო­მელ­საც აქვს გარ­კ­ვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი შე­მად­გე­ნე­ლი და ექ­ნე­ბა თა­ვი­სი პო­ზი­ტი­უ­რი გა­მო­სა­ვა­ლი, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­ცა მე ნაკ­ლე­ბად ვღი­ზი­ან­დე­ბი.

და­პი­რის­პი­რე­ბის პიკ­მა გა­და­ი­ა­რა, თუ კი­დევ უნ­და ვე­ლო­დოთ რა­ი­მე გან­ვი­თა­რე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

საქ­მე ისა­ა, რომ პი­კი უკავ­შირ­დე­ბა ხოლ­მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­ებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ კი­დევ იქ­ნე­ბა ინ­ტერ­ვი­უ, შე­სა­ბა­მი­სად, იქ­ნე­ბა ვნე­ბა­თა­ღელ­ვაც. თუმ­ცა ვფიქ­რობ, შევ­ძ­ლებთ ვი­სა­უბ­როთ პო­ლი­ტი­კა­ზე და არა პი­როვ­ნულ სა­კითხებ­ზე.

ღირ­და თქვე­ნი ამ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გად­მოს­ვ­ლა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­ნაწყე­ნე­ბად?

ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ამ ნა­ბი­ჯით ვინ­მეს გა­ნაწყე­ნე­ბა არც მი­ფიქ­რი­ა. ის სრუ­ლად იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იმით, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი არ მქონ­და. პრო­ექ­ტი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ვგეგ­მავ­დი, არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ეს ნათ­ლად და­ვი­ნა­ხე. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თა­ვი­დან­ვე ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ის, რაც მე მინ­დო­და, არ გა­მო­ვი­დო­და და სხვა პრო­ექ­ტებს ავი­თა­რებ­დ­ნენ, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ამ შე­ნო­ბა­ში არას­წო­რად მი­მაჩ­ნ­და. თა­ნაც ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტ­მა უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს არა სა­კუ­თა­რი თა­ვი, არა­მედ ქვე­ყა­ნა, და მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამის­თ­ვის ეს ადეკ­ვა­ტუ­რი ად­გი­ლი­ა.

თა­ვი­დან ასე არ ფიქ­რობ­დით...

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ამ რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე, ვი­სა­უბ­როთ სხვებ­ზეც. ხომ ვი­ცით, რომ ეს ერ­თა­დერ­თი რე­ზი­დენ­ცია არ არის? რე­ზი­დენ­ცი­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა კუთხე­ში იყო, რომ­ლე­ბიც გა­და­ვა­ბა­რე მთავ­რო­ბას და არც კი ვი­ცი, რო­გორ გან­კარ­გა­ვენ და რა ბე­დი ეწია მათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რომ ჩე­მი თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, არ მქონ­და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი და იყო პრე­ზი­დენ­ტის ინ­ს­ტი­ტუ­ტის გა­ფერ­მ­კ­რ­თა­ლე­ბის აშ­კა­რა მცდე­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, გა­დავ­დ­გი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი. ამით ნათ­ლად გა­მოჩ­ნ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დაკ­ნი­ნე­ბას არ და­ვუშ­ვებ­დი.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩე­მი მო­ტი­ვა­ცია ვინ­მეს გა­ნაწყე­ნე­ბა არც მაშინ ყო­ფი­ლა და არც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა. ჩე­მი მო­ტი­ვა­ცია და მი­ზა­ნი არის სულ სხვა რამ – აშენ­დეს ძლი­ე­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო ძლი­ე­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბით.

თქვენ ბრძა­ნეთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი არ ჰქონ­და უთან­ხ­მო­ე­ბას თქვენ­სა და თქვენს თა­ნა­გუნ­დე­ლებს შო­რის, მაგ­რამ გა­მო­დის, რომ პრე­ზი­დენ­ტის ინ­ს­ტი­ტუ­ტის „არგაფერმკრთალება“ თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ა­ა. მა­ინც პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩუ­ლამ­დე მი­ვე­დით…

მე გი­პა­სუ­ხეთ კო­მენ­ტა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით… იქ ხომ პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტი არა­ნა­ი­რად არ იკითხე­ბა? არ მგო­ნი­ა, რომ ჩე­მი ფუნ­ქ­ცია მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის ინ­ს­ტი­ტუ­ტის წარ­მო­ჩე­ნა­ა. ჩე­მი ფუნ­ქ­ციაა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის დაც­ვა და პრე­ზი­დენ­ტის ინ­ს­ტი­ტუ­ტი მხო­ლოდ ერ­თი მათ­გა­ნია ძი­რი­თად ინ­ს­ტი­ტუ­ტებს შო­რის. რა თქმა უნ­და, ეს არის პარ­ლა­მენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა; რა თქმა უნ­და, ეს არის მთავ­რო­ბის­თ­ვის ეფექ­ტი­ა­ნი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა; რა თქმა უნ­და, ეს არის ძლი­ე­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თ­ლო და ჩვენ ამის შე­სა­ხებ უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ. ასე რომ, ნუ წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ ჩე­მი რო­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დაც­ვით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. ჩე­მი რო­ლია და­ვიც­ვა ყვე­ლა, მათ შო­რის კი, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, პრე­ზი­დენ­ტის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რად­გან ეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი უფ­რო მე­ტად შე­იც­ვა­ლა წი­ნა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით.

რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლეს ის ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ უკა­ნას­კ­ნე­ლი რჩე­ვა ამე­რი­კა­ში არ­წას­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას­პინ­ძე­ლი მხა­რის­გან მი­ი­ღეთ და იყო თუ არა და­პი­რე­ბა, რომ სა­ნაც­ვ­ლოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ვი­ზი­ტი გექ­ნე­ბათ შტა­ტებ­ში?

მე თა­ვი­დან­ვე გან­ვაცხა­დე იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო. ასე­ვე ვთქვი, რომ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბა, არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი ამე­რი­კა­ში, თუმ­ცა კონ­კ­რე­ტუ­ლად არ მი­მი­თი­თე­ბი­ა, რო­მე­ლი მხა­რე იყო ამა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. აღ­ვ­ნიშ­ნე ისიც, რომ ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის ინ­ფორ­მა­ცი­ა, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს­-
თ­ვის. სხვა დე­ტა­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ მო­გახ­სე­ნებთ.

რა ემო­ცია და­გე­უფ­ლათ, რო­დე­საც გა­ი­გეთ, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რომ ოთხი თვით და­გიგ­ვი­ა­ნათ წე­რი­ლი და, პრაქ­ტი­კუ­ლად, ხელს გიშ­ლი­დათ ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში?

სა­უ­ბა­რი და­ვიწყეთ იმით, რომ ემო­ცი­ებ­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ­დით...

მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ...

რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან კარ­გი­ა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და არა რო­ბო­ტე­ბი. მარ­თა­ლი გითხ­რათ, სე­რი­ო­ზუ­ლი ემო­ცი­უ­რი შო­კი არ მახ­სოვს.

ერ­თ­-ერ­თი გა­მოს­ვ­ლი­სას თქვენ ბრძა­ნეთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ უნ­და ჰყავ­დეს დი­რექ­ტო­რი. რა იგუ­ლის­ხ­მე­ბო­და ამა­ში და სა­ერ­თოდ, რა გავ­ლე­ნა აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე?

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უკ­ვე ათი თვე­ა, არ მქო­ნი­ა. შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნა ჩემ­ზე, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რა­ზე, შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ხა­სი­ა­თოთ იმ ღია გან­ცხა­დე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ გა­ა­კე­თა. მის ორი­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში იყო ჩე­მი კრი­ტი­კა, რო­მელ­საც ვერც ვუ­პა­სუ­ხებ, რად­გან არც მის კრი­ტი­კა­ში იყო პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­ს­ტი. არ­სად არ არის ლა­პა­რა­კი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მე სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტი­რი ავირ­ჩი­ე. სა­უ­ბა­რია ისევ ჩვე­ნი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან ამოგ­ლე­ჯილ ფრა­ზებ­ზე, შეგ­რ­ძ­ნე­ბებ­ზე, ემო­ცი­ებ­ზე... ამა­ზე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ უნ­და სა­უბ­რობ­დ­ნენ. ჯერ ერ­თი, ასეთ თე­მებ­ზე ძა­ლი­ან ძნე­ლია ლა­პა­რა­კი ტე­ლე­ვი­ზი­ით და მე­ო­რე – ჩემ­თ­ვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან რა­ღაც ნა­წი­ლი ამოვ­გ­ლი­ჯო. ჯო­ბია, ერ­თ­მა­ნეთ­თან ტე­ლე­ვი­ზი­ით დი­ა­ლო­გებს მო­ვე­რი­დოთ.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არა აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა, რა პო­ლი­ტი­კურ ფორ­მა­ცი­ა­ში ვცხოვ­რობთ?

ჩვენ ვა­შე­ნებთ ევ­რო­პულ დე­მოკ­რა­ტი­ას ახა­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით. ეს კონ­ს­ტი­ტუ­ცია გან­საზღ­ვ­რავს, რა თქმა უნ­და, პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბას, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბას და პრე­ზი­დენ­ტის ინ­ს­ტი­ტუტს. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ამის მორ­გე­ბა თა­ვი­დან რთუ­ლი­ა, მაგ­რამ ეს კონ­ს­ტი­ტუ­ცია უნ­და გა­ვი­აზ­როთ, მი­ვი­ღოთ და მო­ვერ­გოთ მას. ასე რომ, ეს არის კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის პრო­ცე­სი; დე­მოკ­რა­ტი­ი­სა, რო­მელ­მაც გა­ი­ა­რა სა­მი არ­ჩევ­ნე­ბი; იმ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის, რო­მელ­საც კი­დევ დი­დი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი, რად­გან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სის­ტე­მა გვაქვს, ტრა­დი­ცი­ე­ბი ჯერ კი­დევ და­სა­ფუძ­ნე­ბე­ლია და ყვე­ლა მო­თა­მა­შემ უნ­და იპო­ვოს სა­კუ­თა­რი თა­ვი. მჯე­რა, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა ისე ამაღ­ლ­დე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არ­ჩე­ვა­ნი სულ უფ­რო ნა­თე­ლი, მკა­ფიო გახ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი – თუნ­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ე­ბი, აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა – კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ სივ­რ­ცე­ში წა­რი­მარ­თე­ბა. მე ამის მჯე­რა, მაგ­რამ ეს გზა ჯერ კი­დევ გა­სავ­ლე­ლი­ა.

რამ­დე­ნად აზი­ა­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის, იმიჯს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და­ჭე­რე­ბი?

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე არა­ერ­თხელ მო­მი­წია გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მა­ღა­ლი რან­გის ვი­ზი­ტე­ბის, ჩა­მო­სუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბისა თუ ჩემს ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს. ეს არის სა­კითხი, რომ­ლის თა­ო­ბა­ზე ახ­ლა­ხან არ­ც­თუ სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა. ეს არის შე­კითხ­ვა, რო­მელ­საც არა­თუ არ უნ­და წა­ვუყ­რუ­ოთ, არა­მედ აუცი­ლებ­ლად უნ­და გავ­ცეთ პა­სუ­ხი. ჩვენ უნ­და ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დეთ, რომ ის ხალ­ხი, რო­მელ­საც ეს შე­კითხ­ვა უჩ­ნ­დე­ბა, ჩვენ­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან. ისი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფოს პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის. ძა­ლი­ან ბევ­რი ის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წას­წი­ეს წინ და ის წარ­მა­ტე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს ცალ­სა­ხად ვუ­ჭერთ მხარს და ვა­ღი­ა­რებთ, თუნ­დაც ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, თუნ­დაც უელ­სის სა­მიტ­ზე მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა, სწო­რედ ამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ამ ქვეყ­ნე­ბის, ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი ჩაბ­მუ­ლო­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ. ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას მხარს უჭერ­დ­ნენ არა მხო­ლოდ 2012 წლამ­დე, არა­მედ შემ­დე­გაც. ისი­ნი დღე­საც ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან და, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, გუ­ლის­ყუ­რით უნ­და მო­ვე­კი­დოთ მათ კო­მენ­ტა­რებს…

რამ­დე­ნად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იყო ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ა­კაშ­ვი­ლის კლუ­ბის წევ­რე­ბად მოხ­სე­ნი­ე­ბა?

ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვფიქ­რობ, მკა­ფი­ოდ გა­მოვ­ხა­ტე და აღ­ვ­ნიშ­ნე მა­თი დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ეს ჩანს არა მხო­ლოდ ჩემს გან­ცხა­დე­ბებ­ში, არა­მედ მათ­თან ჩე­მი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის დრო­საც.

რო­დე­საც კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, რო­ცა ვსა­უბ­რობთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე, ჩვენ უნ­და მი­ვი­ღოთ და გა­ვი­აზ­როთ ის, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე ხალ­ხის მი­ერ გა­მო­ტა­ნი­ლი „ვერდიქტი” ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მი­მართ სა­ბო­ლოოა და მი­სი შეც­ვ­ლა რა­ი­მე ფორ­მით გა­მო­რიცხუ­ლი­ა. ერ­თ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ უნ­და და­ტო­ვოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ხო­ლო მე­ო­რემ – და­ი­კა­ვოს. პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბა მთავ­რ­დე­ბა ხმე­ბის დათ­ვ­ლას­თან ერ­თად. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი დაც­დე­ნაც კი იმი­სა, რომ მო­გე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს რო­მე­ლი­მე ინ­დი­ვი­დის ან პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის დევ­ნას, არის მი­უ­ღე­ბე­ლი გა­დახ­ვე­ვა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­დან. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტუ­ლი სის­ხ­ლის­სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი შე­კითხ­ვე­ბი, რო­მელ­თა მი­მართ ყვე­ლას დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გვე­კის­რე­ბა. ყვე­ლა – ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და ოპო­ზი­ცი­აც – ვალ­დე­ბუ­ლი ვართ ვუ­პა­სუ­ხოთ ამ შე­კითხ­ვებს, რად­გან ეს არის ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს პა­ტი­ვის­ცე­მის სა­კითხი. პი­რა­დად მე რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვუ­წო­დე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, პა­სუ­ხი გა­ე­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­კითხ­ვებ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ეს მა­ინ­ც­და­მა­ინც არ მოს­წონს. არა­ვინ არ მე­გუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, ვი­საც პრო­კუ­რა­ტუ­რის კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ახა­რებს, მაგ­რამ მი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ორ­მა­გია – იგი ორ­ჯერ იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დას­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახალ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს და თა­ვის ძი­რი­თად და­ნა­ტოვ­რად სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ტებს მი­იჩ­ნევს. სწო­რედ ამ სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ტებს უნ­და სცეს პა­ტი­ვი და პა­სუ­ხი გას­ცეს შე­კითხ­ვებს.

მე­ო­რე მხრივ, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ფუნ­ქ­ცია და რო­ლი არის ის, რომ ყუ­რადღე­ბით ვა­დევ­ნოთ თვა­ლი ამ პრო­ცესს და არც ერთ მხა­რეს არ მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­და­ი­ტა­ნოს ეს თე­მე­ბი. ჩვე­ნი სა­სა­მარ­თ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დის წი­ნა­შე დგას და ეს გა­მოც­და უნ­და ჩა­ა­ბა­როს. სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ო­დის სა­სა­მარ­თ­ლო სის­ტე­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, დღეს სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცი­ებს ვამ­ჩ­ნევ და მი­მაჩ­ნი­ა, რომ ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­საღ­რ­მა­ვე­ბე­ლი­ა. პრინ­ციპ­ში, სა­სა­მარ­თ­ლო აღარ არის ის სის­ტე­მა, რო­მელ­საც 99-პროცენტიანი ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა ჰქონ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან.

თქვენ, რო­გორც სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნე­ბით მო­სულ პრე­ზი­დენტს, შე­გიძ­ლი­ათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას უთხ­რათ, რომ, რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­კაშ­ვილ­ზე საქ­მე აღ­ძ­რა და ძებ­ნა გა­მო­აცხა­და, ის სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო მმარ­თ­ვე­ლი გუნ­დის პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის­გან?

ასე ღრმად არ ვარ ჩა­ხე­დუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­ში და ნამ­დ­ვი­ლად არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რო­მელ პრო­კუ­რორს რა გან­წყო­ბა აქვს. იმე­დი მაქვს, რომ ეს იყო დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი პრო­ცე­სი. თუმ­ცა, ვი­ლა­პა­რა­კო იმ სა­კითხებ­ზე, რო­მელ­თა სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გან­ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და რე­სურ­სი არ გა­მაჩ­ნი­ა, სწო­რი არ იქ­ნე­ბა – პრო­კუ­რა­ტუ­რა არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენტს.

სა­სა­მარ­თ­ლოს გან­ჩი­ნე­ბით, გი­გი უგუ­ლა­ვას არ შე­ეზღუ­და საზღ­ვ­რის გა­დაკ­ვე­თის უფ­ლე­ბა… რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გი­გი უგუ­ლა­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­პა­ტიმ­რა სწო­რედ ამ უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის. რა შე­ფა­სე­ბას მის­ცემთ ამ ფაქტს?

ის, რომ გი­გი უგუ­ლა­ვას არ შე­ეზღუ­და საზღ­ვ­რის გა­დაკ­ვე­თის უფ­ლე­ბა, ადას­ტუ­რებს ჩემს თე­ზას – სა­სა­მარ­თ­ლო და­ად­გა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გზას, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კ­რე­ტულ დი­ნა­მი­კას უგუ­ლა­ვას­თან მი­მარ­თე­ბით, ეს არის პრო­ცე­სი, რო­მელ­საც ყვე­ლა ეტაპ­ზე უნ­და და­ვაკ­ვირ­დეთ. ეს უნ­და გა­ვი­აზ­როთ. ისიც და­საშ­ვე­ბი­ა, რომ სა­სა­მარ­თ­ლოს მე­ო­რე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სხვა არ­გუ­მენ­ტე­ბით იყო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი.

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მი­გაჩ­ნი­ათ, რომ კრი­მი­ნალ­მა იკ­ლო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მღელ­ვა­რე­ბა მხო­ლოდ 100-პროცენტიანი გა­შუ­ქე­ბის შე­დე­გი­ა?

კრი­მი­ნალ­მა იკ­ლო? ეს შე­კითხ­ვა სტა­ტის­ტი­კას ეხე­ბა?

ეს არის ინ­ფორ­მა­ცი­ა, რო­მელ­საც ავ­რ­ცე­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო – მი­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, კრი­მი­ნალ­მა იკ­ლო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია მას­მე­დი­ის მი­ერ დაკ­ლე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის ას­პ­რო­ცენ­ტი­ა­ნი გა­შუ­ქე­ბით...

ღმერ­თ­მა და­ი­ფა­როს, მაგ­რამ თუ თქვენ შე­გემ­თხ­ვათ რა­მე და რო­მე­ლი­მე ტი­პის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი გახ­დით, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა თქვენ­თ­ვის, და­ნა­შა­ულ­თა გახ­ს­ნის 99-პროცენტიანი მაჩ­ვე­ნებ­ლის დროს მოხ­და თქვენ მი­მართ ძა­ლა­დო­ბა თუ 10-პროცენტიანის? თქვენ­თ­ვის, რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, რო­მელ­საც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, რო­გო­რია გახ­ს­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა (სამწუხაროდ, შემ­ზა­რა­ვი შემ­თხ­ვე­ვე­ბი მოხ­და) უაღ­რე­სად მძი­მეა და ყვე­ლა იმ ოჯა­ხის­თ­ვის, რო­მელ­საც მსგავ­სი რამ და­ე­მარ­თა, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საქ­მის გახ­ს­ნის შე­დე­გად, არა­მედ მა­თი სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტა. რო­დე­საც იცით, რომ თქვე­ნი საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი­ა, კმა­ყო­ფი­ლი ხართ იმით, რომ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი­ა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კითხს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით არ მი­ვუდ­გე­ბო­დი. მი­მაჩ­ნი­ა, რომ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია არა მხო­ლოდ ეფექ­ტი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, არა­მედ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ჩაბ­მა. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით: პირ­ვე­ლი – რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად არის ჩაბ­მუ­ლი და მი­აჩ­ნი­ა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, პრო­კუ­რო­რი მი­სი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი­ა, ავ­ტო­მა­ტუ­რად მა­ტუ­ლობს გახ­ს­ნი­ლი საქ­მე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მე­ო­რე მო­მენ­ტი კი ისა­ა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩაბ­მუ­ლო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­ი­რიცხე­ბა მი­სი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვა. ეფექ­ტი­ა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლი ყო­ველ­თ­ვის ზღვარ­ზეა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით და თუ­კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩარ­თავ, ეს თე­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რად მოგ­ვა­რე­ბუ­ლი გექ­ნე­ბა.

რო­გორ ხე­დავთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ას რე­გი­ო­ნულ და გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ სივ­რ­ცე­ში?

ეს ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მა­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ე­წე­რა ხე­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცია თა­ვის დრო­ზე და­იწყო პრე­ზი­დენ­ტ­მა შე­ვარ­დ­ნა­ძემ და გა­და­იდ­გა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით. ბა­ქო­ში ვი­ზი­ტის დროს ყვე­ლა ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რი აღ­ნიშ­ნავ­და, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძემ ბა­ქო-­თ­ბი­ლი­სი-­ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის – BP-ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. შემ­დ­გომ ეს პრო­ექ­ტე­ბი გაღ­რ­მავ­და უკ­ვე არა მარ­ტო ნავ­თობ­სა­დე­ნის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი და დაწყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. გაზ­სა­დე­ნის ეს პრო­ექ­ტი კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და უკ­ვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან რე­სურსს უქ­მ­ნის ევ­რო­პას გა­ზის მი­წო­დე­ბის მხრივ. ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, რად­გან ევ­რო­პის­თ­ვის არის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის წყა­რო. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბა­ქო-­თ­ბი­ლი­სი-­ყარ­სის რკი­ნიგ­ზის მო­ნაკ­ვე­თის ბო­ლომ­დე და დრო­უ­ლად დას­რუ­ლე­ბა. ესეც უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი­ა, რად­გან ის გა­მო­ყოფს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს აზი­ა­-ევ­რო­პის ვაჭ­რო­ბის სის­ტე­მებ­ში. ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ჩი­ნე­თიც აბ­რე­შუ­მის გზის პრო­ექ­ტე­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მუ­შა­ობს. ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის შე­დე­გად, სა­ინ­ტე­რე­სო პერ­ს­პექ­ტი­ვა გვაქვს...

ჩვენ გავ­ხ­დით ევ­რო­პუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ბაზ­რის ნა­წი­ლი, რაც გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ა, ეს არის პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცია ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე; ეს ასე­ვე გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­შ­რუ­ტე­ბის თუნ­დაც ლო­გის­ტი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა უფ­რო მაღ­ლა აყე­ნებს და ზრდის ჩვენს ეკო­ნო­მი­კურ პო­ტენ­ცი­ალს. ასე რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცია დი­დი ხნის დაწყე­ბუ­ლი­ა. ვერ ვიტყ­ვით, რომ ეს დი­დი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბო­და, მაგ­რამ ჩვენს რე­გი­ონ­ში ასე­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ბევ­რად მე­ტად ვი­ხე­ი­რებ­დით. კარ­გი­ა, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამ მხრი­ვაც ღრმავ­დე­ბა და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი ხდე­ბა.

მო­ი­აზ­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლეთ­სა და მოს­კოვს შო­რის მიმ­დი­ნა­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტის მი­ზე­ზად კრემ­ლის აგ­რე­სი­ულ მცდე­ლო­ბას, აღად­გი­ნოს კონ­ტ­რო­ლი ისეთ ქვეყ­ნებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თ­ვე­ლო, უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, სომ­ხე­თი, ბალ­ტი­ის­პი­რე­თი და კვლავ მო­აქ­ცი­ოს ისი­ნი მოს­კო­ვის პო­ლი­ტი­კურ ბლოკ­ში?

რაც არ უნ­და ვთქვათ ჩვენ, ეს არის ის, რა­საც პირ­და­პირ აცხა­დე­ბენ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი. რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის დოქ­ტ­რი­ნის მი­ხედ­ვით, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რია მო­ი­აზ­რე­ბა ინ­ტე­რეს­თა პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ზო­ნად. ჩე­მი აზ­რით, ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დახ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და არა მხო­ლოდ. თუ რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეს პო­ლი­ტი­კა, არის ის, რაც პრობ­ლე­მას უქ­მ­ნის თა­ვად რუ­სეთს. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ყვე­ლა ამ ყო­ფი­ლი რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ტი­კა რუ­სე­თის მი­მართ ბო­ლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა და მო­მა­ვალ­შიც, არ შე­იძ­ლე­ბა იყოს აგ­რე­სი­უ­ლი (ვგულისხმობ ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას, ვი­საც მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კე­ბი ერ­ქ­ვა, ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის ჩათ­ვ­ლით, მაგ­რამ ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით მშვი­დო­ბი­ან და და­ცულ ბა­ნაკ­ში­ა). არც ერთ ქვე­ყა­ნას რუ­სეთ­თან გა­სა­ყო­ფი არა­ფე­რი არა აქვს. მე არ ვი­ცი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც აქვს აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა. ზო­გი მე­ტად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რია, ზო­გი – ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ ყვე­ლას ინ­ტე­რე­სი­ა, იყოს და­ცუ­ლი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან აწარ­მო­ოს ეფექ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, სა­ვაჭ­რო­-ე­კო­ნო­მი­კუ­რი დი­ა­ლო­გი. დი­ა­ლო­გი, რომ­ლის სა­ფუძ­ვე­ლიც არის ერ­თ­მა­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა. რა თქმა უნ­და, ნა­თე­ლი­ა, რომ რუ­სე­თი ბევ­რად დი­დი ქვე­ყა­ნა­ა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი არ უნ­და იყოს და­ცუ­ლი. დი­დი ქვე­ყა­ნა, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ლი­დე­რი ყო­ველ­თ­ვის ახ­დენს გავ­ლე­ნას მე­ზო­ბელ­ზე, თუმ­ცა ამან არ უნ­და მი­ი­ღოს ჩაგ­ვ­რის ფორ­მა. ეს ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი. ამი­ტომ, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ყვე­ლა ქვეყ­ნის პო­ზი­ცია რუ­სე­თის მი­მართ მხო­ლოდ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ა.

სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სეთს მი­აჩ­ნი­ა, რომ აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი, რაც გა­მო­ი­ხა­ტა ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, იმა­ში, რაც დღეს აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა; ასე­ვე გა­მო­ი­ხა­ტა იმ პრობ­ლე­მებ­ში, რაც აქვს დღეს მოლ­დო­ვას. ახ­ლა ნა­ხეთ, არც ერთ ამ პრობ­ლე­მას რუ­სე­თის­თ­ვის არ მო­აქვს სარ­გე­ბე­ლი. რუ­სე­თის­თ­ვის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მი­სი საზღ­ვ­რე­ბის გარ­შე­მო გა­ჩე­ნი­ლი უკონ­ტ­რო­ლო ტე­რი­ტო­რი­ე­ბით, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ არის კონ­ტ­რო­ლი ნარ­კო­ტი­კებ­სა თუ სხვა პრო­ცე­სებ­ზე. ამ უკონ­ტ­რო­ლო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სარ­ტყე­ლი რუ­სე­თის­თ­ვის კარ­გის მომ­ტა­ნი არ არის, მა­შინ რო­დე­საც, ამის ნაც­ვ­ლად, რუ­სეთს შე­ეძ­ლო მი­ე­ღო სტა­ბი­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო, რო­მე­ლიც მი­სი სამ­ხ­რეთ საზღ­ვ­რე­ბის სტა­ბი­ლუ­რი დამ­ც­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და; შე­ეძ­ლო მი­ე­ღო სტა­ბი­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი უკ­რა­ი­ნა, რო­მე­ლიც და­ი­ცავ­და მის და­სავ­ლეთ საზღ­ვ­რებს. შე­ეძ­ლო ევაჭ­რა უკ­რა­ი­ნას­თან და ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­და უკ­რა­ი­ნას­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას­თან, რო­გო­რიც აქვს ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­თან. ამით რუ­სე­თი ნამ­დ­ვი­ლად იხე­ი­რებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ა, რომ არც ერ­თი ჩვენ­გა­ნი რუ­სე­თის­თ­ვის არ არის მტე­რი. ჩვენ მხო­ლოდ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბას ვითხოვთ. ამ პი­რო­ბებ­ში რუ­სეთს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბევ­რად უფ­რო ძლი­ე­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ააშე­ნოს. ჩე­მი აზ­რით, ეს არის ნა­თე­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რო­მე­ლიც უნ­და მი­ვი­დეს მოს­კო­ვამ­დე და, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, უნ­და და­ვიწყოთ ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის, სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნის პრო­ცე­სი.

რა­ტომ ხდე­ბა, რომ ბევ­რი პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა პუ­ტი­ნის ევ­რა­ზი­ულ კავ­შირს პრო­ევ­რო­პულ, პრო­და­სავ­ლურ კურსს ამ­ჯო­ბი­ნებს?

მარ­ტი­ვად შევ­ხე­დოთ: რუსეთის ეკო­ნო­მი­კის მო­ცუ­ლო­ბა, რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, 2 ტრი­ლი­ო­ნი­ა, ევ­რო­კავ­ში­რის კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 14-მდე. ევ­რო­პის ბა­ზა­რი უფ­რო დი­დია და უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო. კი­დევ ერ­თხელ მინ­და ვთქვა – არა­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ და არა­ვის ხარ­ჯ­ზე. რას ნიშ­ნავს, ქარ­თ­ვე­ლე­ბი უარ­ყო­ფი­თად არი­ან გან­წყო­ბი­ლი რუ­სე­ბის მი­მართ ან რუ­სე­თის სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­მართ? თუ მე ვვაჭ­რობ უფ­რო ძლი­ერ ბა­ზარ­თან და ის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემ­თ­ვის წმინ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მი­ერ რუ­სეთ­თან არ­სე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის რე­ჟი­მი უნ­და გა­და­ი­სინ­ჯოს. ეს არც იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­სი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო გახ­ს­ნი­ლი არ არის. ასე რომ აქ მარ­ტი­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი გათ­ვ­ლა­ა. სხვა ქვეყ­ნებს თა­ვი­ან­თი გათ­ვ­ლა აქვთ, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის აქეთ არის ორი, იქით არის თოთხ­მე­ტამ­დე, თა­ნაც ის პი­რო­ბე­ბი უფ­რო სტა­ბი­ლუ­რი­ა.

რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით ვლა­დი­მირ პუ­ტინს, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას?

რთუ­ლია ასეთ ღია დის­კუ­სი­ა­ში პუ­ტინ­ზე სა­უ­ბა­რი. ვფიქ­რობ, პუ­ტი­ნი ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­კითხე­ბის რე­ა­ლუ­რად გა­დამ­წყ­ვე­ტი ადა­მი­ა­ნი. მას პი­რა­დად არ ვიც­ნობ, მაგ­რამ, იმე­დი მაქვს, ის არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მომ­ხ­რე და ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კ­ვე­ულ მო­მენ­ტ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თულ­-­რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აგე­ბა. მე ამის იმე­დი მაქვს.

თუ არ­სე­ბობს რუ­სე­თის­გან კი­დევ ერ­თი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის საფ­რ­თხე?

სწო­რედ რუ­სე­თის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი დოქ­ტ­რი­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვხდე­ბით ხოლ­მე მომ­ს­წ­რე იმი­სა, რომ სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას უც­ბად ჩნდე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რე­ბი.

ამ ქმე­დე­ბებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, დევს პუ­ტი­ნის ირა­ცი­ო­ნა­ლო­ბა...

გა­აჩ­ნი­ა, რო­გო­რია მი­სი ხედ­ვა. თუ მას მი­აჩ­ნი­ა, რომ რუ­სე­თის სიძ­ლი­ე­რე უნ­და აღ­დ­გეს არა კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბით, არა­მედ სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ით, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამით შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტებ­ში პა­ტარ­-­პა­ტა­რა სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოს, სა­ბო­ლო­ოდ, ეს არ არის მო­გე­ბი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა. შე­იძ­ლე­ბა, რუ­სე­თის­თ­ვის ცხინ­ვა­ლის ოკუ­პა­ცია გარ­კ­ვე­ულ მო­მენ­ტებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო იყოს ძა­ლის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ შორს მი­მა­ვალ გეგ­მებ­ში ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი მის­თ­ვის ეკო­ნო­მი­კუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო ვერ იქ­ნე­ბა და ვე­რა­ფერს მო­უ­ტანს რუ­სე­თის სა­ხელ­მ­წი­ფოს. კი­დევ უფ­რო შორს რომ წა­ვი­დეთ, რუ­სე­თი არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა ასე­თი უხ­ვი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თუ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სით. ამ უზარ­მა­ზა­რი, ნა­ხე­ვა­რი გლო­ბუ­სის ხე­ლა ქვეყ­ნის­თ­ვის ცხინ­ვა­ლის და­მა­ტე­ბა, ვფიქ­რობ, არა­ნა­ი­რი ლო­გი­კით არ შე­იძ­ლე­ბა აიხ­ს­ნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მჯე­რა, რომ გარ­კ­ვე­ულ მო­მენ­ტ­ში ყვე­ლა დე­ტა­ლუ­რად გა­ვი­აზ­რებთ იმას, რომ ამ აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია მი­ი­ღო რა­ი­მე სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი სარ­გე­ბე­ლი. ასეა ცხინ­ვა­ლი­სა და აფხა­ზე­თის შემ­თხ­ვე­ვა­შიც – აქ მო­გე­ბუ­ლი არა­ვი­ნა­ა. რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი­ა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ წა­ვა­გეთ. ასე­ვე, იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ამ კვა­ზი­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში, ამის შე­დე­გად არც მა­თი ცხოვ­რე­ბა გა­მოს­წო­რე­ბუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თაც წა­ა­გეს. იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვენ­თან გად­მოს­ვ­ლას და ურ­თი­ერ­თო­ბას ცდი­ლობს, სურთ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღონ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან და ამი­ტო­მაც უვ­ლე­ბენ მავ­თულ­ხ­ლარ­თებს. იქი­დან აქეთ წა­მოს­ვ­ლა უნ­და ხალხს. რუ­სეთ­მა ამ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რი­ას მი­ა­მა­ტა ცხინ­ვა­ლი და ამით სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყ­მა მი­ა­ყე­ნა სა­კუ­თარ თავს...

კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ომებს ყო­ველ­თ­ვის აწარ­მო­ებ­დ­ნენ რა­ღაც ლო­გი­კით, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე რე­სურ­სის ან ტე­რი­ტო­რი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად, ან თუნ­დაც გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ღ­ვე­ვის მიზ­ნით. გარ­კ­ვე­უ­ლი ლო­გი­კა იყო... ვფიქ­რობ, უნ­და დას­რულ­დეს ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ომე­ბის წარ­მო­ე­ბა და რე­გი­ონ­ში რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბა­ზე გა­და­ვი­დეთ.

მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ახა­ლი რკი­ნის ფარ­და ეშ­ვე­ბა რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის?

ძა­ლი­ან არ მო­მინ­დე­ბო­და, ასე ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ თუ მავ­თულ­ხ­ლარ­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რ­დე­ბა ცხინ­ვალ­თან, აფხა­ზეთ­თან, მას გა­ავ­ლე­ბენ უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა ად­გი­ლებ­ში, მო­ე­დე­ბა მთელ ევ­რო­პას. ამ­დე­ნი აკ­რ­ძა­ლუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი ბა­რი­ე­რის გა­ჩე­ნა ევ­რო­პის რუ­კა­ზე, სა­ბო­ლო­ოდ, რთულ რე­ა­ლო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, ჩვენ­მა პარ­ტ­ნი­ო­რებ­მა დღეს­ვე უნ­და გა­მო­ხა­ტონ, რომ ეს მათ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. ამას აკე­თე­ბენ კი­დეც და, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მა­თი მხრი­დან არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ავი­თა­რე­ბენ, ამის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა. მავ­თულ­ხ­ლარ­თე­ბის თი­თო­ე­უ­ლი მეტ­რის გავ­ლე­ბას ისი­ნი მკვეთრ გან­ცხა­დე­ბებს უპი­რის­პი­რე­ბენ, მაგ­რამ ეს ხდე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის დროს. მი­მაჩ­ნი­ა, რომ სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა არა კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­გა­ლი­თად, ცხინ­ვა­ლის, ლუ­გან­ს­კის, სო­ხუ­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რად.

(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში).

წინა სტატია

სოციოლოგიის ეროვნულ-დემოკრატიული შუქ-ჩრდილები
13 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

დასავლეთის სანქციების გავლენა რუსეთზე
15 ოქტომბერი, 2014
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა