Forbes Georgia: 30 Under 30 - მარკეტინგი და რეკლამა

Forbes Georgia პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. ჩვენ შევადგინეთ ქართველი ოცდაათწლამდელი წარმატებული ახალგაზრდების ასეული, ვის შერჩევაშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაგვეხმარნენ.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.

წარმოგიდგენთ რჩეულებს მარკეტინგის და რეკლამის სფეროში (ანბანური თანმიმდევრობით):

ბექა ადამაშვილი, 28
Leavingstone, კოპირაიტერი.

გიორგი ავალიანი, 27
Leavingstone, კრეატიული დირექტორი.

ზუკა ბერძენიშვილი, 28
HOLMES&WATSON, კოპირაიტერი.

პავლე გაბრიჭიძე, 27
Leavingstone, ციფრული რეკლამის განყოფილების უფროსი.

გაგა დარსალია, 26
Redberry, თანადამფუძნებელი.

ლაშა "შრუტე" მილორავა, 23
DDB Georgia, კოპირაიტერი.

ანანო მიმინოშვილი, 24
ფრილანსერი, გრაფიკული დიზაინერი.

მარიამ სუხიშვილი, 28
Windfor’s, არტდირექტორი.

შოთა ჩინჩალაძე, 28
LIVE Branding, ბრენდ-კონსულტანტი.

----------

მარკეტინგის და რეკლამის სფეროს ჟიური:

ვატო ქავთარაძე - Windfor’s, დამფუძნებელი.

გიორგი ბურჭულაძე - Leavingstone, თანადამფუძნებელი.

ალექს ჩიქოვანი - LIVE Branding, დამფუძნებელი.

----------

FEATURED: გიორგი ავალიანი, 27. “ლივინგსტონი”, კრეატიული დირექტორი.

თუ ოდესმე თბილისის ქუჩებში თვალს მოჰკრავთ ვარდისფერ ჩოხაში გამოწყობილ მამაკაცს, იცოდეთ, რომ ეს გიორგი ავალიანია – კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” კრეატიული დირექტორი. “თავიდან ვარდისფერი სპორტული ფეხსაცმელი ვიყიდე, მაგრამ არც ერთ ტანსაცმელს არ უხდებოდა, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ამ ჩოხის იდეა”. პრობლემების ორიგინალურად გადაწყვეტა მისი პროფესიაა. როდესაც კლიენტებს უნდათ, საკუთარი პროდუქტი მომხმარებლებს დაამახსოვრონ და არა უბრალოდ ჩვეულებრივი რეკლამა გადაიღონ, ისინი “ლივინგსტონში” მიდიან. იქ მათ ყოველთვის აქვთ გარანტია, რომ რამე ექსტრაორდინარულ იდეას მოისმენენ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი იდეა მოექცა 2015 წელს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო დაჯილდოების, “კანის კრეატიული ფესტივალის” ჟიურის ყურადღების ცენტრში. გიორგის მეთაურობით სააგენტომ ახალი ლუდის კამპანია მოაწყო, რომლის ფარგლებშიც ყველაზე გაბედულ მომხმარებლებს ქალაქში ნამდვილი ძეგლები დაუდგეს. ამ იდეისთვის კომპანია “ლივინგსტონმა” კანის ბრინჯაოს ლომი მოიგო – იმ დროისთვის უმაღლესი ჯილდო, რაც კი ქართულ სარეკლამო სააგენტოს ოდესმე მიუღია. 

ამ და სხვა წარმატებების შემდეგ გიორგი ისევ აგრძელებს ჯილდოების მოგებას და, თავისი რეპუტაციის დამსახურებით, ხშირად უკვე თვითონაც ირგებს ჟიურის როლს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე. 

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia. 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

Forbes Georgia: 30 Under 30 - ქართული ასეული

Forbes Georgia. 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

Forbes Georgia. 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

წინა სტატია

მობილური ინტერნეტი
17 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

ქართული საბანკო ისტორია ათწლეულის მიჯნაზე
20 აგვისტო, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა