რა თანხას ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ

რა თანხას ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ

წლის პირველ ნახევარში ქართველებმა საზღვარგარეთ  791 498 000 ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (496 781 000 ლარი) 37.3%-ით აღემატება. აღნიშნულ თანხაში შედის როგორც ბანკომატებით განხორციელებული ოპერაციები, ასევე პოსტ-ტერმინალებითა და ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები. 

წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ვიზიტორებმა უცხოეთში მაისში დახარჯეს – 146.3 მლნ ლარი. ეს თანხა რეკორდულია, როგორც 2018 წლისთვის, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო 10 წლის მონაცემებისთვისაც. 

ასევე, იზრდება ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობაც და მან წლის 6 თვეში 1.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. რეკორდულ მაჩვენებელს კი მან ივნისში მიაღწია – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ინტერნეტით განხორციელებულმა ოპერაციებმა ამ პერიოდში 228.6 მლნ ლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *