ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა - უმსხვილესი ექსპორტიორების TOP-10

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: 

  • იაპონია - 200% (130 638 ბოთლი)
  • ჩეხეთი - 134% (30456)
  • ყირგიზეთი 81% (140370),
  • სამხრეთ კორეა - 78% (31650)
  • ნიდერლანდები - 68% (38799)
  • დიდი ბრიტანეთი - 67% (46782) 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: 

  • რუსეთი - 24 022 113 ბოთლი
  • უკრაინა - 4 191 217 ბოთლი
  • ჩინეთი - 2 975 804 ბოთლი
  • ყაზახეთი - 1 652 292 ბოთლი
  • პოლონეთი - 1 573 328 ბოთლი 

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 190-მა კომპანიამ განახორციელა.

ღვინის ყველაზე მსხვილი 10 ექსპორტიორი ქართული კომპანია კი შემდეგია: 

  • ს.ს. თელიანი ველი 
  • შპს ბადაგონი
  • ყვარლის სარდაფი
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • შპს BOLERO & COMPANY
  • შპს ტიფლისკი ვინნი პოგრებ
  • ს.ს. თბილღვინო
  • დუგლაძეების ღვინის კომპანია
  • შპს ქართული ღვინის სახლი
  • სს თელავის ღვინის მარანი

კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

ჩვენ გირჩევთ

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.6 პროცენტით გაიაფდა

ეტლი, რომელსაც გამარჯვებამდე მიჰყავხარ

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.6 პროცენტით გაიაფდა

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.6 პროცენტით გაიაფდა

წინა სტატია

ამერიკის ახალი "სილამაზის ინდუსტრიის" მილიარდერი
05 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორების რეიტინგი
05 ივლისი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა