ეკრანზეა იდეალური საქართველო

იქნება ეს ზონა მდიდარი კლიმატური პირობებით თუ ტუნდრა, მაღალმთიანი ზონის ალპური მდელო თუ უღრანი ტყე, მთელი წლის განმავლობაში თოვლით დაფარული მწვერვალები თუ მშვიდი, თვალწარმტაცი ველები, ხმაურიანი კავკასიური ქუჩები თუ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ნაგებობები – კამერები გადასაღებად მზადაა. მსოფლიოს კინემატოგრაფისტები მუდმივად ეძებენ არაჩვეულებრივ ადგილებს, რომლებსაც სცენარის, შესრულების სტილისა და რეჟისორული კრეატიულობის გარდა, რეალურად შეუძლიათ ფილმის ბედი გადაწყვიტონ.

შექმნილი მოწინავე ტექნოლოგია კინემატოგრაფისტებს დიდ დახმარებას უწევს. ის საშუალებას იძლევა რეალისტური ფონები დახურულ სტუდიებში ან გარეთ, მათი მუდმივი განლაგების ადგილებში დაიგეგმოს და აიგოს. ეს, რა თქმა უნდა, ხარჯებსაც ამცირებს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ფართომასშტაბიანი ფილმის გადასაღებად, გადამღები ჯგუფის საზღვარგარეთ წაყვანას არაფერი შეედრება. კინოს მომხიბვლელობა გადაღების ბუნებრივობაში მდგომარეობს, ხოლო ადგილი ფილმის წარმატებაში ძირითად როლს თამაშობს.

გარდა ამისა, ადგილი ხელს უწყობს ქალაქის ან ქვეყნის სახის შექმნას, რომელიც შემდგომში ტურისტებს იზიდავს, შემოსავალი მოაქვს და ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენას ახდენს. თავად ფილმის შექმნითა და შემდგომი ტურიზმის განვითარებით მიღებული შემოსავლის გენერირების პერსპექტივა ასევე განაპირობებს დიდი შემოსავლის წყაროს – კინოტურიზმის შექმნას, რომელიც ადამიანებს ეხმარება ეკრანზე ნანახი ადგილები გაითავისონ, წარმოიდგინონ, თითქოს თვითონაც ნამყოფები არიან იქ და ამით სიამოვნება პირადად გამოსცადონ. კინოტურიზმი ტურისტული მარკეტინგისთვის არამარტო შესანიშნავი საშუალებაა, ის აგრეთვე პროდუქტის განვითარების ისეთ ახალ შესაძლებლობებს წარმოგვიდგენს, როგორიცაა ლოკაციური ტურები, ფილმის მუზეუმები, გამოფენები და არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფილმთან დაკავშირებული თემატიზაცია. მსოფლიოს ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთო ინტერესების მქონე საწარმოო პარტნიორებთან: ავიახაზებთან, სასტუმრო და სატრანსპორტო კომპანიებთან რათა მსხვილბიუჯეტიანი კონოსტუდიები და ვარსკვლავური პლეადები თავიანთ ტერიტორიებზე მოიზიდონ. უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მთავრობა ქმნის სპეციალურ კინოკომისიებს, რათა შეაფასონ კინოგადაღების შესაძლებლობები და უფრო ფართო სურათი დაინახონ იმ ზეგავლენისა, რომელიც მათ ადგილობრივ ეკონომიკასა და ამ ადგილის შესახებ საერთო ინფორმირებულობაზე გავრცელდება.

საქართველოს ამ გამოცდილი მეთოდების ათვისების შესაძლებლობა აქვს. მათი საშუალებით ქვეყანა ახალი ეკონომიკური აქტივობის დაუყოვნებელ გენერირებას მოახდენდა. სრული პოტენციალით გამოყენების შემთხვევაში, ამ მეთოდებიდან ზოგიერთი, ქვეყნის ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტ კაპიტალს მოიზიდავდა. მარტივად რომ ვთქვათ, კინოტურიზმი არსებობს და მისი ზეგავლენის პოტენციალი საქართველოს ეკონომიკაზე არასათანადოდ შეფასებული არ უნდა იქნას.

ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის შეიძლება არსებითი იყოს, სამუშაო ადგილების შექმნითა და ახალგაზრდობის მოზიდვით დაწყებული, საერთაშორისო მოწონებითა და აღიარებით დამთავრებული. კინოინდუსტრიას აქვს საშუალება საქართველო აჩვენოს ისე, როგორც არც ერთ სხვა დარგს. დოკუმენტური ფილმები, გადაცემები მოგზაურობის შესახებ, კულინარული პროგრამები და მოდის შოუები რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ რა ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს დიდმა და პატარა ეკრანმა ადამიანებზე და მომავალში, მათ მიერ თავიანთი შემდეგი დასასვენებელი ადგილის არჩევაზე.

კინოსა და სატელევიზიო პროგრამების პროფესიონალებმა უნდა იცოდნენ, რომ თავისი მრავალფეროვანი პეიზაჟებით, შესანიშნავი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ლამაზი ადგილებით, მთელი წლის განმავლობაში ზომიერი კლიმატით, მრავალეროვანი სტუმართმოყვარე ხალხით, საქართველო ვიდეოგადაღებისთვის “გამზადებული” ქვეყანაა, რომელიც მაღალი ხარისხის გადასაღებ ადგილებს დაბალ ფასად გვთავაზობს. ეს პირობები, იდეალური მხატვრული ფილმების გადასაღებად ან კომერციული სატელევიზიო გადაცემების შესაქმნელად ყველა კინემატოგრაფისტისთვის ნამდვილად მიმზიდველი და საინტერესოა. საერთაშორისო კომერციული შესაძლებლობებიც სერიოზულია საქართველოში, ხოლო მართლაც სასურველ განლაგებას ნებისმიერი მასშტაბის გადაღებულ მასალას შეუძლია ნამდვილი წარმატება მოუტანოს. ეს ყველაფერი ადგილობრივ კომპანიებს გლობალურ პერსპექტივას შესთავაზებდა და საქართველოში გადაღების პირობების შესახებ პრეზენტაციის ფუნქციას შეასრულებდა.

ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ის გახლავთ, რომ საქართველოში გადაადგილება სულ რამდენიმე საათს იკავებს, რაც ხარჯების შემცირებასა და მუშაობის პროცესის დაჩქარებას ნიშნავს. პროდიუსერები საერთაშორისო აეროპორტის კომფორტით (პირდაპირი ფრენები 200-ზე მეტ ქალაქში) ისარგებლებდნენ, რაც მათი გადამღები ჯგუფის წამყვანი და ძირითადი წევრების სწრაფად შემოსვლას და გასვლას გააადვილებდა. ამასთან ერთად, თოვლით დაფარული მთები, მზიანი პლაჟები, ცარიელი უდაბნოები და უღრანი ტყეები დიდ პოტენციალს გვთავაზობს არა მარტო ამ ადგილების ტრადიციული კინობიზნესისთვის გამოსაყენებლად, არამედ აგრეთვე საინტერესოა ხელოვნების სფეროში მოქმედი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებსაც თვალწარმტაცი ფონების მქონე ფილმების შექმნა მცირე დანახარჯებით სურთ.

უშუალოდ ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, გრძელვადიანი პოტენციური სარგებელი კინოგადაღების ისეთ დამატებითი საქმიანობების განვითარებასა და დამკვიდრებას მოიცავს, როგორიცაა ვიდეომონტაჟი, ხმის წარმოება, კრეატიული და შემოქმედებითი მოღვაწეობა, ისეთი კაპიტალური ობიექტების მშენებლობა, როგორიცაა ხმის ჩამწერი პავილიონები და სტუდიები, დარგები, რომლებიც დამოუკიდებელ კინოგადაღებასთან, დოკუმენტურ ფილმებთან, მუსიკალურ კლიპებთან, რეკლამასა და ინტერაქტიური მედიის წარმოებასთანაა დაკავშირებული. უფრო ფართო მასშტაბებში, ადგილობრივ კინემატოგრაფისტებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ მზარდი ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც მათ ახალ პროექტებზე თანამშრომლობის ფარგლებში აამუშავებს.

კინოინდუსტრია დიდი შემოსავლის გენერატორია, რომელიც ბიზნესს საქართველოში საინტერესო ზრდის უფრო მეტ შესაძლებლობას შესთავაზებდა. გადამღები ჯგუფის, მსახიობებისა და ტექნიკური პერსონალისთვის მაღალანაზღაურებადი სამსახურების გარდა, საშუალო სტატისტიკური ფილმის გადაღება ბიზნესს ასობით და მეტ მიმწოდებელთან აკავშირებს. საწარმოო საქმიანობის მასშტაბი ფართოა, რაც შედეგად ადგილობრივი ბიზნესის სუბიექტებთან არსებით დანახარჯებს მოიტანდა. მოხდებოდა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა მრავალი სახის ადგილობრივი ბიზნესსუბიექტებისგან: სასტუმროების, რესტორნების, უძრავი ქონების გაქირავების, ხელოვნების ნიმუშების მაღაზიების, ხე-ტყისა და სამღებრო კომპანიების, აღჭურვილობისა და წვეულების მოსაწყობი ინვენტარის გამქირავებელი პუნქტების, კოსტიუმების გამქირავებელი პუნქტების, საკომისიო მაღაზიების, ქსოვილების მაღაზიების, საგზაო ნიშნებისა და მანიშნებლების დამამზადებელი საამქროების, ავტომობილების გამქირავებელი პუნქტების, ყავახანებისა და სხვების ჩათვლით.

***

ჯიმი გიტინჯი  -კინემატოგრაფისტი/ბიზნესმენი კენიიდან, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკურ და მოშორებულ კუთხეებში, 97-ზე მეტ ქვეყანაში, კინემატოგრაფიაში კარიერა შეიქმნა, რაც სხვა საქმიანობასთან ერთად, National Geographic-სა და Discovery Channel – ისთვის გადაღებას მოიცავს. ჯიმი ახლა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მოღვაწეობს. საკუთარ კომპანიაში, Jemak Films–ში, ამჟამად მრავალი საინტერესო პროექტის შემუშავებას ახორციელებს, ბათუმის ფესტივალის ჩათვლით, რომელიც 2015 წელს დაიწყება.

წინა სტატია

რატომ უნდა გამოიყენოს თქვენი კომპანიის ყველა თანამშრომელმა LinkedIn-ი
21 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

გენური ინჟინერია
22 ოქტომბერი, 2014
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა