გენები და გარემო: ემთხვევა თუ არა რეალობა თქვენს წარმოდგენას?

როდესაც საინფორმაციო სიუჟეტებს კითხულობთ იმის შესახებ, თუ რა ახდენს გავლენას ადამიანის განვითარებაზე დედის საშვილოსნოში ყოფნის დროს, როგორ ჩნდება სიმსივნე ან სიმსუქნე, ალბათ ასევე ნახულობთ ცნობებს გენებსა და გარემოზე.ზოგიერთ სტატიაში შესაძლოა ყურადღება გამახვილებული იყოს გენებზე გარემოსთან კავშირში, იყოს ნათქვამი, რომ რაღაც „ძირითადად” გენეტიკურია, რომ „გარემო”, გარკვეულწილად, ხელს უწყობს ორგანიზმის აშლილობას, კიდევ რაიმე ნიშან-თვისების წარმოქმნას.

ზოგიერთი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ გენეტიკაზე მსჯელობისას გარემოს ის ცნება, რომელსაც მეცნიერი გულისხმობს, შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს ამგვარი სტატიის კითხვით დაკავებული არასპეციალისტის წარმოდგენაში არსებული „გარემოსგან”, მაშინ როდესაც მეცნიერი ცოცხლად წარმოიდგენს ნატივური მოლეკულების ქაოსურ მიკროგარემოს ისეთნაირად, როგორც ეს მხოლოდ მეცნიერებს შეუძლიათ, ჩვეულებრივმა მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ საქმე უბრალოდ „ტოქსინებს” ან „ქიმიკალიებს” ეხება. ამიტომაც დავწერე ეს სტატია. იგი მიზნად ისახავს გენებისა და გარემოს შესახებ შექმნილი მეცნიერული სტატიის პოპულარული ენით განმარტებას.

სად იწყება და სად მთავრდება გარემო? მოდი, დავიწყოთ ბოლოდან... და დასაწყისიდან.

არც ერთი გენი იზოლირებული არ არის. თქვენი გენები ნაწილობრივ შედგება სპეციალური კოდისგან, რომელიც ნამდვილი ინსტრუქციების სახელმძღვანელოა. თქვენი უჯრედები ეყრდნობიან შინაგან მთარგმნელებს, რომელთა დახმარებით ხორციელდება ამ ინსტრუქციების გაშიფვრა და სხვადასხვა სახის პროტეინების გამოსამუშავებლად მათი სახელმძღვანელოდ გამოყენება. პროტეინები წარმოადგენენ მოლეკულებს, რომელთა საშუალებით თქვენი უჯრედები იძენენ ქსოვილებს, ორგანოებს, ორგანოების სისტემებს. თქვენ კი მათი სტრუქტურისა და ფუნქციის უმეტესობა გადმოგეცემათ. პროტეინები, ანუ ცილები უამრავ სამუშაოს ასრულებენ – საჭმლის დაქუცმაცებით, ქსოვილების წარმოქმნითა და ჩანაცვლებით დაწყებული, უჯრედების დაყოფის მართვით დამთავრებული. თქვენი უჯრედების უმეტესობა ცილების შექმნითაა დაკავებული, რაც კომპლექსური, დახვეწილად რეგულირებადი და ეტაპობრივი პროცესია, მაგრამ უჯრედები ამ პროცესს იზოლირებულად, გარედან მომდინარე ზეგავლენის გარეშე არ წარმართავენ.

რას წარმოადგენს კოდი, რომელსაც უჯრედი პროტეინების გამოსამუშავებლად იყენებს? კოდი, ანუ ინსტრუქციების სახელმძღვანელო, ყველა სახის ჩარევის მიმართ მეტად მგრძნობიარეა. მასზე ზემოქმედებას ფურცლის ამოხევის, დაკეცვის ან კიდევ ორი ფურცლის შეწებების მსგავსი ეფექტი აქვს. არ არის გამორიცხული კოდის სიტყვების შეცვლა - ზოგჯერ ოდნავ, ზოგჯერ აშკარად. შედეგად, ყველა სახის გენმა კოდში მოცემული სიტყვები შეიძლება აურ-დაურიოს და უჯრედმა გამოიმუშაოს პროტეინი, რომელიც არ იქნება ისეთი, როგორის შექმნაც თავდაპირველად იყო განზრახული. კორექტორის – (TM)-ის – უჯრედული ვერსიის საშუალებით შესაძლებელია კოდის შენიღბვა იმისათვის, რომ უჯრედმა მისი არსებობა ვერ გამოიცნოს. ზოგჯერ ამ ცვლილებებს თვალში საცემი შედეგი არ მოჰყვება, ზოგჯერ კი დიდი და ცუდი შედეგი მოსდევს, ისეთი, როგორიცაა ავადმყოფობა. არც სასარგებლო შედეგია გამორიცხული, მაგალითად, ავადმყოფობის მიმართ წინააღმდეგობა.

ეს კოდი ზის უჯრედში, რომელიც, თავის მხრივ, ტრილიონობით სხვადასხვა სამუშაოთი დაკავებული უჯრედისგან შემდგარი სხეულის ნაწილია. ეს უჯრედები რაღაც-რაღაცებს იღებენ გარემოსგან, მასპინძლობას უწევენ მილიონობით სხვა ორგანიზმს (თვითონ გარემოს), ყოველ წამს სახეცვლილებას განიცდიან და გადაადგილდებიან. მთელი სისტემის მუშაობა ემსახურება მიზანს, შეინარჩუნოს ადამიანის ორგანიზმის მთლიანობა, ფუნქციონირება მისი სიცოცხლისთვის მისაღები საზღვრების შიგნით. ამ პროცესების ერთობლიობამ შეიძლება კოდზე გავლენა მოახდინოს, რაც უჯრედის მიერ მის მთლიან ან ნაწილობრივ გამოყენებას გამოიწვევს, ასევე გარკვეულ სახეცვლილებას, ე.წ. „კორექტორით” მის შენიღბვას, უმნიშვნელოდ შესწორებას იმისას, რაც მისი ინსტრუქციებიდან გამომდინარეობს, ან, სულაც, მის უყურადღებოდ დატოვებას. ნებისმიერი კოდისთვის შეუძლებელია ასეთ სიტუაციაში ისე მუშაობა, რომ გარემოს გავლენისგან სრულიად თავისუფალი დარჩეს. ეს, ნაწილობრივ, იმიტომ ხდება, რომ თვითონ კოდია პირველწყარო და, გარემოს თვალსაზრისით, იგი საკუთარ თავზე ახდენს გავლენას. გარემოს გავლენის დიდი ნაწილი არა მხოლოდ იმაში ვლინდება, თუ რას ამბობენ ინსტრუქციები, არამედ იმაშიც, თუ როგორ მოქმედებს უჯრედი ამ ინსტრუქციებით. გარემო ზემოქმედებების ეს სიმრავლე ერთი მიზეზია იმისა, რომ იდენტური გენეტიკური კოდის მქონე ადამიანების დაავადებებს შორისაც კი შეიძლება არსებობდეს განსხვავება, რაც უმეტესწილად გენეტიკით არის გამოწვეული. არც ერთი გენი – არც ერთი კოდი – არ არის იზოლირებული. თქვენ არ ხართ მხოლოდ თქვენი გენები, არამედ გენები და თქვენი გარემო ერთად აღებული.

არც ერთი ბირთვი არ არის იზოლირებული. ჩვენი გენების უმრავლესობა აკურატულად არის ჩალაგებული დანარჩენ დნმ-თან ერთად მოლეკულური მასრების გარშემო, უჯრედოვან სეიფში, რომელსაც ბირთვი ეწოდება. ამ სეიფს იცავს პრეტენზიული გუშაგი, რომელიც შიგნით მხოლოდ სათანადო ინფორმაციის მატარებელ გარკვეულ მოლეკულებს უშვებს, თუმცა ბირთვის შიგნითაც არსებობს გარემო. ამ გარემოს არ ქმნიან „ტოქსინები” ან „ქიმიკალიები,” როგორც ამას გენების შესახებ საუბრისას, „გარემოს” ხსენებაზე, ბევრი ადამიანი წარმოიდგენს, მაგრამ ეს ძალზე ცოცხალი ადგილია თავისი საკუთარი გარემოთი. კოდის ზოგიერთი ნაწილი გამოყენების პროცესშია, სხვა ნაწილები მშვიდ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო უამრავი მოლეკულა აქეთ-იქით ფუსფუსებს და ენერგიულ მოქმედებას აწარმოებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს, მიბაძოს, გადაამუშაოს ან დაიცვას ეს მნიშვნელოვანი ინსტრუქციები. ამ ფუსფუსისა და ენერგიული მოქმედების თითოეულმა მონაკვეთმა ბირთვში არსებულ კოდზე შეიძლება გარკვეული კუთხით იმოქმედოს, ჩაერიოს მის მუშაობაში, გააძლიეროს მისი გამოყენება ან შემთხვევითი ცვლილებები გამოიწვიოს, რასაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, დიდი შედეგები მოჰყვეს.

არც ერთი უჯრედი იზოლირებული არ არის. ამ ბირთვული სეიფის გარეთ უჯრედის დიდი და ვრცელი სამყარო მდებარეობს. უჯრედი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ხალხმრავალი დედაქალაქის მოლეკულური ვერსია, უჯრედული გზატკეცილების კომპლექსური სისტემა, რომელსაც უჯრედი იყენებს პაკეტების უჯრედის შიგნით დასარიგებლად, თუ გარე სამყაროდან მათ მისაღებად, მის სამსახურში მყოფი მილიონობით მოლეკულის დანიშნულ დროს დანიშნულების ადგილას ტრანსპორტირებისთვის. მასში არის გენერატორი, მეორადი გადამუშავების ცენტრი, დაცვა დგას ჭიშკართან, რომლის იქით პროტეინის მწარმოებელი მოწყობილობა და გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, ყოველივე ამას კი ფოსტა აგვირგვინებს. თითოეული უჯრედი, ჩვეულებრივ, უამრავი სხვა უჯრედის გარემოცვაში იმყოფება. ყოველი მათგანი საკუთარი საქმით არის დაკავებული. ის, რაც ამ უჯრედის გარეთაა, გავლენას ახდენს უჯრედის შიდა ნაწილზე და ცვლილებები შეაქვს სატრანსპორტო ნაკადებში, პროტეინის წარმოებასა და შეფუთვაში, მოქმედებს სიგნალების გადაცემაზე, გზატკეცილების გასწვრივ მოძრაობასა და, ბოლოს, იმ სეიფის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, რომელსაც ბირთვს ეძახიან და რომელიც საბოლოო დანიშნულების ადგილია გარემოს ზემოქმედებით გამოწვეული შედეგების ჯაჭვში. დაწყებული უჯრედის გარე სივრცით, უჯრედის გავლით ბირთვამდე მიმავალ გზაზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი არის ის, რაზეც გარემოს შეუძლია იმოქმედოს – მთელ იმ პროცესზე, რომელსაც უჯრედი ახორციელებს თავის გენებზე – თავის კოდზე – ზემოქმედებით იმ პროტეინებისთვის, რომლებსაც ის აწარმოებს.

არც ერთი ქსოვილი ან ორგანო არ არის იზოლირებული. ძალიან ბევრი უჯრედი, რომლებიც ერთსა და იმავე ამოცანას ასრულებს თქვენს ორგანიზმში, ქსოვილს ქმნის. ქსოვილების ერთობლიობა, რომელიც ერთ ფუნქციას ასრულებს, ორგანოს წარმოადგენს. ავიღოთ ერთ-ერთი ორგანო, მაგალითად, ღვიძლი. მისი მეშვეობით თქვენი ორგანიზმი სიცოცხლეს ინარჩუნებს. ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ თქვენს უჯრედებს, ღვიძლი ნაკლებად მავნე სტრუქტურებში აღადგენს. ეთანოლის მსგავსი ნივთიერების, ალკოჰოლის მიღებისას, ღვიძლი მაშინვე მის გადამუშავებას იწყებს, რათა ეს ნივთიერება ჩვენი ორგანიზმისთვის ნაკლებად საზიანო გახადოს. აბა, თუ გამოიცნობთ რა ასრულებს ამ სამუშაოს? უჯრედთა ერთობლიობა, რომელიც ღვიძლს ქმნის. ღვიძლის გარემო უჯრედებისა და თითოეული უჯრედის გარემოცაა. ზეგავლენა უჯრედის ბირთვამდეც აღწევს. ბირთვი გარემოს ზემოქმედების ჯაჭვის საბოლოო დანიშნულების ადგილია. ადგილი, სადაც უჯრედის კოდია მოთავსებული.

თქვენ არ ხართ იზოლირებული. ნებისმიერ რამეს, რასაც არ უნდა შეხვდეთ ამ სამყაროში, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მთელ თქვენს ორგანიზმზე, პირდაპირ გენების დონეზე. მაშინ, როდესაც გენებზე გარემოს ზემოქმედების შესახებ საუბრობთ, ბევრი თქვენგანი „ტოქსინებს” ან „ქიმიკალიებს” წარმოიდგენს. თქვენი ორგანიზმის ქიმიკალიების ზემოქმედებისგან დაუცველობა (ქიმიკალიები შეიცავენ ჟანგბადს, წყალს, ბიოლოგიურ სითხეებს, თქვენ მიერ მიღებული საჭმლის საკვებ და არასაკვებ ნივთიერებებს, მედიკამენტებს, რომლებსაც შეიძლება იღებდეთ) ადამიანის ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების იმ უამრავ ფაქტორთა შორისაა, რომლებსაც, ჯაჭვური რეაქციის გზით, ბოლოს და ბოლოს გენებამდე ჩაღწევაც შეუძლიათ.

ზოგიერთი ფაქტორი ადამიანის გენებზე ზემოქმედებას სენსორული სისტემის მეშვეობით ახდენს: ჩახუტება, ბრაზით სავსე შეხვედრა, ავადმყოფი ბავშვის დანახვა, სიცილი მეგობართან ერთად – გარემოს თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ზემოქმედებაზე, ადამიანი რეაგირებას ახდენს და ეს ხშირად ხორციელდება ჰორმონების საშუალებით, რომლებსაც უჯრედებთან საუბარი აქვთ გაბმული. ადამიანის უჯრედები ამ ფაქტორებზე რეაგირებისას ცდილობენ უჯრედის ბირთვში არსებული კოდის გამოყენება შესაბამის სიტუაციებს მოარგონ იმისათვის, რომ ბრაზის ფაქტორი იქნება, სიყვარულის თუ მღელვარების, თქვენმა ორგანიზმმა მაინც სიცოცხლის არსებითი პარამეტრების ფარგლებში ფუნქციონირება შეინარჩუნოს. ქვემოთ მოცემულია ჩემ მიერ, ცოტა არ იყოს, ხუმრობის ტონით შედგენილი ჩამონათვალი იმ სხვა ფაქტორებისა, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანის გენებზე და მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს თქვენი უჯრედი მათ, ასევე არის ინფორმაცია მათ მიერ კოდირებული პროტეინების შესახებ. იცით თუ არა, რომ თქვენ ყოველდღიურად მილიონობით ზემოქმედებას განიცდით – დიდსა და მცირეს? შედეგად მოხდება ის, რომ ეს ზემოქმედება, საბოლოოდ, თქვენი უჯრედების ბირთვული სეიფებისკენ მიმავალ გზას იპოვის. ეს კი ის გზაა, რომელიც თქვენს სხეულზე ფართოდ აისახება.

წინა სტატია

Velaa Private Island. საოცრება მალდივებზე
28 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

“ღირსების ბრენდების” ძალა და მიზიდულობა
29 ოქტომბერი, 2014
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა