ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 86,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 13,2 ათასიტონით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით და 1,9 ათასი ტონით მეტია გასული წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 48,1 ათასი ტონა (მატება 5,0 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 38,8 ათასი ტონა კლება 18,2 ათასი ტონით).

სულ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელისსაწვავი) იმპორტმა შეადგინა 16,8 ათასი ტონა, რაც 60 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდი სმაჩვენებელს.

მათ შორის, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 256,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 260,1 ათასი ტონა.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიებს, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ყველაზე მეტი მოცულობის იმპორტი შემდეგმა კომპანიებმა განახორციელეს:

  • ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • რომპეტროლ საქართველო
  • ლუკოილ-ჯორჯია
  • სან პეტროლიუმ ჯორჯია

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობაგანხორციელდა თურქმენეთიდან – 21,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 19,2 ათასი ტონა (22,1%); ბულგარეთი – 17,9 ათასი ტონა (20,6%); რუსეთი – 16,6 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანი – 6,3 ათასი ტონა(7,2%), საბერძნეთი – 5,8 ათასი ტონა (6,7%);

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდიმოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 143,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 128,3 ათასი ტონა (24,8%); თურქმენეთი – 91,8 ათასი ტონა (17,8%); აზერბაიჯანი – 73,7 ათასი ტონა (14,3%), ბულგარეთი – 51,1 ათასი ტონა (9,9%); საბერძნეთი – 28,2 ათასი ტონა (5,4%).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *