ბანკების მოგების მაჩვენებლები წლის პირველ ნახევარში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი წმინდა მოგება - 183 მლნ ლარი “თიბისი ბანკს” ჰქონდა, რომელიც 22%-ით მეტია 2017 წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მეორე ადგილზე “საქართველოს ბანკია” 114 მლნ ლარით, რაც 45%-ით ნაკლებია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე “ლიბერთი ბანკია” 30 მლნ ლარის მოგებით.

წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა “ფინკა ბანკია”, რომლის მოგებაც 1214%-ით გაიზარდა და 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.

წლის პირველი ნახევარი ზარალით ორმა ბანკმა დაასრულა: “სილქ როუდ ბანკმა” -0.6 მლნ დოლარით და “იშ ბანკმა” -1 მლნ დოლარით.

პირველ ნახევარში ყველა ბანკმა ერთად 410 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 73% ორ მსხვილ ბანკზე მოდის. 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 8.4%-ით არის შემცირებული.

გრაფიკი: ბანკების წმინდა მოგება 2018 წლის პირველ ნახევარში, მილიონ ლარებში

ჩვენ გირჩევთ

ივლისში საქართველოს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

ქებურიების ამბასადორიალი

ივლისში საქართველოს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

ივლისში საქართველოს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

წინა სტატია

Award Winning Brokerage
07 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

ივლისში უცხოური ვალუტის რეზერვები 80 მილიონი დოლარით შემცირდა
07 აგვისტო, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა