აქტივების ფლობა და გენდერული უთანასწორობა საქართველოში

საქართველოში ქონებას კაცები უფრო ხშირად ფლობენ, ვიდრე ქალები და განსხვავება თითქმის ყველა ტიპის ქონებას შეეხება. სტატისტიკის სამსახურის კვლევის მიხედვით, დოკუმენტირებულ საცხოვრისს გამოკითხული მამაკაცების 46.3%  ფლობს, მაშინ როდესაც ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 33.4%-ია. საცხოვრებულ სახლის გაცხადეული მფლობელი კაცების 80.4% და ქალების 75.9%  -ია. თუკი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას დოკუმენტირებულად მამაკაცების 30.6% ფლობს, ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში მხოლოდ 12.6%-ია. გაცხადებული მფლობელობის შემთხვვაში კი კაცების 47.7% ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწას, ხოლო ქალების 34.1%.  

ყველა აქტივებს შორის, ყველაზე დაბალი ფინანსური აქტივების მფლობელობის წილი აღმოჩნდა, რაც განპირობებულია იმით, რომ რესპონდენტებისთვის ფინანსურ აქტივებზე საუბარი უსიამოვნო იყო. სრულწლოვან მოსახლეობაში მხოლოდ 2%-მა დააფიქსირა ფინანსური აქტივების ფლობა. არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების მფლობელობის წილი მამაკაცებისთვის 10%, ხოლო ქალებისთვის 6% შეადგინა. 

ძირითადი წყარო, რომლის მეშვეობითაც მოხდა მამაკაცი და ქალი მფლობელების მიერ აქტივების მიღება, არის ყიდვა.  

მემკვიდრეობით ან საჩუქრის სახით გადაცემის ფორმების შემთხვევაში მამაკაცების უპირატესობა ვლინდება. აღნიშნული უპირატესობა განსაკუთრებით დიდია საცხოვრისის მემკვიდრეობით ან საჩუქრად მიღების მეთოდებისთვის, სადაც მამაკაცების წილი ორჯერ აღემატება ქალების წილს. ეს ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას ტრადიციული აღქმით, რომ მამაკაცები პრივილეგირებული არიან მემკვიდრეობის მიღების დროს. კერძოდ, თუკი საცხოვრებელი სახლი მემკვიდრეობით კაცების 46.1%-ს აქვს მიღებული ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 17.0%-ია.  მეორეს მხრივ, ქალი მფლობელების 20%-ზე მეტი ფლობს უძრავ აქტივებს ქორწინების გზით (საცხოვრისი, სასოფლო- სამეურნეო მიწა და სხვა უძრავი ქონება), მაშინ როდესაც მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ს უტოლდება. 

განცხადებული მფლობელების უმეტესობა ამჟამად დასაქმებულია. ქალი მფლობელების დაახლოებით ნახევარი არ არის ჩართული ეკონომიკურ აქტივობაში. განათლების დონის მიხედვით, საცხოვრისისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელთა უმეტესობას მიღებული აქვს საშუალო განათლება, ხოლო სხვა უძრავი ქონების მფლობელების უმეტესობას - უმაღლესი და უმაღლესის შემდგომი განათლება. განათლების მიხედვით, ქალსა და მამაკაცს შორის მნიშვნელოვანი უთანასწორობა არ გამოიკვეთა. უძრავი ქონების უმეტესი განცხადებული მფლობელი არის 30-49 ან 60 წლის და უფროსი ასაკის. 

ჩვენ გირჩევთ

5G და საქართველო

"მილიონერი" გადამხდელები საქართველოში

წინა სტატია

წყალსადინრის ოსტატები ფინანსური ტექნოლოგიიდან
02 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

Why Georgia Belongs on Your Travel Wish List
02 ივლისი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა