პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სამი ახალი მინისტრის წარადგინა.

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას მიხეილ ბატიაშვილი დაიკავებს, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამფუძნებელია.

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი ქობულია დაიკავებს. იგი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და შემდგომ ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. ქობულია 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ (McKinsey) გუნდის წევრია და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევს კონსულტირებას: ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და ასევე წიაღისეულის მომპოვებელ-გადამმუშავებელ კომპანიებს, რაც მოიცავს მათ ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, სტრატეგიის შემუშავებას, შესყიდვების მწყობრი სისტემის დანერგვას და მრავალ სხვა მიმართულებას.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ივანე მაჭავარიანი დაიკავებს. ივანე მაჭავარიანს ბოლო წლებში კომპანია “ჯეოსელის” კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ივანე მაჭავარიანს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1991-1996 წლები) ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი კორპორატიული ფინანსების განხრით. რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 1997 წლიდან მუშაობდა "თელია სონერას" ჯგუფში შემავალ კომპანია "ჯეოსელში". სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მისი კარიერა სუპერვაიზორის თანამდებობაზე დაიწყო და 2001 წლიდან იყო ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი. 2013 წლიდან იკავებდა კომერციული დირექტორის თანამდებობდას. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჩვენ გირჩევთ

რკინიგზის შემოსავლები კვლავ შემცირდა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენს მუშაობის სტილს

რკინიგზის შემოსავლები კვლავ შემცირდა

რკინიგზის შემოსავლები კვლავ შემცირდა

წინა სტატია

Billionaire politicians of the world
11 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

Dünyanın milyarder politikacıları
11 ივლისი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა