ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლები. 2014

ბესტსელერების შემქმნელი, ჯეიმს პატერსონი ფორბსის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლების 2014 წლის სიის სათავეშია. მან, ერთი წლის მანძილზე, 13 წიგნის გამოცემით $90 მილიონი მოიგო - შთამბეჭდავი 221%-ით მეტი, ვიდრე ყოფილმა ლიდერმა დენ ბრაუნმა.

ამ წლის ათეულში ძირითადად ძველი სახელები მოხვდნენ: დანიელა სტილი, სტივენ კინგი, ჯოან როულინგი. ერთი აღსანიშნავი ახალბედა გახლავთ 26 წლის ვერონიკა როტი - ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომლის ტრილოგიამ, Divergent-მა, მას $17 მილიონი მოუტანა (მარტში გამოშვებულმა კინოვერსიამ კი აშშ-ში $151 მილიონი შეაგროვა).

ამ სიაში არ მოხვდა ქალბატონი, რომელმაც შარშან პატერსონს გაასწრო: ე.ლ. ჯეიმსი, რომლის წიგნი, „ნაცრისფრის ორმოცდაათი ელფერი“, 2013 წელს მხოლოდ 1,8 მილიონი ეგზემპლარის რაოდენობით გაიყიდა, რაც მნიშვნელოვნად ცოტაა გასულ წელს 29 მილიონზე მეტ გაყიდულ წიგნთან შედარებით (წლევანდელი $10 მილიონი შარშანდელი $95-ის ნაცვლად).

2014 წლის ათეული ასე გამოიყურება:

1. ჯეიმს პატერსონი $90 მილიონი

2. დენ ბრაუნი $28 მილიონი

3. ნორა რობერტსი $23 მილიონი

4. დანიელა სტილი $22 მილიონი

5. ჯანეტ ივანოვიჩი $20 მილიონი

6T. ჯეფ კინი $17 მილიონი

6T. ვერონიკა როტი $17 მილიონი

6T. ჯონ გრიშმანი $17 მილიონი

6T. სტივენ კინგი $17 მილიონი

10. სიუზენ კოლინზი $16 მილიონი

 

წინა სტატია

მელონები. მამულში დაბადებული მეწარმეები
20 ნოემბერი, 2014

შემდეგი სტატია

ელექტრომოტოების ომები
24 ნოემბერი, 2014
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა