15 საუკეთესო სანაპირო ევროპაში

ვიდრე ქვეყანა ქარიშხალ “ემასა” და ციმბირული “მხეცივით” მოვარდნილი ყინვების შემდეგ თანდათანობით გონს მოდის, ჩვენ თბილ დღეებზე ვოცნებობთ და ვარჩევთ საუკეთესო სანაპიროებს ესპანეთში, პურტუგალიაში, იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და ხორვატიაში.  

პორტუგალია  

ტროია-გალე (TRÓIA GALÉ), ლისაბონის მახლობლად  

სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი

მაშველები: დიახ

კაფე/ კიოსკი: დიახ

ტროიას ნახევარკუნძული, თავისი 1.600 კილომეტრის სიგრძის თეთრქვიშიანი სანაპიროთი, ლისაბონის სამხრეთით დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარეობს. აქ მოსახვედრად ყველაზე მარტივი გზა ქალაქ სეტუბალიდან ბორნით მგზავრობაა, რომლის დროსაც შეიძლება დელფინებსაც მოჰკრათ თვალი. ასევე შესაძლებელია კომპორტას კურორტის გავლით მანქანით მგზავრობა, რაც ერთ საათზე ცოტათი მეტ დროს წაგართმევთ. ტროია-გალეს სანაპირო გამოირჩევა თავისი სიმშვიდით, არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობით და არაბიდას მთების თვალწარმტაცი ხედით. ტროიას ყურეში ატლანტის ოკეანე სხვა ადგილებთან შედარებით უფრო მშვიდია და საცურაოდ შესაფერი. ოკეანის მახლობლად მდებარეობს Tróia Residence-ი, სადაც ივნისში აპარტამენტების ფასი €107-დან იწყება. 

სამოკეირა (SAMOQUEIRA), ალენტეჟუ

სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი

მაშველები: არა

კაფე/ კიოსკი: არა 

ეს პატარა პლაჟი ალენტეჟუს სამხრეთ სანაპიროზე გადათეთრებული სოფელ პორტო-კოვოს ჩრდილოეთით, კლდოვან ყურეში მდებარეობს. ზოგიერთი ამ ადგილს ფრიალო კლდის გრძელი ბილიკის გამო თავს არიდებს, მაგრამ სწორედ ამიტომაა, რომ აქ გაცილებით მეტი სიმშვიდეა, ვიდრე სოფლის მთავარ სანაპიროზე. როდესაც ტალღები დაბალია, ლაგუნებში გუბეები ჩნდება, სადაც ბავშვები სიამოვნებით წუწაობენ. ზღვიდან 500 მეტრის დაშორებით საკუთარი საცურაო აუზის მქონე Camping Porto Covo მდებარეობს, სადაც ორკაციანი კარვის ადგილი ღამეში €12-დან იწყება, ხოლო ბუნგალოების ფასი – €50-დან. 

ესპანეთი 

პლაია-დე-კარნოტა (PLAYA DE CARNOTA), გალისია 

სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი

მაშველები: არა

კაფე/ კიოსკი: სანაპირო კაფე A Morosa 

ნახევარმთვარის ფორმის ეს 7-კილომეტრიანი პლაჟი გალისიის მხარეში ყველაზე გრძელ სანაპიროდ არის მიჩნეული. ურბანული დასახლებიდან მოშორებით მდებარე პლაია-დე-კარნოტაზე მოხვედრილ დამსვენებელს თოვლივით ქათქათა ქვიშითა და მთების ხედით დატკბობის საშუალება აქვს. სანაპირო შედარებით უშფოთველი

და ხალხისაგან დაცლილია, მათ შორის – ადგილობრივებისაგან. აქ მისვლა შესაძლებელია მანქანითაც, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პლაჟზე საშხაპეები არ არის. აუცილებლად გასინჯეთ სანაპიროს ზევით, მთავარი გზიდან მოშორებით მდებარე კაფე A Morosa-ში მომზადებული მოლუსკები და კალმარები. დასარჩენად გირჩევთ სასტუმრო Casa Rural San Cibran-ს, რომელიც 15 წუთის სავალზეა (ორადგილიანი ნომრის ფასი საუზმის ჩათვლით €50-დან).

პლაია-დე-ლა-ფრანკა (PLAYA DE LA FRANCA), ასტურია 

სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი 

მაშველები: დიახ 

კაფე/ კიოსკი: სანაპირო კაფე Los Emilios 

მდინარე კაბრას შესართავთან მდებარე სანაპირო გამწვანებული კლდეებით არის გარშემორტყმული. ქვიშა აქ წვრილი და ოქროსფერია, ხოლო როცა ტალღები გადადის, ელ-ოსოსა და ელ-ვივერუს ყურეში ფეხითაც შეიძლება გადასვლა. სასტუმრო Mirador de La Franca-ში ორადგილიანი ნომრების საწყისი ფასი სულ რაღაც €59-ა. აქ დიდი, კომფორტული ოთახები და რესტორანია, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ლანჩის დროს ეწვიეთ სანაპიროზე მდებარე ბარ Los Emilios-ს და შერეული პაელა შეუკვეთეთ. 

პლაია-დე-კალბლანკი (PLAYA DE CALBLANQUE), მურსია  

სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი 

მაშველები: 11:00 -20:00 

კაფე/ კიოსკი: არა 

კართაგენადან ნახევარი საათის სავალზე მდებარე პლაია-დე-კალბლანკი იმ ნაკრძალის ნაწილია, რომელიც 1987 წელს თავისი მდიდარი ფაუნისა და ფლორის წყალობით დაცულ ზონად გამოცხადდა. თოლიები და წინტალები უიშვიათესი სახეობის წყლის მცენარეებთან თანაარსებობენ. მთელი მიდამო გარშემორტყმულია კრისტალივით კამკამა წყლით, ოქროსფერი ქვიშითა და გამწვანებული გორაკებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხმელთაშუა ზღვის ბევრი სანაპიროსაგან განსხვავებით, კალბლანკი არასოდეს არის გადავსებული (გაითვალისწინეთ, რომ ივლისსა და აგვისტოში აქ მანქანით გადაადგილება იკრძალება). საჭმელად პაია-ჰონდას ჩრდილოეთით, მანქანით 15 წუთის სავალზე მდებარე Restaurante Malvasia-ს ეწვიეთ. მართალია, ეს ცოტა არ იყოს ძვირი რესტორანია, სამაგიეროდ ისეთი კლასიკური კერძები, როგორიცაა შაშხი, ფუა-გრა (ბატის ან იხვის ღვიძლის პაშტეტი) და არტიშოკი არასოდეს გაგიცრუებთ იმედს. ქალაქში მდებარე სასტუმრო NH Cartagena-ში ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი (საუზმის გარეშე) €90-ა. 

ლოს-ჯენოვეზე (LOS GENOVESES), ალმერია  

სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი

მაშველები: არა

კაფე/ კიოსკი: არა 

 პლაია-დე-ლოს-ჯენოვეზეს სახელი უკავშირდება 1147 წელს ესპანეთის მეფე ალფონსო VII-ის დასახმარებლად ჩამოსულ ჯენოვეზიურ ხომალდს, რომელიც მურიის ქალაქ ალმერიის გასათავისუფლებლად იბრძოდა. სანაპიროს სიგრძე ერთ კილომეტრს აღემატება. იგი გარშემორტყმულია ოქროსფერი დიუნებით, სადაც ადგილობრივი ფლორის ისეთ ნიმუშებს იხილავთ, როგორიცაა ოპუნციები. წყალი კამკამა და მშვიდია. აქ არც შენობებია, არც კაფე-ბარები, არც გზები და საერთოდ ურბანიზაციის არანაირი ნიშანი არ შეინიშნება. ერთადერთი ადგილი, სადაც ზაფხულის მხურვალე მზისგან შეგიძლიათ შეაფაროთ თავი, სანაპიროს ჩრდილოეთ ბოლოში ჩამწკრივებული ხეების რიგია. ლოს-ჯენოვეზეს სანაპიროზე მოხვედრა შესაძლებელია მანქანით, გარდა ივლისისა და აგვისტმოგზაურობა  ოსი, როდესაც დამსვენებელთა უმეტესობა უფრო ხშირად ფეხით, ზოგჯერ კი ავტობუსით ჩამოდის. გემრიელი ზღვის პროდუქტებისათვის ეწვიეთ გზიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სან-ხოსეში მდებარე რესტორან 4 Nudos-ს. აქვე მდებარეობს სასტუმრო Doña Pakyta, სადაც ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი საუზმის ჩათვლით €77-ა. სასტუმროს თეთრად შეღებილი ოთახებიდან ზღვის ხედი იშლება. 

იტალია  

ლა-ფენილია (LA FENIGLIA), ტოსკანა 

 სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი

 მაშველები: ზოგიერთ ადგილას 

კაფე/ კიოსკი: უამრავი  

მიბაძეთ ადგილობრივებს, მზეზე გახუნებული ნაფოტებისაგან და სარონგისაგან ბალდახინი ააშენეთ და მის ქვეშ მოთმინებით დაელოდეთ საზამთროს გამყიდველის მოსვლას. არჯენტარიოს მხარეს, კერძოდ Country Relais La Mortella-ში არის პატარა ვილა ბაღებით, საცურაო აუზით, ველოსიპედებით სანაპიროზე მისასვლელად და ორადგილიანი ნომრებით, რომელთა საწყისი ფასი საუზმის ჩათვლით €130-ა.

ლა-სკალა-დეი-ტურკი (LA SCALA DEI TURCHI), სიცილია (აგრიჯენტოსმახლობლად) 

 სანაპიროს ტიპი: კლდიანი 

მაშველები: არა

კაფე/ კიოსკი: არა  

ტალღებმა ლა-სკალა-დეი-ტურკის კირქვის სანაპირო ჰაეროვანი ბეზეს ბუნებრივ კიბეებად აქციეს, რომლებიც პირდაპირ ლაჟვარდისფერ წყალში ჩადის. სანაპიროზე მისვლა, ცოტა არ იყოს, საშიშია, რადგან სანაპიროს გასწვრივ ბილიკები, ტალღებმა ბუნებრივ ქვად რომ გადააქცია, ძალიან ვიწროა. თავად სანაპირო ბუნების უდიდესი არქიტექტურული შედევრია და აუცილებლად ღირს მისი ნახვა, თუმცა ამისათვის სათანადოდ უნდა მოემზადოთ: აუცილებლად წაიღეთ თან ბევრი წყალი და მზის ქუდი ან რაიმე სხვა სახის მზისაგან დამცავი საშუალება. გასაჩერებლად გირჩევთ რამდენ იმე კილომეტრის მოშორებით მდებარე სასტუმრო Masseria Agnello-ს, სადაც ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი €150-ა. მართალია, სასტუმრო სანაპიროსაგან მოშორებით მდებარეობს, მაგრამ იქ დაბინავებას ნამდვილად არ ინანებთ.  

საფრანგეთი  

პლაჟ-დე-ლუილი (PLAGE DE L’OUILLE), პერპინიანის მახლობლად 

სანაპიროს ტიპი: კენჭიანი

 მაშველები: არა 

კაფე/ კიოსკი: L’Imprévu  

კოტ-ვერმეილეში მდებარე კოლიურ-და-არჟელესის პლაჟები ზაფხულში ტურისტებით არის სავსე, სამაგიეროდ, მათ შორის განლაგებული კლდოვანი Plage de l’Ouille შედარებით ხელუხლებელი ყურეა თავისი ქვიშიანი და კენჭებიანი სანაპიროთი. კლდიდან სანაპიროზე ბილიკით ჩამოდიხართ, სადაც 1905 წლის ზაფხულს მატისი კიმონოში გამოწყობილ თავის ცოლს – ამელის ხატავდა. შეგიძლიათ სანაპიროს ფერდობზე, კერძოდ Camping La Girelle-ში საპიკნიკე ადგილი იქირაოთ €17.50-დ, ან Argelès sur-Mer-ის გზაზე მდებარე სასტუმრო Les Mouettes-ში გაჩერდეთ, სადაც ორადგილიანი ნომრის ფასი საუზმის გარეშე €81-დან იწყება. შეგიძლიათ ეწვიოთ ბარ L’Imprévu-ს და გრილზე შემწვარი სარდინები მიირთვათ. 

პლაჟ-დე-ლიონი (PLAGE DU LION), ჟირონდა  

სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი 

მაშველები: დიახ 

კაფე/ კიოსკი: Truck du Lion  

Lacanau-Océan-ი საფრანგეთის ატლანტის ოკეანის სანაპიროებს შორის სერფერების ყველაზე საყვარელი კურორტია. თუ გსურთ სერფერებს თავი დააღწიოთ, სამხრეთით მდებარე პლაჟ-დე-ლიონს მიაშურეთ, რომელიც პლაჟ-სუდისა და პლაჟ-სუპერსუდის მიღმა მდებარეობს. ფიჭვნარს შორის ველოსიპედის ბილიკი და დიუნებია, რომლებიც პირდაპირ სანაპიროსაკენ მიდის. ეს ადგილი ბუნების მოყვარულთა და ნატურალისტთა ნამდვილი სამოთხეა. შეგიძლიათ გაჩერდეთ სასტუმრო îVilla Zénith-ში, სადაც ორადგილიანი ნომრების ფასი სულ რაღაც €55-ა, ხოლო საერთო საცხოვრებელში საწოლი €23 ღირს. პლაჟ-სუდთან ახლოს მდებარე Rainbow Café-ში საუზმეზე ჰავაიურ ავოკადოს ტოსტებს ამზადებენ. 

ხორვატია  

სვეტი იაკობი (SVETI JAKOB), დუბროვნიკი 

სანაპიროს ტიპი: კენჭიანი 

მაშველები: არა 

კაფე/ კიოსკი: დიახ  

დუბროვნიკი, როგორც წესი, სავსეა დამსვენებლებით. სწორედ ამიტომ, ივლისსა და აგვისტოში სამხრეთით მდებარე ეს პატარა სანაპირო ხალხმრავლობისგან საუკეთესო თავშესაფარია, რომელიც დამსვენებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. სანაპირო Sveti Jakob-ი ძველი ქალაქიდან 30 წუთის ფეხით სავალზე მდებარეობს. სანაპიროზე მისასვლელად კლდეში გამოყვანილი 160 კიბის საფეხურზე უნდა ჩახვიდეთ, რის გამოც ზოგი აქ მოსვლისაგან თავს იკავებს. უწვრილესი კენჭებით მოფენილი სანაპირო ნაწილობრივ ფიჭვის ხეების ჩრდილშია მოქცეული. სანაპიროდან ქალაქის ულამაზესი ხედები მოჩანს, ხოლო ზღვისპირა რესტორანში სალათებისა და თევზის კერძების დიდი არჩევანია. ივნისში Sveti Jakob apartments-ში ოთახის ღირებულება €75-ს შეადგენს. ყველა ოთახს აქვს აივანი, რომელიც სანაპიროს გადაჰყურებს. 

სანაპირო POSEDARJE, ზადარის მახლობლად  

სანაპიროს ტიპი: კენჭიანი/ კლდიანი 

მაშველები: არა კაფე/ კიოსკი: დიახ  

მართალია, ხორვატიაში ამაზე უფრო ლამაზი ადგილებიც არსებობს, მაგრამ მოგზაურობა ზადარიდან 25 კილომეტრის მოშორებით, ველებიტის მთების ჩრდილში მდებარე ეს მშვიდი სანაპირო გამოირჩევა თავისი ოჯახური ატმოსფეროთი და ულამაზესი კამკამა წყლით. შეგიძლიათ ორადგილიანი ნომერი იქირაოთ სანაპიროსხედიანი აივნით ამ მიდამოში ერთადერთ სასტუმრო Lucija-ში, სადაც ოთახის ფასი საუზმის ჩათვლით დაახლოებით €80-ა. სასტუმროს უბრალო ოთახებიდან პირდაპირ გადიხართ კერძო, კენჭიან საცურაო და გასარუჯ ადგილას. სანაპიროს ბულვართან მდებარე ბისტრო Pizza Luna-ში საკმაოდ დიდი ზომის ნოყიერ პიცას ამზადებენ. 

საბერძნეთი 

პლაკა (PLAKA), ნაქსოსი

სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი

მაშველები: დიახ 

კაფე/ კიოსკი: Misha  

კიკლადების ყველაზე დიდ კუნძულ ნაქსოსზე ბევრი არაჩვეულებრივი და ერთმანეთისაგან განსხვავებული სანაპიროა: ველური ყურეები სერფერებისთვის, ქვიშიანი დიუნები პატარებისთვის, წყლის სპორტის სახეობებისთვის მოსახერხებელი ადგილები ტინეიჯერებისათვის და განმარტოებული ყურეები ნუდისტებისათვის. ორი მილის სიგრძეზე გადაჭიმულ პლაკას თეთრქვიშიან სანაპიროზე ცოტ-ცოტა ყველაფერია: წყლის ველოსიპედები, კანოეები, ხალხმრავალი სანაპირო ბარები, უამრავი ტავერნა (აუცილებლად შეიარეთ სანაპირო ბარ Misha-ში) და რამდენიმე ნუდისტი უფრო მშვიდ, სამხრეთ კიდეში. სწორედ აქ მდებარეობს სასტუმრო კომპლექსი Medusa Resort-ი, სადაც ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი €138-ა. ზედ სანაპიროზე, პალმის ხეებს შორის განლაგებული სასტუმროდან შეგიძლიათ დააკვირდეთ, რა საოცრად ლამაზად ჩადის მზე. ასევე გასაოცრად გემრიელი, ადგილობრივი ორგანული ინგრედიენტებით მომზადებული ბერძნული კერძებისათვის (გამომცხვარი ლეღვი თხის ყველით) ესტუმრეთ კასტრაკის მახლობლად მდებარე რესტორან Axiotissa-ს. 

გრამვუსა (GRAMVOUSA), ამორგოსი  

სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი 

მაშველები: არა კაფე/ კიოსკი: არა

ამორგოსი კიკლადის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია, სადაც ფრანგმა კინორეჟისორმა ლიუკ ბესონმა თავისი ცნობილი ფილმი “ცისფერი უფსკრული” გადაიღო. კალოტარიტისადან დასავლეთით მიმავალ გზაზე თვალს მოფარებული ნალის ფორმის მქონე ყურეა. სანაპიროზე მდებარე ჯიხურში შეიძინეთ ცივი წყალი და ახლად შემწვარი ყველის ღვეზელი, შემდეგ მიდით ნავსაყუდელთან და სთხოვეთ ნავების გამქირავებელს 10 წუთის სავალზე მდებარე გრამვუსას პატარა უდაბურ კუნძულზე გადაყვანა. ამ ოქროსფერქვიშიან ყურეში შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ ისე, თითქოს ტალღებმა უკაცრიელ კუნძულზე გამოგრიყათ. უახლოესი ადგილი, სადაც გაჩერება შეიძლება, პორტ კატაპოლადან 45 წუთის მანქანით სავალზე მდებარე Hotel Minoa-ა, სადაც ორადგილიანი ნომრის საწყისი ფასი საუზმის გარეშე €45-ა. ეს არის ოჯახური ტიპის ძალიან მყუდრო პანსიონატი, რომელიც ზედ სანაპიროზე მდებარეობს. 

ვატი (VATHY), სიფნოსი 

 სანაპიროს ტიპი: ქვიშიანი

 მაშველები: არა კაფე/ კიოსკი: O Manolis and Tsikali  

სიფნოსი ნამდვილად არ გამოირჩევა საუკეთესო პლაჟებით კიკლადის სანაპიროზე. ბერძნები ხშირად ჩივიან, რომ შესანიშნავი სამზარეულოსა და ულამაზესი სოფლების მიუხედავად, აქაური ყურეები ძალიან პატარა და უსახურია. მათ შორის ვატი ბრწყინვალე გამონაკლისია: ნახევარრკალის ფორმის ქვიშიანი ყურე გარშემორტყმულია ქედებით, რომლებიც მას სრულიად იცავს ჩრდილოეთის ქარისაგან. მყუდრო და უშფოთველი ადგილი, თავისი არაღრმა წყლებით საუკეთესოა ოჯახთან ერთად დასასვენებლად. სანაპიროს გასწვრივ ქირავდება უბრალო ოთახები: Archipelago-ში ცისფრად და თეთრად შეღებილი სტუდიოს ტიპის ოთახების ფასი €70-დან იწყება. ტავერნებიდან გირჩევთ Tsikali-სა და O Manolis-ს, სადაც ძველებური ტავერნის მაგიდები პირდაპირ ქვიშაში უდგათ. ეს ის ადგილია, სადაც მთელი კვირა შეგიძლიათ საცურაო კოსტიუმში გაატაროთ და ფეხსაცმლის ჩაცმაც კი არ დაგჭირდეთ.

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს მილიარდერი პოლიტიკოსები

წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.3 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო

მსოფლიოს მილიარდერი პოლიტიკოსები

მსოფლიოს მილიარდერი პოლიტიკოსები

 

წინა სტატია

Başbakan, bakanlar yeni kabinesini sunmuştur
12 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

A New Concept of Industry for the Region
12 ივლისი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა