კიბერუსაფრთხოების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

კიბერუსაფრთხოების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

ეროვნული კიბერუსაფრთხოების ინდექსით (NCSI) საქართველო მე-19 ადგილზეა, – ინდექსს e-governance academy ადგენს და მასში მსოფლიოს 100 ქვეყნის მონაცემია გაანალიზებული.

ინდექსი ითვლის, თუ რამდენად მზად არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები კიბერშეტევების თავიდან აცილებისა და პრევენციისთვის.

საქართველოს 100 სარეიტინგო ქულიდან 64.94 აქვს მიღებული და შედეგად მსოფლიოში მეცხრამეტე ადგილს იკავებს. ციფრული განვითარების დონით კი საქართველოს სარეიტინგო ქულა 59.66-ია.

რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს, – 83.12 სარეიტინგო ქულით. მას მოსდევს გერმანია 83.12 ქულით და ესტონეთი 81.82 ქულით.

საქართველო უსწრებს იტალიას, რუსეთს, ნორვეგიას, ლუქსემბურგს, შეერთებულ შტატებს და სხვა. რეგიონის ქვეყნებს შორისაც საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს. რეიტინგში საქართველო წელს პირველად მოხვდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *