ივნისში უცხოური ვალუტის რეზერვები 10 მილიონი დოლარით შემცირდა

2018 წლის ივნისში წინა თვესთან, მაისთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 10 მილიონი დოლარით (0.4%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 48 მილიონი დოლარით (1.7%-ით) არის გაზრდილი.

2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 359 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი - 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 30 ივნისს არსებული რეზერვების მოცულობა 86 მილიონი აშშ დოლარით ჩამორჩება.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორების რეიტინგი

რომელი ქვეყნის მოქალაქეები ხარჯავენ მეტ თანხას საქართველოში მოგზაურობისას

მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორების რეიტინგი

მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორების რეიტინგი

უცხოური ვალუტის რეზერვები რეზერვები ეროვნული ბანკი

წინა სტატია

Different But Compatible
06 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

რკინიგზის შემოსავლები კვლავ შემცირდა
09 ივლისი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა