"არქი ჯგუფმა" თბილისში გამწვანება-დასუფთავების აქცია გამართა

"არქი ჯგუფმა" თბილისში გამწვანება-დასუფთავების აქცია გამართა

დეველოპერულმა კომპანია “არქი ჯგუფმა” თბილისში გამწვანება-დასუფთავების აქცია გამართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი დაესწრნენ.

“არქი ჯგუფის” თანამშრომლებმა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად კედარის, კიპარისის, სოჭისა და ლუგუსტრუმის 300-მდე ნერგიდარგეს. გამწვანების აქციის პირველიეტაპი 24 ნოემბერს, 11 საათზე, არქი ჯგუფის ახალი მშენებლობის  ტერიტორიაზე – თამარაშვილის ქ. #13 (ყოფილი იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან) გაიმართა.

„არქი ჯგუფის“ მთავარი პრიორიტეტები, მოსახლეობის ხარისხიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფასთან ერთად, გარემოზე, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ზრუნვაა. ამ მხრივ, კომპანია ახალ პრეცედენტს ქმნის – ყოველი აშენებული 10 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ ქალაქში 1 ხე ირგვება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *