ივლისში საქართველოს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2017 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში 10.5%-ით გაიზარდა და ჯამში 1 039 027 ვიზიტორი შეადგინა.

საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. 2017 წლის ივლისში 491 283 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის ივლისში 564 977.

ივლისში ყველაზე მეტი (169 857) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 155 218 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 142 452 ვიზიტორით.

7 თვის ჯამში, იანვარ-ივლისში ტურისტების რაოდენობა 21%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა, სულ 4.6 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. აქედან ტურისტი 2.5 მილიონი იყო.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც ივლისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

 

ქვეყანა

2018: ივლისი

2017: ივლისი

ცვლილება

1

რუსეთი

169,857

149,210

13.8%

2

აზერბაიჯანი

155,218

141,311

9.8%

3

თურქეთი

142,452

118,242

20.5%

4

სომხეთი

137,278

143,328

-4.2%

5

ირანი

34,290

37,878

-9.5%

6

უკრაინა

21,337

21,060

1.3%

7

ისრაელი

19,648

15,211

29.2%

8

საუდის არაბეთი

16,025

11,165

43.5%

9

ბელარუსი

11,751

7,603

54.6%

10

ყაზახეთი

10,219

8,404

21.6%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ჩვენ გირჩევთ

ქებურიების ამბასადორიალი

ლუდის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა

ქებურიების ამბასადორიალი

ქებურიების ამბასადორიალი

წინა სტატია

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი DJ-ები
03 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიო ლიდერების ავტოპარკი
03 აგვისტო, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა