ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა

ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა

რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებას საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ, სამომხმარებლო ფასების ინდექსებს შორის თანაფარდობის ცვლილების გათვალისწინებით. გაანგარიშებაში ჩართულია ის ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ესენია: ევროზონა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, სომხეთი, აშშ, ბულგარეთი და პოლონეთი.

ცალკეულ ქვეყნებთან დაფიქსირებული რეალური გაცვლითი კურსები ერთიანდებაინ რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსში. რაც უფრო დიდია სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან, ამ ქვეყნის ვალუტასთან ლარის კურსის ცვლილებას მეტი გავლენა აქვს ინდექსის საბოლოო მაჩვენებელზე. ინდექსის ზრდა ნიშნავს ეროვნული ვალუტის რეალურ გამყარებას და საგარეო ვაჭრობაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას, ხოლო ინდექსის შემცირება – პირიქით. მაგალითად, თუ თურქული ლირას მიმართ ლარი მყარდება, საქართველოს ექსპორტი თურქეთში ძვირდება, ხოლო თურქეთის იმპორტი საქართველოში იაფდება. თუ ამას თან ახლავს თურქეთში ინფლაციის მატება (ზოგადად პროდუქტების გაძვირება), მაშინ თურქული ლირას გაუფასურების ქართულ ექსპორტზე უარყოფითი გავლენა შემცირდება. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ქვეყნებს შორის ფასების ზრდის ტემპებში თანაფარდობას. 

2018 წლის ივლისში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 1.5 პუნქტით გაიზარდა და 126 შეადგინა, ანუ ლარის რეალური კურსი გამყარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *