დღეს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4405 შეადგინა. ეროვნული ბანკი დოლარს ლარის კურსის გამყარების ტემპის შესანელებლად ყიდულობს. ამასთან, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს ზრდის.

ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ დოლარი 28 ივნისსაც შეიძინა. 2018 წელს კი ჯამში 60 მლნ დოლარი აქვს შესყიდული.

ლარის კურსის ცვლილებას გარკვეული სეზონური ხასიათ აქვს, გაზაფხულ-ზაფხულში გამყარების ტენდენციით ხასიათდება, ხოლო შემოდგომიდან მნიშვნელოვნად უფასურდება. ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე სწორედ აღშნული სეზონურობის კურსზე გავლენის შემცირებისკენაა მიმართული.

წინა სტატია

მსოფლიოს მილიარდერი პოლიტიკოსები
11 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

Billionaire politicians of the world
11 ივლისი, 2018
რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?
სტრატეგიები | იან, 13, 2019
საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება
ბიზნესი | იან, 10, 2019
10 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომერი საქართველოში
რეიტინგი | იან, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა