ბეზოსის ახალი რეკორდი

ორშაბათს, 16 ივლისს Amazon-ის დამფუძნებლის ქონებამ $151 მილიარდს მიაღწია. ეს ნიშნული რეკორდული იყო არა მხოლოდ ბეზოსისთვის, - ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რაც Forbes პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონებას ითვლის 151 მილიარდი დოლარი, არასდროს არცერთი მილიარდერის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

დღის ბოლოს ბეზოსის ქონება შემცირდა და ამჯერად ის $149.7 მილიარდის მფლობელია. წლის დასაწყისიდან მისი ქონება $45 მილიარდით გაიზარდა, ხოლო ბოლო ერთ თვეში კი დაახლოებით 11 მილიარდი დოლარით. Amazon დამფუძნებელი კომპანიის 16%-ს ფლობს, ბოლო წლებში მან კომპანიის აქციების გასხვისებით მილიარდობით დოლარი გამოიმუშავა, ეს ფული კი ახალ კომპანიაში Blue Origin-ში მიმართა, რომელიც რაკეტების აწყობით არის დაკავებული.

დღეს ჯეფ ბეზოსი ბილ გეითსზე $56 მილიარდით მდიდარია. პლანეტის ნომერ მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება Forbes-ს $93.6 მილიარდად აქვს შეფასებული. აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის დამფუძნებელს $35 მილიარდზე მეტი აქვს ქველმოქმედებისთვის გაცემული. გეითსი ყველაზე მდიდარი 1999 წელს იყო, როდესაც მისმა ქონებამ 100 მილიარდს გადააჭარბა, რაც დღევანდელ დღეს, ინფლაციისა და დოლარის კურსის გათვალისწინებით დაახლოებით $151.2 მილიარდი იქნებოდა.

ბეზოსი კი Forbes მილიარდერთა სიაში ერთი წლით ადრე 1998 წელს გამოჩნდა. მაშინ მისი ქონება მხოლოდ $1.6 მილიარდი იყო. ქველმოქმედებაში გეითს არც ბეზოსი ჩამოუვარდება: წლის დასაწყისში მან ამერიკულ ორგანიზაციას, რომელიც მიგრანტების სწავლას აფინანსებს 33 მილიონი დოლარი გადასცა.

ჩვენ გირჩევთ

სად შეხვდებით ყველაზე ხშირად “Fake ახალ ამბებს“

ამერიკის უმსხვილესი ქველმოქმედები

სად შეხვდებით ყველაზე ხშირად “Fake ახალ ამბებს“

სად შეხვდებით ყველაზე ხშირად “Fake ახალ ამბებს“

ჯეფ ბეზოსი მილიარდერები ამაზონი ფორბსის რეიტინგი

წინა სტატია

ლარიზაციის ტრენდი
17 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

TOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე
17 ივლისი, 2018
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
26 წლის ნინუცა ნანიტაშვილი "გაერომ" ინოვატორ ქალთა შორის დაასახელა
ახალი ამბები ქართულად | მარ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა