ტოიოტამ საქართველოში EURO4 სტანდარტის დიზელის ავტომობილები შემოიყვანა

ტოიოტამ საქართველოს ბაზარზე ეკოლოგიურად უფრო სუფთა, მისაღები და დახვეწილი - დიზელის ძრავაზე მომუშავე RAV4-ის და Corolla-ს ოფიციალური გაყიდვები დაიწყო.  

მსოფლიო ბრენდის ახალი მოდელები, რომლებშიც სრულად არის დაცული გამონაბოლქვის ევრო სტანდარტები, ევროკავშირის ქვეყნებში უკვე წარმატებით იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიერიდან კი ეს ავტომობილები ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი.

“როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ეკოლოგიაზე ზრუნვა დღითი დღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ტოიოტა მომხმარებელს ეკოლოგიურად მისაღები EURO4 სტანდარტის ავტომობილებს სთავაზობს. ვინაიდან ჩვენს ქვეყანას მკვეთრად აქვს აღებული დასავლური კურსი,  ყველა ამ დეტალის გათვალისწინება და დანერგვა მეტად მნიშვნელოვანია”- აცხადებენ კომპანიაში.

ახალი თაობის Corolla-მ და RAV4-მა, რომელიც ტოიოტამ საზოგადოებას 2013 წელს წარუდგინა, ბაზრის შესაბამის სეგმენტში ლიდერობა მალევე მოიპოვეს. დაკავებული პოზიციები კიდევ უფრო გაამყარეს 2014 წლის ავტომობილებმა - Rav4 2wd-მა  და Corolla-მ რომლებიც ახალი კომპლექტაციებით და უკეთესი მახასიათებლებით გამოირჩევა.

ტოიოტას ახალი მოდელები - Corolla და RAV4 დიზელის საწვავს მოიხმარენ, რაც ბენზინთან შედარებით ძალიან ეკონომიურია. “მიუხედავად იმისა, რომ ტოიოტას ბენზინზე მომუშავე ავტომობილები ისედაც ეკონომიურია, საწვავის დანახარჯი დიზელის ძრავის შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე ბენზინისძრავიან ავტომობილებში” - აცხადებენ კომპანიაში.

მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ტოიოტას ახალ, დიზელის მოდელებზე აჩქარება და მაბრუნებელი მომენტი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია ვიდრე ბენზინზე მომუშავე შესაბამისი მოცულობის ძრავის მქონე მოდელებზე. დიზელის ძრავი, ბენზინის ძრავებისგან განსხვავებით უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აჩქარებას და მატებს მართვის დინამიურობას. RAV4-ის დიზელის ძრავა იმდენად მძლავრია, რომ თითქმის უტოლდება PRADO-ს. ასევე ამ მოდელებს ბენზინზე მომუშავე 2.0ლ მოდელებზე უკეთესი აჩქარება გააჩნია.

დიზელის ძრავაზე მომუშავე RAV4  საქართველოში შეზღუდული რაოდენობით შემოვიდა და მომხმარებელს მისი შეძენა 2015 წლის მე-4 კვარტლამდე შეეძლება.

წინა სტატია

Caspian Energy-მ პაშა ბანკი საქართველო "წლის ბანკად" დაასახელა
18 ნოემბერი, 2014

შემდეგი სტატია

მიხეილ სააკაშვილი: "ეს არის ბრძოლა, სადაც არ შეიძლება უკან დახევა"
19 ნოემბერი, 2014
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა