ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინტერნეტის სისწრაფეს ბრიტანული პორტალი Cable ყოველწლიურად ითვლის. წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გაუარესდა, - გასულ წელს ქვეყანა მსოფლიოში 70-ე ადგილს იკავებდა.  

ინტერნეტის სისწრაფის გამოსათვლელად პორტალმა 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდი აიღო და 160 მილიონზე მეტი ფართოზოლოვანი კავშირის მომხმარებლის ინფორმაცია შეადარა ერთმანეთს. კვლევის მიხედვით, საქართველოში 5 GB-იანი HD ხარისხის ფილმის ჩამოწერას საშუალოდ 1 საათი და 49 წუთი სჭირდება. ამასთან, საქართველოში ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 6.25 მეგაბიტია წამში (Mbps).  

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტი სინგაპურშია, - საშუალო სიჩქარე 60 მეგაბიტი წამში, 5 GB-იანი ფილმის ჩამოტვირთვის საშუალო დრო კი 11 წუთი და 18 წამი. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სწრაფ ინტერნეტს ხელს უწყობს, როგორც განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურა, ასევე მისი მცირე ზომის გეოგრაფია.  

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პირდაპირ არ აისახება ინტერნეტის სისწრაფეზე კონკრეტულ ქვეყანაში. მეორე და მესამე ადგილბს შვედეთი და დანია იკავებენ. ათეულში ვერ მოხვდა ვერც გერმანია და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. პირველი მათგანი სიაში 25-ე ადგილზეა, მეორე კი 20-ზე.  

მსოფლიოში ყველაზე ნელი ინტერნეტი თურქმენეთში, სომალისა და იემენშია.  

ყველაზე სწრაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნების ათეული კი შემდეგია:  

  • სინგაპური - საშუალო სიჩქარე 60,3 მეგაბიტი წამში 
  • შვედეთი - საშუალო სიჩქარე 46 მეგაბიტი წამში 
  • დანია - საშუალო სიჩქარე 43,9 მეგაბიტი წამში 
  • ნორვეგია - საშუალო სიჩქარე 40,12 მეგაბიტი წამში 
  • რუმინეთი - საშუალო სიჩქარე 38.6 მეგაბიტი წამში 
  • ბელგია - საშუალო სიჩქარე 36.7 მეგაბიტი წამში 
  • ნიდერლანდების სამეფო - საშუალო სიჩქარე 35.9 მეგაბიტი წამში 
  • ლუქსემბურგი - საშუალო სიჩქარე 35.1 მეგაბიტი წამში 
  • უნგრეთი - საშუალო სიჩქარე 34 მეგაბიტი წამში 
  • ჯერსის კუნძული - საშუალო სიჩქარე 30.90 მეგაბიტი წამში 

ჩვენ გირჩევთ

ამერიკის უმსხვილესი ქველმოქმედები

წლის შეჯამება

ამერიკის უმსხვილესი ქველმოქმედები

ამერიკის უმსხვილესი ქველმოქმედები

ინტერნეტი ინტერნეტის სისწრაფე მეგაბიტი სინგაპური

წინა სტატია

From Cryptokitty To Barking Dog: How Blockchain Is Helping Sustainability Efforts
16 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

ივნისში საქართველოს ექსპორტი 32 პროცენტით გაიზარდა
16 ივლისი, 2018
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა