თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქართველოსა და მსოფლიოში

თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქართველოსა და მსოფლიოში

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ნებისმიერი პირი, რომელიც კვირაში 1 საათზე მეტ ხანს მუშაობს დასაქმებულად ითვლება. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში თვითდასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის სფეროში. ასე მაგალითად, OECD -ის კვლევის მიხედვით, კოლუმბიაში დასაქმებულების ნახევარზე მეტი თვითდასაქმებულია.  

ევროპაში თვითდასაქმებულთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბერძნეთშია და ის 34%-ს აღემატება. ე.წ. სკანდინავიის ქვეყნებში კი ყველაზე ნაკლები თვითდასაქმებული პირია. თუმცა ზოგიერთ ქვეყენაში ეს რიცხვი 10%-ზე დაბალია.  

საქართველოში, საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თვითდასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში შემდეგია:  

  • საქართველო – 51.7%
  • კოლუმბია – 51.3%
  • საბერძნეთი – 34.1%
  • ბრაზილია – 32.9%
  • თურქეთი  – 32.4%
  • სამხრეთ კორეა – 25.5%
  • იტალია – 23.9%
  • ესპანეთი – 16.9%
  • გაერთიანებული სამეფო – 15.4%
  • საფრანგეთი – 11.8%
  • იაპონია – 10.6%
  • გერმანია – 10.4%
  • კანადა – 8.6%
  • რუსეთი – 7.5%
  • აშშ – 6.4% 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *