ქვეყნები, სადაც ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ყველაზე სწრაფად იზრდება

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 124% (166 032 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 67% (50 062), პოლონეთი - 32% (1 886 618),  აშშ - 4% (244 374), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 68% (30 456), გერმანია - 32% (308 734), ლიეტუვა - 21% (265 062), ნიდერლანდები - 17% (38 799), ლატვია - 16% (966 726), ესტონეთი - 7% (329 304) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი 81% (140 370), ყაზახეთი - 41% (1 996 860), უკრაინა - 38% (5 040 319), რუსეთი - 20% (28 564 609), ბელარუსი 4% (846 822) და სხვა.                  

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (28 564 609), უკრაინა (5 040 319),  ჩინეთი  (3 514 066), ყაზახეთი  (1 996 860) და პოლონეთი (1 886 618).  

ამასთან, იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9,9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 7% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 114%. სულ ექსპორტირებულია 638,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 126%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ჩვენ გირჩევთ

ლუდის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა

კიბერუსაფრთხოების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

ლუდის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა

ლუდის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა

წინა სტატია

Trusted Diploma - პლატფორმა საგანმანათლებლო სერთიფიკატების დასაცავად
06 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

Trusted Diploma – platformu eğitim sertifikaları koruma altına alıyor
06 აგვისტო, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა