"BB-" პოზიტიური პერსპექტივით - Fitch საქართველოს ეკონომიკას აფასებს

"BB-" პოზიტიური პერსპექტივით - Fitch საქართველოს ეკონომიკას აფასებს

საკრედიტო კომპანია Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით. Fitch ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობას და დადებითად აფასებს პროგრამის წარმატებით მიმდინარეობას.

სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, რომელიც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელზე მაღალია. განსაკუთრებით, აღნიშნულია ის გარემოება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა საჯარო ფინანსების მიმართულებით.

სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, პოზიტიურად სახელდება ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში ქვეყანაში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც “BB” რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო კომპანიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან.

ანგარიშში ასევე ნახსენებია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ არჩევნებს ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *